LIFE

როგორ აღნიშნავენ სიყვარულის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მარტოხელები? - 5 უჩვეულო ტრადიცია

როგორ აღნიშნავენ სიყვარულის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მარტოხელები? - 5 უჩვეულო ტრადიცია

ვნახოთ, როგორ აღნიშნავენ სიყვარულის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მარტოხელა ადამიანები. ყველაზე უცნაური ტრადიციები:

1. მალაიზია - მალაიზიაში წელიწადის მეშვიდე თვის მეშვიდე დღეს მარტოხელა ქალები წერენ თავიანთ ტელეფონის ნომერს პატარა „სტიკერზე“ და მას მაღაზიაში ფორთოხალზე აკრავენ იმ იმედით, რომ ეს ფორთოხალი მათი ოცნების მამაკაცის ხელში აღმოჩნდება და დაურეკავს. ხილის ბაზარში ამ დღეს ყველა ფორთოხალს სპეციალური სტიკერი აქვს მიკრული ტელეფონის ნომრით და წარწერით „დამირეკე“. ვერაფერს ვიტყვით, ძალიან რომანტიკულია. 

როგორ აღნიშნავენ სიყვარულის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მარტოხელები? - 5 უჩვეულო ტრადიცია

2. ბრაზილია - ბრაზილიაში შეყვარებულების დღე 12 ივნისია. დღესასწაულის წინა დღეს მარტოხელა ქალები პატარ-პატარა ფურცლებზე ყველა იმ მამაკაცის სახელს წერენ, რომელიც ოდესმე მოსწონებიათ, ან მოსწონთ. მეორე დღეს კი, თვალდახუჭულები ამ ფურცლებიდან ერთ-ერთს არჩევენ და სწორედ მას ეპატიჟებიან პაემანზე. როგორც ბრაზილიელი ქალები ამბობენ, რომ ეს მეთოდი ხშირ შემთხვევაში წარმატების მომტანია. 

როგორ აღნიშნავენ სიყვარულის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მარტოხელები? - 5 უჩვეულო ტრადიცია

სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებში კი, ადამიანები თამაშობენ თამაშს „საიდუმლო შეყვარებული“, რომელიც „საიდუმლო სანტას“ პრინციპზეა დაფუძნებული. 

3. შოტლანდია - ვალენტინობას, 14 თებერვალს, შოტლანდიელები სპეციალურ წვეულებას აწყობენ. წვეულებაზე კი, შეყვარებულების თამაშს თამაშობენ. თამაშის პრინციპი ასეთია - აქვთ ქუდი, რომელშიც წვეულებაზე მყოფი მარტოხელა მამაკაცების ფურლებზე დაწერილი სახელებია მოთავსებული. მარტოხელა ქალები კი ქუდიდან იღებენ ამ ფურცლებს და ასე წყვილდებიან.

როგორ აღნიშნავენ სიყვარულის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მარტოხელები? - 5 უჩვეულო ტრადიცია

4. საფრანგეთი - ფრანგებს უჩვეულო ტრადიცია ჰქონდათ, რომელიც ახლა აკრძალულია. მარტოხელა ქალები და მამაკაცები სიყვარულის დღეს იკრიბებოდნენ ერთ-ერთ სახლში, ერთმანეთის პირისპირ სხდებოდნენ, წყვილდებოდნენ, რის შემდეგაც, მამაკაცს უფლება ჰქონდა მიეტოვებინა ქალი, რომელსაც დაუწყვილდებოდა.

როგორ აღნიშნავენ სიყვარულის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მარტოხელები? - 5 უჩვეულო ტრადიცია

ღამით მიტოვებული ქალები ანთებდნენ კოცონს და წვავდნენ იმ მამაკაცების ფოტოებს, რომლებმაც მიატოვეს, ასევე წყევლიდნენ მათ. საბოლოოდ, საფრანგეთმა ხელისუფლებამ ყოველივე აკრძალა, რადგანაც მასში ბოროტების და ძალადობის შემცველი ელემენტები იყო.

5. სამხრეთ კორეა - სამხრეთ კორეაში ყოველი თვის მეთოთხმეტე დღე სიყვარულის დღედ არის მიჩნეული და თითოეულ მათგანს სხვადასხვა დატვირთვა აქვს. მაგალითად 14 მაისი ვარდის დღეა და გულისმობს, რომ საყვარელ ადამიანს ვარდები უნდა მიართვა, 14 დეკემბერი ჩახუტების დღეა და გულისხმობს, რომ ამ დღეს საყვარელ ადამიანს აუცილებლად უნდა ჩაეხუტო, 14 ოქტომბერი ღვინის დღეა და ნიშნავს, რომ ამ დღეს შეყვარებულთან ერთად ღვინო უნდა დააგემოვნო.

როგორ აღნიშნავენ სიყვარულის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მარტოხელები? - 5 უჩვეულო ტრადიცია

14 თებერვალს ქალები მამაკაცებს შოკოლადებს ჩუქნიან, ხოლო 14 მარტს მამაკაცები ჩუქნიან ქალებს ტკბილეულს, თუმცა ეს შოკოლადი არ უნდა იყოს. ადამიანები, რომლებიც ასეთ დღეებში საჩუქრებს ვერ იღებენ 14 აპრილს ერთად იკრიბებიან. ამ დღეს შავ დღესაც უწოდებენ. ისინი ჭამენ შავ ლობიოს და თავიანთ მარტოხელობაზე წუწუნებენ.



<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>