ყველა სეზონზე განსხვავებული საღამოს კაბებია მოდური. მათი არჩევა კი არც ისე მარტივი საქმეა. უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი. გარდა იმისა, რომ კაბა უნდა გიხდებოდეთ, ასევე თანამედროვე მოდის ტენდენციებსაც არ უნდა ჩამორჩეთ.

ვნახოთ, როგორი სტილის კოქტეილის კაბებია 2019 წელს ტრენდული.

1. ღია ვარდისფერი, ყვავილების პრინტით გაფორმებული კაბა - ის ვიზუალს რომანტიკულ, ასევე საოცრად სექსუალურ ელფერს აძლევს.

2. ე.წ. მიდი კაბა - ეს გამჭვირვალე მწვანე კაბა ქალს მოკრძალებულ, კდემამოსილ იერს აძლევს და ამავდროულად, სექსუალორობას არ აკარგვინებს.

3. გრძელი ვარდისფერი კაბა, უკან დიდი ბანტით - ეს აბრეშუმის კაბა ვარდისფერისა და შავი დეტალების კომბინაციაა.

4. ცისფერი, ნაზი და ქალური ე.წ. მიდი კაბა - მიდი კაბები 2019 წელს ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა. ეს შიფონის ცისფერი კაბა კი, წვეულების ყველაზე რომანტიკულ ქალად გაქცევთ.

5. წითელი, მოკლე კაბა - მარტივი, სადა სამოსი წვეულებისთვის.

6. ასიმეტრიული იისფერი კაბა - ეს კაბა იდეალურია პომპეზური წვეულებისთვის. თუ მსგავს სტილზე შეაჩერებთ არჩევანს, მოდის კრიტიკოსების აზრით, წვეულებაზე ყველაზე სექსუალური ქალი იქნებით.

7. გრძელი, ღია ნაცრისფერი კაბა - ეს კაბა სიმარტივისა და სისადავის განცდას ტოვებს, კომფორტული სატარებელია და ვიზუალს შთამბეჭდავ იერს აძლევს.

8. მუხლამდე კაბა, ბოლოში არშიით - მისი ჩაცმა ნებისმიერ წვეულებაზე შეგიძლიათ. ის კლასიკური ქალის კაბაა.

9. ცისფერი, მუხლამდე კაბა, ქამრით - მსგავსი სტილი 90-იან წლებში იყო ტრენდული და როგორც ხედავთ, ისევ მოდას უბრუნდება.

10. კანისფერი, ტანზე კარგად მომდგარი გრძელი კაბა - პომპეზური წვეულებისთვის გირჩევთ სწორედ მსგავს სტილზე შეაჩეროთ არჩევანი. იდეალურია გამოსაშვები საღამოსთვის, მეჯვარეებისთვის. ის ძალიან ლამაზი და ამავდროულად, ტრენდულია.