1. სიყვარულის ნიშნების არარსებობა ბავშვის მიმართ

რა ხდება, როცა ბავშვი ვერ გრძნობს მშობლების სიყვარულს?

· მას აკლია თვითშეფასება, რის გამოც არ უყვარს საკუთარი თავი. შედეგად, ზოგიერთები ცდილობენ ზრდასრულ ასაკში მხოლოდ ამის გამო მიმართონ პლასტიკურ ოპერაციებს.

· სხვები ცდილობენ ააწყონ ცხოვრება და მოქმედებენ პირიქით, ანიჭებენ დიდ სიყვარულსა და ზრუნვას შვილებს, მაგრამ შედეგად ეს მცდელობები ჰიპერზრუნვაში გადადის, რისგანაც მათი შვილებიც უბედურები იქნებიან.

2. ზედმეტად ბევრი ზრუნვა

ხშირად დიდებს ავიწყდებათ, რომ ბავშვები გაიზარდნენ, და აგრძელებენ მათ მაგივრად იმის გაკეთებას, რასაც თავადაც მშვენივრად გაუმკლავდებიან.

· შემდგომ ასეთი ადამიანებისგან იზრდებიან ზრდასრული ბავშვები, რომლებსაც ექმნებათ პრობლემები ურთიერთობებში. მათ ჰგონიათ, რომ მთელი სამყარო მათ ირგვლივ უნდა ტრიალებდეს.

3. გადაწყვეტილებების მიღება ბავშვის მაგივრად

ბავშვის მაგივრად მუდმივად გადაწყვეტილებების მიღებით, თუნდაც ისეთ წვრილმანებში, როგორიცაა სათამაშოების არჩევა, მშობლები ართმევენ მათ დამოუკიდებლობას.

· არჩევანის გაკეთების უუნარობა იწვევს იმას, რომ ასეთი ადამიანი დაელოდება, რომ მის მაგივრად მიიღონ ყველა გადაწყვეტილება. მაგრამ ადრე თუ გვიან მას მაინც მოუწევს ამის გაკეთება, ამიტომ პრობლემის წინაშე დგება.

4. მუდმივი ჩხუბი ოჯახში

თუ დიდებს ოჯახში არ გამოსდით ურთიერთობები, ბავშვებმა შეიძლება საკუთარი თავი დაადანაშაულონ ამაში.

· ასეთი ადამიანები ზრდასრულ ცხოვრებაში ეცდებიან თავი აარიდონ კონფლიქტებს ან, პირიქით, სხვებზე იყარონ ჯავრი. გოგონებს მომავალში შეიძლება გაუჩნდეთ შეუცნობელი სურვილი აჩვენონ, რომ ისინი მამაკაცებზე უფრო ძლიერები არიან და ეცდებიან დაჩაგრონ ისინი. ხშირად ახალგაზრდა მამაკაცები მსგავსი ოჯახებიდან იმეორებენ საკუთარი მამის ქცევებს მეუღლესთან მიმართებაში.

5. მამის ყურადღების ნაკლებობა

ბავშვობაში მამის სიყვარულისა და ყურადღების ნაკლებობა დაღს ასვამს ბიჭებისა და გოგონების მომავალ ცხოვრებაზე. საუბარია ოჯახებზე, სადაც ბავშვი რეგულარულად ხედავს საკუთარ მამას, მაგრამ ვერ გრძნობს მის მონაწილეობას საკუთარ ცხოვრებაში. მამაზეა დამოკიდებული, რამდენად თამამად და დაცულად იგრძნობს თავს ბავშვი, იპოვის თუ არა საკუთარ თავს და როგორ განვითარდება. მაშ რა ხდება, როცა არ არის მამა ყურადღებიანი?

· ბიჭი შეიძლება ისევე მოექცეს თავის შვილებს, როგორც მამა ექცეოდა. გოგონებს კი ხშირად აქვთ პრობლემები ურთიერთობების ჩამოყალიბებაში საპირისპირო სქესთან. მათ სურთ შექმნან ბედნიერი ოჯახი, მაგრამ ბავშვობაში გადატანილი გამოცდილება აიძულებთ მათ განიცადონ შიში და უნდობლობა მამაკაცების მიმართ.