როგორ გამოიყურებიან და რას აკეთებენ ახლა სერიალ „ველური გულის“ მსახიობები?
- 31.01.2019
ხშირად ვხუმრობთ, რომ ბნელი 90-იანი წლები ქართველებს მონიკამ, კასანდრამ და ზოგადად, ლათინოამერიკულმა სერიალებმა გადაგვატანინა. ტელესერიალი „ველური გული“ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ქართველი მაყურებელი ტელეეკრანს მიაჯაჭვა.
ტელესერიალი 1993 წელს გადაიღეს. ვნახოთ, როგორ გამოიყურებიან წლების შემდეგ სერიალის გმირები.
1. ედუარდო პალომო - „ველური გულის“ მთავარი გმირის, ხუანის როლის შემსრულებელი დღეს ცოცხალი აღარ არის. ის მსახიობ კარინა რიკოზე იყო დაქორწინებული და ორი შვილი, ფიონა და ალექსა დარჩა. მექსიკელი მსახიობი 2003 წელს გარდაიცვალა.
2. ედიტ გონსალესი - მსახიობი სერიალში მთავარი გმირის, მონიკას როლს ასრულებდა. ედიტ გონსალესმა „ველური გულის“ შემდეგ არაერთ სერიალში მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც ქართველი მაყურებელიც იცნობს. 2004 წელს პოლიტიკოს სანტიაგო კრილისგან გოგონა, კონსტანცა შეეძინა.
2010 წელს ედიტი ეკონომისტ ლორენცო ლაზოზე დაქორწინდა. ბოლო წლებში მსახიობს ჯანმრთელობის რთული პრობლემები ჰქონდა, მას სიმსივნე დაუდგინდა, თუმცა მისი დამარცხება შეძლო.
3. ანა კოლჩერო - გახსოვთ „ველური გულიდან“ ჰაიმე? ანა კოლჩერო სწორედ მის როლს ასრულებდა. ანამ „ველური გულის“ გარდა კიდევ რამდენიმე სერიალში მიიღო მონაწილეობა, თუმცა სამსახიობო კარიერას თავი მალე დაანება.
ის სამოქალაქო აქტივიზმითაა დაკავებული და ასევე მწერალია, საკმაოდ წარმატებულიც. მისი ყველაზე ცნობილი რომანია „ორ ცეცხლს შორის“. ანა კოლჩერო 2000 წელს დაქორწინდა ანთროპოლოგ ხოსე დელ ვალზე, რომელსაც მალევე გაშორდა.
4. არიელ ლოპეზ პადილა - ის „ველურ გულში“ ანდრესის როლს ასრულებს. არიელ ლოპეს პადილა მსახიობობასთან ერთად არის მხატვარი, მოცეკვავე და მწერალი. მსახიობი არაერთ მექსიკურ ტელენოველაში ასრულებს როლებს.
5. სეზარ ევორა - კუბელი მსახიობი მარსელო რომერო ვარგასის როლს თამაშობს. სეზარ ევორა წრმატებული მსახიობია და „ველური გულის“ შემდეგ მან ბევრ სერიალში მთავარი როლი შეასრულა.
6. მონიკა სანჩესი - გახსოვთ სერიალიდან როზა? მის როლს სწორედ მონიკა სანჩესი თამაშობდა, რომელიც დღეს მექსიკაში საკმაოდ წარმატებული მსახიობია.
7. იოლანდა ვენტურა- „ველურ გულში“ იოლანდა ასუსენას როლს თამაშობდა. ამ როლის შემდეგ იოლანდამ უფრო მეტი ყურადღება მუსიკალურ კარიერას დაუთმო. ის იყო ჯგუფ „Parchis”-ის წევრი და მომღერლის წარმატებული კარიერა აქვს დღემდე. იოლანდას ჰყავს ვაჟი მსახიობ ალეხანდრო არაგონისგან, რომელსაც მალე დაშორდა.
თემები: ფილმი, სერიალი, მსახიობები, მსგავსება
<a href="https://peopleenespanol.com">https://peopleenespanol.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია