მარტოხელობა ჭარბწონიანობაზე უფრო სწრაფად კლავს - კვლევის შედეგი
- 07.01.2019
მარტოხელობა იმაზე უფრო მეტად საშიშია ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის, ვიდრე ჭარბწონიანობა. სწორედ ასეა აღნიშნული ახალი კვლევის დასკვნაში.
აღსანიშნავია, რომ იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ცუდი სოციალური ურთიერთობები და უყვართ მარტოობა, 50%-ით მაღალია სიკვდილის რისკი, ვიდრე მათში, ვისაც სოციალური ურთიერთობები და ადამიანებთან ხშირი კომუნიკაცია აქვს.
მკვლევარებმა შეისწავლეს სოციალური იზოლაციისა და მარტოობის გავლენა ჯანმრთელობაზე და ამ საკითხთან დაკავშირებული 218 კვლევა.
მათ აღმოაჩინეს, რომ სოციალური იზოლაცია ზრდის ადამიანის სიკვდილის რისკს და ეს რისკი ჭარბწონიანობით გამოწვეულ სიკვდილის რისკზე 2-ჯერ მაღალია.
„ადამიანებთან კავშირი, კომუნიკაცია არის ადამიანის ფუნდამენტური საჭიროება და ის აუცილებელია კეთილდღეობისთვის და ზოგადად, არსებობისთვის“, - ამბობს პროფესორი, ფსიქოლოგი ჯულლიან ჰოლდ ლანსტედი.
მისი განმარტებით, ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილის გარდაცვალების მიზეზი სწორედ სოციალური იზოლაცია და მარტოობაა, რადგანაც მარტოობა თავის მხრივ ჯანმრთელობის სხვადასხვა რთულ პრობლემებს წარმოშობს.
მარტოობის განცდა ადამიანებზე როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით უარყოფითად მოქმედებს.
ახალი კვლევის თანახმად, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის ხანში შესული ადამიანების თითქმის მესამედი მარტო ცხოვრობს და მათ არავინ ჰყავთ გვერდით, ვისაც გაუზიარებდნენ თავიანთ გრძნობებს, დარდს, სიხარულსა და ტკივილს.
მკვლევარები წერენ, რომ მარტოობა განსაკუთრებით რთულ მენტალურ პრობლემებს წარმოშობს, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მარტო მცხოვრებ ადამიანებს ფიზიკური თვალსაზრისითაც უვითარდებათ სხვადასხვა მძიმე დაავადებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, სიცოცხლისთვის სახიფათოა.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, ჯანმრთელობა, ქალები, მარტოობა, მარტოხელა
<a href="https://nypost.com">https://nypost.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია