რომელი სასმელი უნდა მიირთვათ ახალ წელს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
- 14.12.2018

სადღესასწაულო პერიოდი ალკოჰოლის გარეშე ხომ ვერ ჩაივლის?! ვნახოთ, რომელი სასმელი უნდა მიირთვათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
1. ვერძი: მარტინი ფითრით - ვერძები ბუნებაზე გიჟდებიან, უყვართ არყის შემცველობის სასმელი, ამიტომაც ფითრით გაფორმებული მარტინი მათ სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო აამაღლებს.

2. კურო: ბრენდი ალექსანდერი - კურო ტრადიციების მოყვარულია, თუმცა ხანდახან სიახლეებიც უყვარს. ამ სასმელის გემო კლასიკურისა და თანამედროვეს კომბინაციაა. ასე რომ, კურო ყველაზე მეტად მისი მირთმევით ისიამოვნებს.

3. ტყუპები: მარგარიტა კოწახურით - ეს არის ტეკილა, რომელიც გაგიქრობთ ყოველგვარ სიმორცხვეს და თავდავიწყებით გართობას შეძლებთ. გააკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც დიდი ხანია გინდათ, მაგრამ ვერ ბედავდით.

4. კირჩხიბი: საკე - ეს არის იაპონური ალკოჰოლური სასმელი, ჯინჯერის არომატით. თქვენ ამ ახალ წელს რაღაც განსაკუთრებული, გამოირჩეული სასმელი გჭირდებათ. მისი საშუალებით თავდაჯერებულობას იგრძნობთ.

5. ლომი: ასტროლოგები გირჩევენ, რომ მიირთვათ ვისკი, Winters Truce - ამბობენ, რომ თქვენს მეფურ ბუნებას სწორედ ეს სასმელი შეესაბამება.

6. ქალწული: ახალ წელს კოქტეილი Let it Sloe მიირთვით - ეს სასმელი თქვენს დღესასწაულს ცოტაოდენ მაგიურობას შეჰმატებს.

7. სასწორი: საშობაო მოჰიტო - ეს სასმელი ბედნიერების განცდას მოგიტანთ და ახალი წლის სიხარულს გაგიმძაფრებთ.

8. მორიელი: Apple Pie Moonshine - ეს კოქტეილი თქვენთვისაა. ის გაგრძნობინებთ, რომ ზღაპრული ახალი წელი დაიწყო.

9. მშვილდოსანი: ასტროლოგებმა თქვენ კოქტეილი Sugared Cranberry Mimosa შეგირჩიეს - ეს კოქტეილი კოწახურის არომატით თქვენი საყვარელი სასმელი გახდება.

10. თხის რქა: მიირთვით კოქტეილი Scotch Spice - ახალ წელს ის ყველანაირ პრობლემას დაგავიწყებთ.

11. მერწყული: Absinthe Eggnog - თქვენ გამორჩეული და განსხვავებული გემო გჭირდებათ, სწორედ ამიტომ შეგირჩიეთ ეს კოქტეილი. გარდა განსხვავებულისა, Absinthe Eggnog-ს დღესასწაულისა და გართობის არომატი აქვს.

12. თევზები: Spiced Americano - ერთი ჭიქა და თქვენ ნებისმიერ გარემოში, ნებისმიერ წვეულებაზე თავდავიწყებით გაერთობით. ასტროლოგები ამბობენ, რომ სწორედ Spiced Americano-ს წყალობით გადება თქვენი ახალი წელი დაუვიწყარი.

თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, ასტროლოგია, სასმელი, 2019წლისზოდიაქო
<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია