1. დემი მური
დემი მური რეგულარულად ჩნდება მაღალი წრის ქრონიკებში: ხან ბრიუს უილისთან განქორწინებისა და ეშტონ კაჩერთან ქორწინების გამო, რომელიც მასზე 16 წლით არის უმცროსი, ხან მრავალრიცხოვანი პლასტიკური ოპერაციების, ხანაც კაჩერთან დაშორების გამო. მურის კარიერა კინოში არც ისე დატვირთულია.
მისი ყველაზე შესამჩნევი ნამუშევარი გახდა ფილმი „მოჩვენება“ პატრიკ სუეიზისთან ერთად.
2. ტობი მაგუაირი
პიტერ პარკერის როლმა ფილმში „ადამიანი-ობობა“ ტობი მაგუაირი ჰოლივუდის ნამდვილ ვარსკვლავად აქცია, კირსტენ დანსტთან მისმა კოცნამ კი მყარი ადგილი დაიკავა საკულტო სასიყვარულო სცენების სიაში.
მოგვიანებით მსახიობმა „ადამიანი-ობობას“ კიდევ ორ სერიაში ითამაშა, მაგრამ. მაგუაირი დიდი ხანია ასეთ მასშტაბურ პროექტებში აღარ გამოჩენილა.
3. ჯესიკა ალბა
ჯესიკა ალბას გარღვევად შეიძლება ჯეიმს კემერონის სერიალში „ბნელი ანგელოზი“ მისი მთავარი როლი ჩავთვალოთ, მისი ყველაზე ცნობილი კინონამუშევარი კი - სტრიპტიზის მოცეკვავის როლია რობერტ როდრიგესის საკულტო ფილმში „ცოდვის ქალაქი“. მას შემდეგ, ჯესიკამ ითამაშა რამდენიმე რომანტიკულ კომედიაში, ფილმში „მაჩეტე“ და თრილერში „მკვლელი ჩემში“.
უკანასკნელს არც ისე ცუდად შეხვდნენ კრიტიკოსები, მაგრამ „ცოდვის ქალაქის“ პოპულარობა მაინც ვერ დაჩრდილა. კარიერის ასეთი გაგრძელება ალბას ხელს არ უშლის რეგულარულად დაიკავოს ადგილი პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალების რეიტინგში.
4. კერი-ენ მოსი
1999 წელს ეკრანებზე გამოსული „მატრიცა“ უცბათ იქცა საკულტო ფილმად, კერი-ენ მოსმა კი, რომელმაც ტრინიტის როლი ითამაშა, ერთ დღეს ცნობილ ადამიანად გაიღვიძა.
მას შემდეგ მოსი „მატრიცას“ ორ სიქველში გადაიღეს, ასევე მიიღო მონაწილეობა კინოსამყარო Marvel-ის რამდენიმე ფილმში და სხვა პროექტებში, მაგრამ ტრინიტის როლი მაინც მთავარია მსახიობის კარიერაში.
5. მაკოლეი კალკინი
მაკოლეი კალკინი - რაღაც გაგებით ნამდვილი ფენომენია. კომედია „მარტო სახლში“, რომელმაც ა მას არნახული პოპულარობა მოუტან, ეკრანებზე თითქმის 30 წლის უკან გამოვიდა.
მიუხედავად ამისა კალკინი აგრძელებს მაღალი წრის ქრონიკების ფურცლებზე გამოჩენას, მსოფლიო კი ინტერესით ადევნებს თვალს მსახიობის არც ისე მარტივ ცხოვრებას, მის აღმაფრენებსა და ვარდნებს.
6. მეგან ფოქსი
ისევე როგორც ჯესიკა ალბა, მეგან ფოქსი რეგულარულად ხვდება მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი და სასურველი ქალების რეიტინგებში. კინოში მსგავსი წარმატებებით მსახიობი ვერ დაიტრაბახებს. მისი მონაწილეობით ყველაზე საინტერესო ფილმები გახდნენ ფანტასტიკური ბოევიკი „ტრანსფორმერები“ და მისი სიქველი.
„ტრანსფორმერების“ მეორე ნაწილის გამოსვლის შემდეგ მსახიობმა მიატოვა პროექტი. ამბობენ, რომ ამის მიზეზი მისი რთული ხასიათი და ფილმის რეჟიროსის მაიკლ ბეის მისამართით უხეში გამოთქმები გახდა.
თემები: ქალები, ფილმები, სერიალი, მსახიობები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია