LIFE

ახალი წლის ბნელი მხარე - 7 რამ, რაც ადამიანების დიდ ნაწილს ამ დროს აღიზიანებს

ახალი წლის ბნელი მხარე - 7 რამ, რაც ადამიანების დიდ ნაწილს ამ დროს აღიზიანებს

შესაძლოა ძალიან გიყვართ შობა და ახალი წელი, დღესასწაული, წვეულებები, მაგრამ ამ პერიოდს თან ახლავს ისეთი რაღაცები, რაც ადამიანების დიდ ნაწილს აღიზიანებს.

ვნახოთ რა არის ახალი წლის ბნელი მხარე:

1. საახალწლო და საშობაო სამზადისი თითქმის ორი თვით ადრე იწყება - ამ ორი თვის განმავლობაში გვესმის ერთი და იგივე საახალწლო სიმღერები, ვხედავთ საახალწლო რეკლამებს, დეკორაციებს და როცა ახალი წელი მოდის, ყოველივე უკვე მობეზრებული გვაქვს.

ახალი წლის ბნელი მხარე - 7 რამ, რაც ადამიანების დიდ ნაწილს ამ დროს აღიზიანებს

2. მატერიალიზმი - ახალი წლის და შობის დღესასწაული კომერციული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანია კომპანიებისთვის. ამ დროს იყიდება უამრავი საშობაო, თუ საახალწლო ატრიბუტი და რეალურად, ყველაფერი მატერიალურ დონეზეა დასული, რაც ზოგიერთისთვის ძალიან გამაღიზიანებელია.

ახალი წლის ბნელი მხარე - 7 რამ, რაც ადამიანების დიდ ნაწილს ამ დროს აღიზიანებს

3. სურვილი იმისა, რომ ახალ წელს შეხვდეთ სრულყოფილად, სტრესს იწვევს - ტრადიცია მოითხოვს, რომ ახალ წელს იყოს სავსე სუფრა, საკვების სიუხვე, მიაჩნიათ, რომ თუ სუფრაზე ყველანაირი კერძი არ ექნებათ, ახალი წელი წარმატებასა და ბარაქას არ მოუტანთ. სწორედ ამიტომ, ეს დღესასწაული სტრესის გამომწვევი მიზეზია, განსაკუთრებით კი, დაბალი სოციალური ფენის ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, რომ მდიდარი ადამიანების მსგავსი სადღესასწაულო სუფრა ჰქონდეთ და როგორც უნდა ეცადონ, რომ ბედნიერება და სრულყოფილება მატერიალიზმში არ ეძებონ, დღესასწაულის დროს ეს მაინც დამთრგუნველად მოქმედებს და სტრესს იწვევს.

4. საჩუქრების პარანოია - ახალ წელს საჩუქარი ყველას უნდა უყიდოთ, საყვარელ ადამიანს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს. დარწმუნებულები ვართ, რომ სამსახურშიც რომელიმე თანამშრომლის საიდუმლო სანტა ხართ. ეს რეალურად წარმოუდგენლად დამღლელია. ჯერ ფინანსები უნდა გეყოთ იმისთვის, რომ ყველას უყიდოთ საჩუქარი და მერე, უნდა მოიფიქროთ უამრავი ადამიანის საჩუქარი. ეს არც ისე მარტივი საქმეა.

ახალი წლის ბნელი მხარე - 7 რამ, რაც ადამიანების დიდ ნაწილს ამ დროს აღიზიანებს

5. მოდა - ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს აღიზიანებს ირმებითა და ფიფქებით გაფორმებული სამოსი, რომელიც ახალი წლის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა. არიანისეთებიც, რომლებიც ასეთი სამოსის გაყიდვას სიამოვნებით აკრძალავდნენ.

ახალი წლის ბნელი მხარე - 7 რამ, რაც ადამიანების დიდ ნაწილს ამ დროს აღიზიანებს

6. ახალი წლის კიდევ ერთი ბნელი მხარე, ხალხით გადაჭედილი სავაჭრო ცენტრები და თვალუწვდენელი რიგი სალაროებთან - როგორ შეიძლება ვინმეს ასეთ რიგში დგომა არ აღიზიანდებს?!

7. ადამიანები სადღესასწაულო სტრესის დროს განსაკუთრებით უხეშები ხდებიან - ეს ყველაზე მძაფრად სავაჭრო ცენტრებში იგრძნობა. ყველას სადღაც ეჩქარება და ამ სიჩქარეში მზად არიან დაივიწყონ ყველანაირი ზრდილობა. ნუ გაგიკვირდებათ, თუ სალაროსთან რიგში თქვენს ადგილს დაიკავებენ, გასასვლეში დაგეჯახებიან, რათა კარში პირველები გავიდნენ. ფსიქოლოგიურად თუ მზად არ ხართ უხეშ ადამიანებთან გასამკლავებლად, გირჩევთ, თავი აარიდოთ ხალხმრავალ ადგილებში წასვლას.

და ბოლოს, გაგვიზიარეთ აზრი - თქვენ რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად ახალი წლის პერიოდში?



<a href="https://allwomenstalk.com" target="_blank">https://allwomenstalk.com</a>