LIFE

მარტოხელა ქალები მამაკაცებისგან განსხვავებით უფრო ბედნიერები არიან - თანამედროვე კვლევები

მარტოხელა ქალები მამაკაცებისგან განსხვავებით უფრო ბედნიერები არიან - თანამედროვე კვლევები

მოგწონთ ეს თუ არა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: მარტოხელა ქალების რიცხვი სულ უფრო მატულობს. ძნელი სათქმელია, რა მიზეზები აქვს ამ მოვლენას: დემოგრაფიული უთანასწორობა, ხანგრძლივი ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების პროცესის სირთულე თუ ეს უბრალოდ პირადი არჩევანია. კვლევებმა დაამტკიცეს, რომ მარტოხელა ქალები ძირითადად ბედნიერები არიან. და ამისათვის მათ გააჩნიათ სრულიად კონკრეტული მიზეზები.

მარტოხელა ქალები მამაკაცებისგან განსხვავებით უფრო ბედნიერები არიან - თანამედროვე კვლევები

ქალები უფრო მეტ ძალ-ღონეს ხარჯავენ პარტნიორი მოსაზიდად, კომფორტული ყოფის მოწყობაზე და სხვა რაღაცეებზე, რომლებიც ეხმარებიან ხანგრძლივი ურთიერთობების შენარჩუნებაში. და როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ისინი უბრალოდ იღლებიან ამ ყველაფრისგან.

მარტოხელა ქალები მამაკაცებისგან განსხვავებით უფრო ბედნიერები არიან - თანამედროვე კვლევები

კვლევებმა აჩვენეს, რომ 45-65 წლის ასაკის ქალების დაახლოებით 32 % კომფორტულად გრძნობს თავს მარტო. მამაკაცებს ეს მაჩვენებელი თითქმის 2-ჯერ ნაკლები აქვთ - სულ 19 %.

ქალები უფრო მალე ეჩვევიან „თავისუფალი“ სტატუსის პლუსებს. და დროთა განმავლობაში ეს მათთვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ხანგრძლივი ურთიერთობები. ქრება სტრესი და დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ დროს მხოლოდ საკუთარ თავს უძღვნი: გათხოვილი ქალები გრძნობენ, რომ ართმევენ დროს ოჯახს, და განიცდიან ნეგატიურ ემოციებს ამის გამო.

მარტოხელა ქალები მამაკაცებისგან განსხვავებით უფრო ბედნიერები არიან - თანამედროვე კვლევები

მარტოხელებისთვის უფრო ადვილია გაემგზავრონ სპონტანურ ან უბრალოდ ხანგრძლივ მოგზაურობაში. მათთვის უფრო იოლია იპოვონ დრო და ძალადაკავდნენ ცეკვით ან ნებისმიერი სხვა არა აუცილებელი, მაგრამ სასიამოვნო საქმით.

და ბოლოს, ისინი ცოტა დროს ხარჯავენ ყოფაზე. მარტოხელა ადამიანებს არ გააჩნიათ საჭიროება მუდმივად ამზადონ: შეიძლება უბრალოდ შეუკვეთო სადილი ან ვახშამი და ამით დაზოგო რამდენიმე საათი და ბევრი ძალა. როგორც ჩანს, სწორედ ეს ყველაფერი გახდა იმის მიზეზი, რომ დიდ ბრიტანეთში მარტოხელა ქალების 61 % კმაყოფილია საკუთარი სტატუსით.

მარტოხელა ქალები მამაკაცებისგან განსხვავებით უფრო ბედნიერები არიან - თანამედროვე კვლევები

სიყვარული აღარ წარმოადგენს სამყაროს ცენტრს. ბევრი კი მხოლოდ ხანგრძლივი ურთიერთობების შემდეგ ეცნობა პირველად მის ახალ სახეობას - სიყვარულს საკუთარი თავისადმი. არც ისე იშვიათად ხდება, რომ განქორწინების შემდეგ ქალი რჩება ბავშვებთან. ამ შემთხვევაში მისი სიყვარული კონცენტრირებულია ბავშვზე, და ახალი პარტნიორისთვის ის უბრალოდ არ ყოფნის.

კვლევები აჩვენებენ, რომ ჩვენ დროში სულ უფრო მეტი ადამიანი შეგნებულად ირჩევს დარჩეს წყვილის გარეშე. გასულ წელს მარტოხელა ქალების 75 % არ ეძებდა ურთიერთობებს.

რეალურად, მარტოხელა ქალები წინააღმდეგები არ არიან შეხვდნენ ნამდვილ სიყვარულს. მაგრამ რაც უფრო დიდხანს ცხოვრობენ მარტო, მით უფრო მეტად ხვდებიან, რომ შეუძლიათ თავად გაუმკლავდნენ ყველაფერს. და არა აქვს სურვილი გააბან ურთიერთობები მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინიათ მარტო დარჩენის.

მარტოხელა ქალები მამაკაცებისგან განსხვავებით უფრო ბედნიერები არიან - თანამედროვე კვლევები

ქალებს უნდათ ნამდვილი და ძლიერი გრძნობები, მაგრამ თავისუფალ დროს ხარჯავენ იმაზე, რომ უყვარდეთ - სამსახური, სპორტი, თვითგანვითარება.

ასევე გასაგები გახდა ის მიზეზები, თუ რატომ გრძნობენ სულ უფრო იშვიათად მამაკაცები თავს ბედნიერად ურთიერთობების გარეშე. როგორც წესი, ქალების სოციალური წრე უფრო ფართოა, ამ დროს როცა მამაკაცები ბევრ საკითხებში ეყრდნობიან პარტნიორს ან მეუღლეს.

მარტოხელა ქალები მამაკაცებისგან განსხვავებით უფრო ბედნიერები არიან - თანამედროვე კვლევები

ამიტომ ქალებისთვის უფრო ადვილია იპოვონ ადამიანი, რომელიც დაეხმარება მათ პრობლემის გადაჭრაში ან თუნდაც უბრალოდ საუბრისთვის. მარტოხელა ქალს, როგორც წესი, ბევრი მეგობარი და ნაცნობი ჰყავს, მამაკაცები კი ნაკლებად აქტიურები არიან სოციალური კავშირების გაფართოებაში.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>