იყო „ალფა ქალი“ არ არის მარტივი. ეს ნიშნავს, გქონდეს ისეთი თვისებები, რომელთა გამოც გარშემომყოფები გაგაღმერთებენ. ქალებს სურთ, რომ თქვენ დაგემსგავსონ, მამაკაცები კი თქვენთან სასიყვარულო ურთიერთობაზე ოცნებობენ. ალფა ქალები არიან მხიარულები, პოზიტიურები და იდეალურად განაგებენ საკუთარ ცხოვრებას.
როგორ უნდა მიხვდეთ, რომ სწორედ თქვენ ხართ ქალი, რომელიც სამყაროს განაგებს. ვნახოთ „ალფა ქალის“ 10 მახასიათებელი.
1. ის მარტივად არ ნებდება - არასოდეს ეცემა. შესანიშნავად იცის, რომ წარუმატებლობა ცხოვრების თანმდევი ნაწილია და იცის, რომ წარუმატებლობას აუცილებლად მოჰყვება წარმატება. არასოდეს ყრის ფარ-ხმალს. შეუძლია წინ აღუდგეს და თვალი გაუსწოროს ნებისმიერი სირთულის პრობლემას და ყველაფერს გააკეთებს სასურველის მისაღებად.
2. ის მზად არის გადადგას პირველი ნაბიჯი და არ ეშინია ამის - როცა ალფა ქალს რაიმე მოსწონს, რაიმე უნდა, ის არ დაჯდება და არ დაიწყებს ლოდინს, თუ როგორ მივა მასთან სასურველი. არ აქვს მნიშვნელობა ეს რომანტიკული პარტნიორია, სასურველი სამსახური, თუ მანქანა. ის დგება და თავად მიდის თავის მიზნამდე, თავად დგამს პირველ ნაბიჯს, თავად იჩენს ინიციატივას. ადამიანები მასში ხედავენ თავდაჯერებულობას და ამვდროულად, ცოტა აგრესიულო ხასიათსაც, თუმცა სხვების აზრი ამ ქალს არ ადარდებს. მას არ სცალია მსგავს საკითხებზე სანერვიულოდ, მას მიმზნები აქვს მისაღწევი.
3. ის ერთგულია - ნებისმიერ ურთიერთობაში ის პარტნიორისადმი პატივისცემას და ერთგულებას იჩენს. „ალფა ქალი“ არ არის მოღალატე. შეგიძლიათ მას თვალდახუჭული ენდოთ. ურთიერთობაში მასსავით ერთგულს ვერავის იპოვნით. თუ რაღაც არ მოსწონს, თუ თავს თქვენ გვერდით კომფორტულად ვერ გრძნობს, ამას გულწრფელად და დაუფარავად გეტყვით.
4. მისი ცხოვრება მიზნისკენ სწრაფვას გულისხმობს - ალფა ქალებს მოტივაციას და სტიმულს თავისივე მიზნები აძლევენ. მათ იციან რა სურთ და იციან ისიც, თუ როგორ მიიღონ სასურველი. ამავდროულად, ამ ქალმა განტვირთვის ფასიც იცის, მაგრამ მიიჩნევს, რომ ცხოვრებას გემოს მაშინ გაუგებ, როცა ოცნებებს აისრულებ.
5. ალფა ქალს არ ეშინია მარტოობის - იცის, როგორ გაუფრთხილდეს საკუთარ თავს, მამაკაცის გარეშეც თავს შესანიშნავად და სრულყოფილად გრძნობს. ის არასოდეს არაა სხვა ადამიანზე დამოკიდებული. დამოუკიდებლად ყველანაირი პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია.
6. არავის უყვარს ისე ძლიერად, როგორ „ალფა ქალს“ - მას შეუძლია უყვარდეს უპირობოდ. საზოგადოებაში თვლიან, რომ რადგანაც ის ძლიერი და დამოუკიდებელი ქალია, სიყვარული არ შეუძლია, მაგრამ რეალურად ასე არ არის.
7. მას აქვს ამბიცია - იცის საკუთარი შესაძლებლობების შესახებ და მისი ამბიციები გამართლებულია. ალფა ქალები ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულისთვის იბრძვიან.
8. მას სჯერა საკუთარი თავის და სჯერა იდეების - სჯერა, რომ მართებულ გადაწყვეტილებებს იღებს, სჯერა, რომ სწორ ნაბიჯებს დგამს. ენდობა საკუთარ თავს. იცის, რა იქნება სწორი გადაწყვეტილება ამა თუ იმ სიტუაციაში. ის პასუხისმგებლობის ეკიდება ყველა საქმეს.
9. „ალფა ქალი“ სხვა ქალებს არასოდეს მტრობს - შესაძლოა, ვიღაცები ფიქრობდნენ, რომ ის ეჯიბრება სხვა ქალებს და ბედნიერი იქნება სხვების წარუმატებლობით, მაგრამ ასე არ არის. ალფა ქალს უხარია სხვა ქალების წარმატება და ხელს უწყობს კიდეც ამაში, რამდენადაც შეუძლია. ქალური სოლიდარობა მას ყველაზე უკეთ ესმის. ის სხვა ქალებს ომს არ უცხადებს.
10. ალფა ქალს არ სჩვევია ჭორაობა და თამაში - ზოგიერთ ქალს ჭორიკანას რეპუტაცია აქვს და სჩვევიათ ადამიანებზე მათ ზურგს უკან საუბარი. მაგრამ „ალფა ქალები“ ასე არასოდეს იქცევია. მან იცის, რომ მსგავსი ჭორაობა დროისა და ენერგიის ტყუილად ხარჯვაა და ურჩევნია, რომ კონცენტრირება სხვა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვან საქმეებზე მოახდინოს.
თემები: სიყვარული, ქალი, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, პრობლემები, თავდაჯერებულობა, ქალები, რჩევები
<a href="http://thewildchild.co.za">http://thewildchild.co.za</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია