სტილი

8 ნივთი და ტრენდი, რომლებიც უკეთესია 2018 წელში დატოვოთ და გააქროთ გარდერობიდან

8 ნივთი და ტრენდი, რომლებიც უკეთესია 2018 წელში დატოვოთ და გააქროთ გარდერობიდან

1. რუშები და არშია

8 ნივთი და ტრენდი, რომლებიც უკეთესია 2018 წელში დატოვოთ და გააქროთ გარდერობიდან

რუშები და არშია ქალს ქალურობასა და რომანტიულობას ანიჭებს. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ როდესაც დანამატები ზედმეტად ბევრია, შესაძლებელია ტროპიკულ ყვავილს დაემსგავსოთ. ახლა მოდა მიისწრაფის სიმარტივესა და უნივერსალურობისკენ, ამიტომ უკეთესია აირჩიოთ ნაკლებად გადატვირთული სტილი.

2. ჯინსები სქინი და დახეული ჯინსები

8 ნივთი და ტრენდი, რომლებიც უკეთესია 2018 წელში დატოვოთ და გააქროთ გარდერობიდან

ვიწრო ჯინსები საკმაოდ დიდხანს იყო მოდაში, მაგრამ ამ სეზონზე ისინი ტრენდში არ არიან. მოდურ ჩვენებებზე პოპულარობით სარგებლობდნენ კლასიკური სწორი ჯინსები. რაც შეეხება დახეულ ჯინსებს, მოდური ბრენდების საგაზაფხულო კოლექციებში ისინი ნაკლებია.

3. ტოტალური შავი

8 ნივთი და ტრენდი, რომლებიც უკეთესია 2018 წელში დატოვოთ და გააქროთ გარდერობიდან

ქალების სურვილი შექმნან სტილი Total Black სრულიად გასაგებია: მასში შიძლება გამოიყურებოდე ერთდროულად ელეგანტურად და მოხდენილად. მაგრამ ამ სეზონზე მოდაშია მკვეთრი ფერები, ამიტომ დიზაინერები გვირჩევენ არ შეუშინდეთ თამამ და ოდნავ თავხედურ შეხამებებს.

4. ბომბერები

8 ნივთი და ტრენდი, რომლებიც უკეთესია 2018 წელში დატოვოთ და გააქროთ გარდერობიდან

ბომბერები საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებდნენ საკუთარ პოზიციებს, მაგრამ გარდერობის ეს მოხერხებული ელემენტი სწრაფად იქცა მასიურ ტრენდად და, როგორც ჩანს, ამოწურა საკუთარი თავი. შეიძლება ეს არც ისე ცუდია, რადგან სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ნივთი არც ისეთი მოხდენილია ქალის ფიგურაზე, განსაკუთრებით თუ 18 წლის არ ხართ.

5. ჟაკეტები და პიჯაკები oversize

8 ნივთი და ტრენდი, რომლებიც უკეთესია 2018 წელში დატოვოთ და გააქროთ გარდერობიდან

ჟაკეტები oversize ძალიან შეუყვარდა მოდის მიმდევარებს და მყარი ადგილი დაიკავეს მათ გარდერობებში, ისინი ხომ მოხერხებულია და შეუძლიათ მშვენივრად დაფარონ ფიგურის ნაკლოვანებები. მაგრამ ისევე, როგორც პალტოები, 2019 წელს ისინი აღარ იქნება აქტუალური. მოვიდა დრო დავემშვიდობოთ უზარმაზარ მხრებსა და მამაკაცურ სილუეტებს. ახლა ისინი უხეშად გამოიყურება.

6. ვიწრო სათვალე

8 ნივთი და ტრენდი, რომლებიც უკეთესია 2018 წელში დატოვოთ და გააქროთ გარდერობიდან

სუპერწვრილი სათვალის ტრენდი უეცრად გამოჩნდა ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას კოლექციაში. წინა სეზონზე ასეთი სათვალე ძალიან ბევრი იყო, თანაც მსგავსი ფორმა ყველას არ უხდება. უხდება მხოლოდ „რთულ“ სახეებს უჩვეულო ნაკვთებით.

7. ზურგჩანთები და დიდი ჩანთები

8 ნივთი და ტრენდი, რომლებიც უკეთესია 2018 წელში დატოვოთ და გააქროთ გარდერობიდან

ზურგჩანთები ძალიან ბევრ გოგონას შეუყვარდა, ეს ხომ ძალიან პრაქტიკულია და მოხერხებული. მაგრამ ახლა ისინი ადგილს უთმობენ მცირე ზომის ჩანთებს სახელურებით. იგივე ეხება ძალიან დიდ ჩანთებს. ისინი ცდილობდნენ მოდაში დაბრუნებას 2017 წელს, მაგრამ ქალაქურმა სტილმა თავისი მინიმალიზმით გაიმარჯვა.

8. მაღალი წვრილი ქუსლი

8 ნივთი და ტრენდი, რომლებიც უკეთესია 2018 წელში დატოვოთ და გააქროთ გარდერობიდან

მაღალი წვრილი ქუსლი ძალიან ლამაზია, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან მოუხერხებელი. ვინაიდან ცხოვრების რიტმი სულ უფრო სწრაფი ხდება, 10-12 სმ-ზე უფრო მაღალი წვრილი ქუსლი უმჯობესია ატაროთ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>