9 უახლესი იდეა - როგორ უნდა ჩაიცვათ გაზაფხულზე სამსახურში ტრენდულად?
- 03.03.2019
გაზაფხული უკვე დადგა, მართალია, ჯერ ჰაერის ტემპერატურაზე ეს არ აისახა, მაგრამ სულ მალე თბილი ამინდები იქნება და დროა, მოემზადოთ შესაბამისი, ტრენდული სამოსით. ვნახოთ 9 უახლესი იდეა, როგორ უნდა ჩაიცვათ გაზაფხულზე სამსახურში ტრენდულად:
1. საქმიანი ქალის სტილი - მოდაშია დიდი ზომის სამოსი. შეუსაბამეთ დიდი ზომის პიჯაკი თავისუფალი სტილის კაბას. თეთრი ჩექმა ისევ ტრენდულია. ეცადეთ, მაქსიმალურად ფერადი სტილის შექმნას.
2. მხიარული ფერების სამოსი - გაახალისეთ თქვენი გარდერობი ფერადი და მხიარული ფერებით. ყვითელი და სტაფილოსფერი განსაკუთრებით ტრენდულია. შეუსაბამეთ მაღალწელიანი შარვალი გრძელ, ან მუხლამდე ჟაკეტს.
3. ღია ფერის და ოდნავ დიდი ზომის პიჯაკი - როგორც უკვე ვთქვით, დიდი ზომის სამოსი ტრენდულია. შეარჩიეთ ღია ფერის პიჯაკი გაზაფხულისთვის და მისი ფერი თქვენი რომელიმე სამოსის, ან აქსესუარის ფერს შეუსაბამეთ. მაგალითად, ჩანთას.
4. საზაფხულო კაბა ყელიან სვიტერზე, ე.წ. როლინგზე, მაღალქუსლიან ფეხსაცმელებთან - თუ ვერ ითმენთ და ძალიან გინდათ საყვარელი საზაფხულო კაბა ჩაიცვათ, შეგიძლიათ ასეთი სტილი მოირგოთ.
5. მოდაშია სამოსი ვერტიკალური ზოლებით - თუმცა არ ვსაუბრობთ შავ-თეთრ ზოლებზე. ეცადეთ, მაქსიმალურად ფერადი ვიზუალი გქონდეთ. გრძელი და თხელი საგაზაფხულო მოსაცმელი კი, მთავარი ატრიბუტია და უნიკალური სტილის შექმნაში დაგეხმარებათ.
6. არ დაგავიწყდეთ გაზაფხულის მთავარი ატრიბუტი, თხელი და ტრენდული შარფი - თუ ვერ ელევით შავი ფერის სამოსს, გირჩევთ ოდნავ მაინც გაამხიარულოთ ვიზუალი და შავ ფერს რაიმე ფერადი შარფი შეუსაბამოდ. საბოლოო ჯამში, დახვეწილ და გლამურულ სტილს მიიღებთ.
7. კლასიკური სტილი - გრძელ მაღალწელიან კაბას შეგიძლიათ შეუსაბამოთ თეთრი კლასიკური პერანგი.
8. პიჯაკები, რომლებიც მხრებზე ზუსტად არ ჯდება, ოდნავ დიდია - ეს სტილი 80-იანი წლების სტილითაა ინსპირირებული და 2019 წლის გაზაფხულის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. შეგიძლიათ, მსგავსი პიჯაკი შეუსაბამოთ თხელ, საგაზაფხულო, ქალურ კაბას, ან მაღალწელიან შარვალს.
9. საგაზაფხულო თხელი მოსაცმელი - ის ნებისმიერი სტილის სამოსზე იდეალურია. პრაქტიკული, კომფორტული და რაც მთავარია, ტრენდული არჩევანია.
თემები: სტილი, მოდა, ქალი, რჩევები ქალებს, რჩევები, 2019 წლის ტენდენციები
<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია