პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ისი-პარი“ გაზაფხულის დადგომას Hermès-ის რომანტიკული, ყვავილოვანი სიახლით გვილოცავს: 7 მარტს ხატია შამუგიამ ქართული პრესის წარმომადგენლები კაფე „ვერდეში“, Hermès-ის მიერ გაფორმებულ ყვავილოვან პავილიონში მიიწვია და 2019 წლის სიახლე — Un Jardin Sur La Lagune გააცნო.

ფოტო: LUDWIG BECK

Un Jardin Sur La Lagune-ის კონცეფცია მიტოვებული ვენეციური ბაღის მისტიკური, რომანტიკული ატმოსფეროა. ზომიერი ხასიათის, ყვავილოვანი და ხის ნოტებით შეზავებულ არომატს ვინტაჟური ხასიათის შტრიხებიც ახლავს. მისი სურნელი საკმაოდ ელეგანტური, კლასიკური სტილისაა, რის გამოც ყველანაირ გარემოს უხდება — როგორც ყოვედლღიურ საქმიან ატმოსფეროს, ასევე — საღამოს წვეულებებს; მისი მიპკურება არც ძლიერ სიცხეში გაგაღიზიანებთ, რამდენადაც ყვავილოვანი ნოტები მკაცრადაა დაბალანსებული ზღვის გრილი, მარილიანი აქცენტებით.

პარფიუმერი კრისტინ ნაგელი

Un Jardin Sur La Lagune-ი Hermès-ის ცნობილი „ბაღების“ კოლექციიდანაა, თუმცა პირველი არომატია ამ კოლექციიდან, რომელზეც პარფიუმერმა კრისტინ ნაგელმა იმუშავა. ნაგელი ვენეციიდანაა და ამიტომაც, ამ არომატზე მუშაობა მისთვის საკმაოდ პირადულ გამოცდილებად იქცა. დიდხნიანი კვლევების შემდეგ, სუნამოს შინაარსი მეოცე საუკუნის დასასწყისის დროინდელი ნოველების ლაიტმოტივებზე ააგო და სწორედ ასე შეიქმნა ადრიატიკის ზღვის პირას მდებარე ოცნების ბაღის — დედამიწაზე არსებული სამოთხის არომატული ისტორიაც.

ვენეციური ბაღი

მისტიკური ბაღი, რომლის შესახებაც Un Jardin Sur La Lagune-ი გვიამბობს, ყვავილოვანი ხეებითაა სავსე, ჰაერში მაგნოლიისა და შროშანის ყვავილების სურნელი ტრიალებს. იქ უხსოვარი დროიდან უამრავ ადამიანს დაუდგამს ფეხი და იქაურობა უამრავი ადამიანის საიდუმლოს ინახავს. მეოცნებე ხასიათის ამსახველ ყვავილოვან სურნელს თეთრი მუშკის და ხის მერქნოვანი არომატები ერწყმის — სუნამოს მთავარი ნოტებია: მაგნოლია, ფიტოსპორას ხე, ჟასმინი და შროშანი, რომლებიც ზღვის ზურნელითაა გაჯერებული.

ვენეციური ბაღი

არომატის შინაარსის თანახმად, Hermès-ის წარმომადგენლების სურვილი იყო, Un Jardin Sur La Lagune-ის შეფუთვის დიზაინზე ისეთ ხელოვანს ემუშავა, რომელიც კარგად იცნობს ვენეციურ სულს, მათ ტემპერამენტს და მეოცნებე ხასიათს. პარფიუმერ კრისტინ ნაგელის ელჩის მისია წარმოშობით სერბ ვენეციელ მხატვარს — აფეტ ზაკს დააკისრეს. ილუსტრაცია, რომელიც Un Jardin Sur La Lagune-ის ფლაკონს ამშვენებს, ოცნებების, სიზმრების სამყაროდან აღმოცენებული ფრაგმენტია, რომლის ფონზეც ვენეციური გუმბათების კონტურები იკითხება.

აფეტ ზაკი. აფეტ ზაკის სახელოსნო

აფეტ ზაკის მიერ შექმნილი ილუსტრაცია Hermès-ისთვის

Un Jardin Sur La Lagune საკმაოდ უნივერსალური ხასიათის არომატია, მას წარმატებით იხდენენ როგორც ქალბატონები, ასევე — მამაკაცები. თუმცა, Hermès-ის პარფიუმერული კონცეფცია უნისექსურ მიმართულებას არ მოიცავს და არომატებს ყოველთვის ქალისა და მამაკაცის ხაზებად ყოფს და Un Jardin Sur La Lagune-საც ქალის არომატის სტატუსი მიენიჭა.