21 დეკემბრიდან თხის რქის პერიოდი იწყება - რა გელოდებათ მომდევნო ერთ თვეში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
- 20.12.2018
21 დეკემბრიდან თხის რქის პერიოდი იწყება და ერთი თვე, ასტროლოგიური თვალსაზრისით, ადამიანთა ცხოვრებას ზოდიაქოს ეს ნიშანი განაგებს. ვნახოთ, რას უნდა ელოდოთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.
1. ვერძი - თხის რქის პერიოდი თქვენთვის ინსპირაციის წყარო გახდება - რომ უფრო მეტი იმუშაოთ და მოტივირებულები იყოთ. წარმატება გელოდებათ კარიერაში, თქვენი რეპუტაცია ამაღლდება. შეძლებთ დიდი ხნის წინ დაწყებული საქმის დასრულებას.
2. კურო - მშვილდოსნის პერიოდმა ცოტა სირთულეები შეგიქმნათ, მაგრამ თხის რქა ყველაფრის მოგვარებაში დაგეხმარებათ. შეძლებთ პრობლემის გამომწვევი მიზეზების მკაფიოდ დანახვას და შესაბამისად, მოგვარებაც გაგიმარტივდებათ.
3. ტყუპები - დროა, რომ ცოტა ხნით საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ და მცირე დროით სოციალურ ურთიერთობებზე უარი თქვათ. ახლა პრივატულ გარემოში ყოფნა ყველაზე მეტად გჭირდებათ. უარი თქვით ხმაურიან წვეულებებზე და საკუთარ თავს განტვირთის საშუალება მიეცით.
4. კირჩხიბი - თხის რქის პერიოდი თქვენს ცხოვრებაში ბალანსს და სტაბილურობას შემოიტანს. მიეცით საკუთარ თავს უფლება, რომ კვლავ დაუკავშირდეთ ძველ ნაცნობებსა და მეგობრებს, რადგანაც ადამიანები წარსულიდან წარმატებას მოგიტანენ.
5. ლომი - თუ წვეულებებისა და გართობის ნაცვლად კეთილდღეობაზე, ფულის გამომუშავებაზე, სამსახურზე კონცენტრირდებით, თხის რქის პერიოდი წარმატებას მოგიტანთ. ეცადეთ, მყარად იდგეთ მიწაზე.
6. ქალწული - მომდევნო ერთ თვეში ძალიან აქტიურები იქნებით კომუნიკაციისა და სოციალური ურთიერთობების თალსაზრისით. თხის რქის პერიოდი ახალი ენერგიით, ძალითა და მოტივაციით აგავსებთ. მოსალოდნელია რომანტიკულ ურთიერთობებში წარმატება.
7. სასწორი - უფრო მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, ოჯახზე ზრუნვას, უფრო მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. თხის რქის პერიოდში მზე თქვენს მეოთხე სახლში იქნება. მეოთხე სახლი კი სწორედ ოჯახს და ნათესაურ ურთიერთობებს უკავშირდება. გაატარეთ რომანტიკული დღეები საყვარელ ადამიანთან ერთად. მოსალოდნელია, რომ ამ პერიოდში იქნებით ნოსტალგიურები და ემოციურები.
8. მორიელი - თხის რქის პერიოდი სადღესასწაულო განწყობას მოგიტანთ და თქვენს ცხოვრებაში მხიარულებას შემოიტანს. გამოიჩენთ კომუნიკაციის შესანიშნავ უნარს და ამის წყალობით წარმატებულები იქნებით. ცოტა ხნით დრამებისგან დაისვენებთ.
9. მშვილდოსანი - მას შემდეგ, რაც მზე თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადავა, იგრძნობთ, რომ მიწაზე მყარად დგახართ, უფრო რეალისტურად შეძლებთ თქვენს ცხოვრებაში განვითარებული მოვლენების შეფასებას. იქნებით უფრო კრეატიულები და პროდუქტიულები. ვიცით, რომ თქვენთვის რთულია, მაგრამ თხის რქის პერიოდში რუტინულისაქმეები უნდა აკეთოთ და თუ გაუძლებთ, წარმატებულები იქნებით. ეს არის დრო, როცა უნდა კონცენტრირეთ თქვენს მიზნებზე, განსაზღვროთ რა გსურთ და გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები ამ მიზნების მისაღწევად.
10. თხის რქა - დაბადების დღეს გილოცავთ, თხის რქებო! 21 დეკემბრიდან თქვენი დრო მოდის. იქნებით ენერგიულები და უფრო მეტი საქმის შესრულებას შეძლებთ. ამასთანავე, ეს პერიოდი რომანტიკულ ურთიერთობებში გპირდებათ წარმატებას. თქვენი ცხოვრება პოზიტივით დაიმუხტება.
11. მერწყული - მაშინ, როცა თხის რქის პერიოდში ყველა მუშაობისკენ იქნება მომართული, თქვენთვის უმჯობესია, თუ ამ დროს დასვენებისა და განტვირთვისთვის გამოიყენებთ. თქვენ არასოდეს იქცევით ისე, როგორც სხვები. მაშინ, როცა ყველა ბევრს იმუშავებს, შეგიძლიათ დასვენების დღეები მოიწყოთ.
12. თევზები - ბოლოსდაბოლოს, იპოვნით ბალანსს სამსახურსა და ოჯახურ ურთიერთობებს შორის და ბედნიერებას იპოვნით. თქვენს ცხოვრებაში აბსოლუტური ჰარმონიის ეტაპი იწყება.
თემები: ზოდიაქოს ნიშნები, ასტროლოგია, ახალიმთვარე, სავსემთვარე
<a href="https://www.bustle.com">https://www.bustle.com</a>