1. ანგარიშსწორების დრო (Destroyer)
ერინი კრიმინალურ დაჯგუფებაში შედის. მას კოლეგა შეუყვარდება, მაგრამ ერთ სპეცოპერაციაში დაშვებული შეცდომების შედეგად ნამდვილი ტრაგედია დატრიალდა. ერინი მოიკრებს ძალებს, რათა შური იძიოს და მისი შეჩერება უკვე წარმოუდგენელია.
ამ როლისთვის ნიკოლ კიდმანი საოცრად გარდაისახა, რითიც მსახიობურ ნიჭთან ერთად ნამდვილად იმსახურებს ნომინაციას „საუკეთესო ქალის როლი“.
2. ლამაზი ბიჭი (Beautiful Boy)
დევიდს (სტივ კარელი) ვერაფრით გაუგია, როგორ გადაიქცა მისი საყვარელი ვაჟი (ტიმოტი შალამე) ჭკვიანი ბიჭიდან-გამოუსწორებელ ნარკომანად. ბიჭუნა ხომ მოსიყვარულე, შეძლებულ ოჯახში იზრდებოდა და კარგად სწავლობდა.
რა გამორჩათ მშობლებს, როცა მათ საყვარელმა შვილმა გადაუხვია მძიმე ბილიკისკენ? სრულიად შესაძლებელია, რომ შესანიშნავი თამაშისთვის ნომინირებული იყვნენ ორივე მსახიობი (კარელი და შალამე).
3. შეგიძლიათ ოდესმე მაპატიოთ? (Can You Ever Forgive Me?)
კომედიური დრამა მელისა მაკარტისთან მთავარ როლში ეფუძნება რეალურ მოვლენებს და მოგვითხრობს ავანტიურისტი მწერალი ქალის ისტორიას, რომელიც გაჭირვების გამო ცნობილი ადამიანების წერილებს აყალბებს.
ცოცხალი დიალოგები, საინტერესო ისტორია და მკვეთრი პერსონაჟები, განსაკუთრებით თავად მწერალი ქალი მელისა მაკარტის შესრულებით. ბევრი კრიტიკოსი ვარაუდობს მსახიობის „ოსკარის“ ნომინაციაზე წარდგენას, რაც სრულიად დამსახურებულია.
4. ნარკოკურიერი (The Mule)
ერლი 87 წლისაა. ის ვეღარ პოულობს ცოლთან საერთო ენას, შვილებს აღარ ახსოვთ მამა, კერძო ბიზნესში კი საქმე სულ უკან-უკან მისდის. სწორედ ამ დროს მას უბრალო სამუშაოს სთავაზობენ: A წერტილიდან B წერტილამდე ტვირთი უნდა გადაიტანოს. მალე ერლი გაიგებს, რომ მისი ბარგი ნარკოტიკია.
წესრიგის მცველებს უცნაურად ეჩვენებათ მარტოხელა მოხუცის ქცევები და რაღაცას ხვდებიან. შესანიშნავი ნამუშევარი, რომელშიც კლინტ ისტვუდი მოგვევლინა როგორც რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი. მას ოსკარის რამდენიმე ნომინაციის მოპოვების რეალური შანსი აქვს.
5. ბილ-სთრითს ლაპარაკი რომ შეეძლოს (If Beale Street Could Talk)
სიუჟეტის ცენტრში აფროამერიკული წარმოშობის გოგონაა, რომელიც საქმროსგან პირველ შვილს ელოდება. მაგრამ მათ ბედნიერებას საფრთხე ემუქრება, როცა ახალგაზრდა მამაკაცს გაუპატიურებაში დასდებენ ბრალს.
მთავარი გმირი არაფრის დიდებით არ იჯერებს, რომ მის საქმროს ამის ჩადენა შეეძლო და ყველა ღონეს ხმარობს, რომ მისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ამაღელვებელი დრამა რასიზმის თემაზე ოსკაროსანი სურათის „მთვარის შუქის“ შემქმნელებისგან.
6. ქემერონ პოსტის არასწორი აღზრდა (The Miseducation of Cameron Post)
„მზრუნველი“ ბიძა და დეიდა სკოლის უმაღლესი კლასის მოსწავლეს ქემერონს იძულებით გზავნიან სამკურნალოდ ლესბოსური გადახრებისგან გასათავისუფლებლად, როცა გაიგეს მისი კავშირის შესახებ თანაკლასელ გოგონასთან.
არაბანალური, ფაქიზი და საკუთარი გმირების მიმართ ყურადღებიანი ფილმი, რომელიც იმსახურებს ნომინაციას კატეგორიაში „საუკეთესო ადაპტირებული სცენარი“.
თემები: ურთიერთობა, ქალები, ფილმები, ოსკარი, მსახიობები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>