მსოფლიოს ყველაზე მომხიბვლელ კაცებად იტალიელები დასახელდნენ - 10 ყველაზე მიმზიდველი იტალიელი მამაკაცი
- 26.02.2019
იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნის მამაკაცები არიან ყველაზე მიმზიდველები, საერთაშორისო კვლევა ჩატარადა, რომლის შედეგებიც 2018 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა, კვლევის მიხედვით, ყველაზე მიმზიდველები და მომხიბვლელი კაცები იტალიაში ცხოვრობენ.
ვნახოთ 10 ყველაზე მომხიბვლელი იტალიელი მამაკაცი.
1. რიკარდო სკამარჩიო - მსახიობმა თავისი მწვანე თვალების წყალობით უამრავი ადამიანის გული მოიგო. განსაკუთრებული პოპულარობით თინეიჯერებში სარგებლობს. რიკარდოს გული თავისუფალი არ არის. ის დანიშნულია და მალე დაქორწინებას გეგმავს.
2. კიმ როსი სტუარტი - მართალია მსახიობს იტალიური სახელი არ ჰქვია, მაგრამ იტალიელია. მომხიბვლელ კიმს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.
3. ჟორჟო პასოტი - პასოტი კარატეში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონია. გარდა მომხიბვლელი გარეგნობისა, მასში მამაკაცურობაც ხიბლავთ.
4. ედოარდო კოსტა - ეს იტალიელი მოდელი და მსახიობი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას შესანიშნავი სამსახიობო კარიერა აქვს და განსაკუთრებული იტალიური შარმითა და ქარიზმატულობით გამოირჩევა.
5. ლუკა არჰენტერო - ლუკა 1978 წლის 12 აპრილს, ტურინში დაიბადა. ის არის მსახიობი და პროდიუსერი. 2009 წლიდან ქორწინებაშია და მყარი ოჯახი აქვს.
6. სტეფანო აკორსი - აკორსი 1971 წლის 2 მარტს, ბოლონიაში დაიბადა. ის არის მსახიობი და მწერალი.
7. გაბრიელ გარკო - უბრალოდ, wow. შეუძლებელია, მას შეხედო და გულგრილი დარჩე. გარკო მსახიობობას მოდელის კარიერასაც უთავსებს და ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ იტალიელ მამაკაცად ითვლება. მას საქართველოშიც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.
8. ჟულიო ბერუტი - ბერუტი მსახიობია და მისი კარიერა მხოლოდ იტალიური ფილმებით არ შემოიფარგლება. მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე საერთაშორისო სურათშიც.
9. რაულ ბოვა - დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მკითხველის დიდი ნაწილი რაულ ბოვას ყველაზე მომხიბვლელ იტალიელ მამაკაცად მიიჩნევს. რთულია ამ საკითხზე კამათი.
10. რობერტო ფარნესი - ფარნესი მსახიობია, რომელსაც არაერთ საერთაშორისო პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ის იტალიური სერიალების ვარსკვლავია და ბევრი ადამიანი სწორედ მის გამო უყურებს სერიალებს.
თემები: მამაკაცი, მამაკაცები, კონკურსი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია