5 ფილმი, რომლებიც ლამაზი კადრებითა და საინტერესო სიუჟეტით მიგიზიდავთ
- 07.03.2019
1. მოცეკვავე ქალი, 2016
მე-19 საუკუნეში ამერიკელმა მსახიობმა ლოი ფულერმა შემთხვევით შექმნა საკუთარი ცეკვის სტილი - მოდერნი: უცნაური თავისუფალი მოძრაობები, ფრიალა ქსოვილები, ნათელი ეფექტებით. პარიზში ფულერი ცნობილ კაბარეში „ფოლი-ბერჟერში“ გამოვა და გავლენიან თაყვანისმცემლებსა და მფარველებს იშოვის. მაგრამ ერთხელაც ის მოცეკვავეს - ნორჩ და ამბიციურ აისიდორა დუნკანს გაიცნობს, რომელიც ფულერის სტილს აკოპირებს და საფრთხეს უქმნის მის სახელსა და კარიერას.
ვნებიანი ბიოგრაფიული ფილმი ორი ნიჭიერი ქალის ურთიერთობებზეა, სადაც აისიდორა დუნკანის როლს ჯონი დეპის ქალიშვილი - ლილი-როუზ დეპი თამაშობს.
2. შენი სახელი დამიძახე, 2017
1980-ის დასაწყისი, 17 წლის ელიო პერლმანი მშობლებთან ერთად, უდარდელ ზაფხულს საოჯახო ვილაზე, იტალიაში ატარებს. სწორედ იქ შეხვდება ბავშვობის მეგობარ გოგონას. ყველაფერი იცვლება, როცა ელიოს მამა, უნივერსიტეტის პროფესორი, ვილაზე თავის ასისტენტს, 24 წლის ოლივერს ჩამოიყვანს, რომელიც ისეთი ლამაზია, როგორც ანტიკური ღმერთი.
სილამაზითა და გრძნობების სიმძაფრით აღსავსე არაჩვეულებრივი სურათი პირველ სიყვარულსა და საკუთარი თავის მოპოვებაზე - სახელგანთქმულ რეჟისორ ლუკა გუადანინოსგან, სადაც მთავარ როლს ტიმოტი შალამეი თამაშობს.
3. ორი დედოფალი, 2018
მე-16 საუკუნე. შოტლანდიის დედოფალი მარიამ სტიუარტი გათხოვების შემდეგ საფრანგეთის დედოფალიც ხდება, მაგრამ ერთ წელიწადში დაქვრივებული, იძულებული ხდება შოტლანდიაში დაბრუნდეს. მას უწევს ურთიერთობების მოგვარება საკუთარ ბიძაშვილ ელისაბედ Ι-თან, ინგლისის მმართველთან. მაგრამ ორ ცეცხლოვან-წითური დედოფალს შორის ნათესავური კავშირების გამყარების სწრაფვა, ტახტისთვის ბროლად გადაიქცევა.
კოსტუმირებული დრამა მხატვარ-დამდგმელის ბრწყინვალე ნამუშევრითა და მარგო რობისა და სირში რონანის სამსახიობო დუეტით.
4. კოლეტი, 2018
ნორჩი სიდონი-გაბრიელ კოლეტი ცოლად პარიზელ მწერალ ვილის მიყვება. გარკვეული დროის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ის უფრო ნიჭიერია, ვიდრე მისი ქმარი, რომელის სიდონის რომანს მიისაკუთრებს პროვინციელი გოგონა კლოდინის შესახებ. წიგნის წარმატების შემდეგ კაციპარიზის მაღალ საზოგადოებაში მიღებული პიროვნება გახდება. მაგრამ როცა ქმარი მოითხოვს, რომ კოლეტმა დაწეროს რომანის გაგრძელება, ის უარს ამბობს და იწყებს ბრძოლას საკუთარი უფლებებისთვის.
ბიოგრაფიული ფილმი ნამდვილ სიდონი-გაბრიელ კოლეტზეა, მაგრამ თუ ფართოდ შევხედავთ, ეს ფილმი - ქალის უფლებების დაცვასა და მოპოვებაზეა.
5. გოგონა, 2018
ჩუმი, სიმპათიური 15 წლის ლარა ახლახანს შევიდა საბალეტო სკოლაში და გამოსაცდელი ვადით აიყვანეს: პედაგოგები ძალიან მკაცრები არიან, მაგრამ ის ძალიან ცდილობს გახდეს ბალერინა, ეს ხომ მისი ოცნებაა. ამავდროულად გოგონა გადის ჰორმონალური თერაპიას, რადგან ის ბიჭად დაიბადა და მალე მას სქესის შეცვლის ოპერაცია ელოდება. ბელგიელი რეჟისორის ლუკას დონტის ფილმი დაფუძნებულია ბალერინა-ტრანსგენდერის რეალურ ისტორიაზე და უკვე 4 პრიზი აიღო კანის ფესტიოვალზე და წარდგენილია „ოქროს გლობუსზე“. მთავარი როლი 17 წლის მოცეკვავემ ვიქტორ პილსტერმა შეასრულა.
თემები: კინო, ფილმები, სერიალი, მსახიობები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია