როგორი კედები უნდა ატაროთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით იმისთვის, რომ ტრენდულები და მომხიბვლელები იყოთ
- 21.01.2019
1. ვერძი - ვერძებო, ასტროლოგები ამბობენ, რომ არჩევანი უნდა შეაჩეროთ ხასხასა ფერზე.კარგი იქნება, თუ წითელი ფერის სპორტულ ფეხსაცმელს ატარებთ. გახსოვდეთ, რომ წითელი გამარჯვების ფერია. მაგალითად, შეგიძლიათ აირჩიოთ Reebok Classic Urban - ის სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც 45 ლარი ღირს.
2. კურო - თქვენ ისეთი სპორტული ფეხსაცმელი გჭირდებათ, რომელიც არ იქნება პრეტენზიული ფერის და რომლის ჩაცმასაც ყველანაირი ფერის სამოსთან შეძლებთ. შეგიძლიათ არჩევანი Reebok Classic Urban-ის ამ სპორტულ ფეხსაცმელზე შეაჩეროთ. მისი ფასი 45 ლარია.
3. ტყუპები - თქვენთვის ტრენდულობასთან ერთად მაქსიმალური კომფორტი უმნიშვნელოვანესია, ყველაზე კომფორტულად კი თავს New Balance-ის ამ სპორტულ ფეხსაცმელში იგრძნობთ, რომელიც 99 ლარი ღირს.
4. კირჩხიბი - თუ გინდათ, რომ თავი კომფორტულად, მომხიბვლელად და ტრენდულად იგრძნოთ, არჩევანი ისეთ ფეხსაცმელზე, უნდა შეაჩეროთ, რომელიც ნეიტრალური ფერის იქნება. თქვენთვის იდეალურია "ადიდასის" სპორტული ფეხსაცმელი, მას 87 ლარად შეიძენთ.
5. ლომი - თქვენ ისეთი ფეხსაცმელი გჭირდებაღ, რომელიც თავს საუკეთესოდ გაგრძნობინებთ, ამიომ ასტროლოგებმა Nike-ის სპორტული ფეხსაცმელი შეგირჩიეს, რომელსაც პატარა ზომის შიდა ქუსლი აქვს.
6. ქალწული - ქალწულებო, თქვენ ისეთი სპორტული ფეხსაცმელები გჭირდებათ, რომელიც შეგიქმნით კომფორტს და ამასთანავე, საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობს. ასეთ ეფექტს კი, Nike-ის ამ იისფერი ფეხსაცმლით მიიღებთ. მისი ფასი 99 ლარია.
7. სასწორი - ცხოვრებაში მხიარული ფერების შეტანა გჭირდებათ, ამიტომაც ასტროლოგებმა Diadora-ს ეს ფერადი სპორტული, კომფორტული და ტრენდული ფეხსაცმელი შეგირჩიეს. ფეხსაცმლის ფასი 95 ლარია.
8. მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ყველაზე უფრო მეტად თავს კომფორტულად მაშინ გრძნობენ, როცა შავი ფეხსაცმელი აცვიათ. ამიტომაც,New Balance-ის ეს ტრენდული და შავი ფეხსაცმელი თქვენთვისაა. მისი ფასი კი 49 ლარია.
9. მშვილდოსანი - მხიარულო მშვილდოსნებო, შეუძლებელია თქვენს სპორტულ ფეხსაცმელში ცოტაოდენი ვარდისფერი არ იყოს გარეული. ამიტომაც, ასტროლოგებმა Reebok classic Hexalite-ის ეს სპორტული შეგირჩიეს. მისი ფასი 87 ლარია.
10 თხის რქა - თქვენ ისეთი ფეხსაცმელი შეგეფერებათ, რომელიც ერწყმის მუდამ საქმიანი და სერიოზული ადამიანი იერს. Reebok Classic Urban-ის ეს მუქი ლურჯი, წითელი ფერით გაფორმებული ფეხსაცმელი კი სწორედ თქვენთვისაა. მისი ფასი 42 ლარია.
11. მერწყული - თქვენ საკმაოდ პრეტენზიული ადამიანი ხართ. გსურთ, რომ ექსტრავაგანტულად გეცვათ და ამავდროულად, ტრენდული იყოთ. მერწყულების უმეტესობას ვარდისფერი დიდად არ ხიბლავს, მაგრამ დროა, სიახლეები შეიტანოთ ცხოვრებაში. ასტროლოგები ამბობენ, რომ Nike-ის ეს ვარდისფერი ფეხსაცმელი თავს ექსტრავაგანტულად და კომფორტულად გაგრძნობინებთ. მისი ფასი 99 ლარია.
12. თევზები - რომანტიკულო თევზებო, თქვენთვის ფეხსაცმლის ფერს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც, "ადიდასის" ეს, ღია ცისფერი სპორტული ფეხსაცმელი ყველაზე უფრო მეტ კომფორტს შეგიქმნით და თავდაჯერებულობას გაგრძნობინებთ.
თემები: