5 მითი, რომლებსაც შობა-ახალ წელს სატელევიზიო შოუები და საახალწლო ფილმები გვაჯერებენ
- 28.12.2018
საახალწლო, საშობაო ფილმები, სატელევიზიო შოუები გვაჯერებენ ახალი წლის ჯადოსნურ ძალაში, გვეუბნებიან, რომ ახალი წლის ღამეს შეიძლება სასწაულები მოხდეს. მედია ახალ წელს მხოლოდ ფერადი და ბედნიერი კუთხით გვიჩვენებს, რაც ხშირად რეალობას მკვეთრადაა აცდენილი.
ვნახოთ 5 მთავარი მითი, რომლებსაც ახალ წელს სატელევიზიო შოუები გვაჯერებენ.
1. სრულყოფილი და ბედნიერი ოჯახი - ერთ-ერთი უმთავრესი მითი არის ის, რომ ახალ წელს ყველა ოჯახი სრულყოფილად ხვდება და ყველა ბედნიერია. რომ ოჯახის ყველა წევრი ერთად იკრიბება, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, წარსული კონფლიქტებისა, ახალ წელს ყველაფერს შეუნდობენ ერთმანეთს და ასე ბედნიერად ატარებენ დროს.
არ დაიჯეროთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მითია. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 39% ამბობს, რომ ოჯახთან ერთად ახალი წლის გატარება ყველაზე საშინელი რამაა, რადგანაც იმაზეც კი ვერ თანხმდებიან, რომელ არხს უყურონ და ბოლოს ყველაფერი საშინელი კონფლიქტით მთავრდება. ახალი წელი ოჯახებში არც ისეთი სრულყოფილია, როგორც ეს ტელეეკრანზე ჩანს.
2. სადღესასწაულო საჭმელს ქალი ამზადებს - როცა სატელევიზიო შოუებში , ან სააალწლო ფილმებში გვაჩვენებენ სიუჟეტებს, როგორ ამზადებენ ოჯახში სადღესასწაულო საჭმელს, რატომღაც უმეტეს შემთხვევაში ისე ჩანს, რომ ამ საქმით მხოლოდ ქალია დაკავებული. ის, რომ ქალი უნდა ამზადებდეს ოჯახში საჭმელს ძველი შეხედულებაა. ძველმოდურ ოჯახებში, შესაძლოა, სადღესასწაულო სუფრის სიმძიმე ისევ ქალს აწევს მხრებზე, მაგრამ თანამედროვე ოჯახებში ასე არ ხდება და ოჯახის სხვა წევრებიც იღებენ მსგავს საქმეებში მონაწილეობას. ასეთი სიუჟეტებით და ფილმებით კი, სამწუხაროდ, ერთგვარ სტრეოტიპს - ქალისა და სამზარეულოს შესახებ კიდევ უფრო ამყარებენ.
3. ნამდვილი და ხელოვნური ნაძვის ხე - საახალწლო ფილმების უმეტესობაში ვხედავთ თუ როგორ ჭრის ოჯახის რომელიმე წევრი ნამდვილ, ბუნებრივ ნაძვის ხეს და სახლში სწორედ მას რთავს. ამასთანავე, ისეთ ტექსტს ამბობს, რომელიც ადამიანს აფიქრებინებს, რომ ნამდვილი ნაძვის ხე საუკეთესოა, ლამაზია და ისეთ ეფექტს ხელოვნური ნაძვის ხით ვერ მიიღებს.
ეს მითია და რეალურად ასე არ არის. ხელოვნური ნაძვის ხეც ძალიან ლამაზია, ამავდროულად, როცა ხელოვნურზე აჩერებთ არჩევანს, ბუნებას უფრთხილდებით და ეკონომიასაც აკეთებთ, რადგანაც მას წლების განმავლობაში გამოიყენებთ.
4. სატელევიზიო შოუებსა და ფილმებში გაიდეალებულია საახალწლო საჩუქრებიც - გვაჩვენებენ, როგორი აღფრთოვანებულები არიან ადამიანები საახალწლო საჩუქრებით, არადა, დარწმუნებულები ვართ, რომ ხშირ შემთხვევაში, ისეთ საჩუქრებს იღებთ, რომლებიც საშინლად არ მოგწონთ.
5. მარტო სახლში - ტელეეკრანზე შობა ასეთია: ხალხმრავალი წვეულება, ადამიანები ერთად იკრიბებიან და ერთობიან. რეალურად კი, დღესასწაულს ძალიან ბევრი ადამიანი ხვდება მარტო. ზოგიერთს, უბრალოდ არავინ ჰყავს, ზოგსაც არ უყვარს ხალხმრავლობა და მარტო ყოფნა ურჩევნია ახალ წელსაც კი.
თემები: ტრენდი, ახალი წელი, საჩუქრები
<a href="https://lifestyle.allwomenstalk.com" target="_blank">https://lifestyle.allwomenstalk.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია