LIFE

ღიმილი ადამიანს აახალგაზრდავებს - 6 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გაიღიმოთ უფრო ხშირად?

ღიმილი ადამიანს აახალგაზრდავებს - 6 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გაიღიმოთ უფრო ხშირად?

ალბათ ერთხელ მაინც უთქვამს თქვენთვის ვინმეს ფრაზა - „უფრო ხშირად გაიღიმე“. სამწუხაროდ, ყოველთვის არ ვართ ღიმილის განწყობაზე, მაგრამ უნდა ეცადოთ, რომ თავად შეიქმნათ მხიარული განწყობა და ცხოვრება, რომელიც ბევრ ღიმილს მოგიტანთ, რადგანაც, მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ღიმილი ადამიანისთვის სასარგებლოა.

ვნახოთ 6 მიზეზი - რატომ უნდა გაიღიმოთ უფრო ხშირად?

1. ღიმილს შეუძლია დაგამარცხებინოთ ცუდი განწყობა - როცა ცუდ განწყობაზე ხართ და ასეთ დროს გაღიმებას შეძლებთ, დარწმუნდებით ღიმილის ჯადოსნურ ძალაში. თითქოს ნეგატიური ენერგია სადღაც ქრება და მას პოზიტივი ანაცვლებს. ღიმილი ააქტიურებს და ზრდის ტვინში სეროტონინისა და დოფამინის დონეს, რის გამოც ბედნიერების განცდა გიჩნდებათ.

ღიმილი ადამიანს აახალგაზრდავებს - 6 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გაიღიმოთ უფრო ხშირად?


2. ღიმილი ამარცხებს სტრესსა და შფოთვას - ღიმილი ასეთ დროს საუკეთესო მკურნალია. როგორ სტრესულ სიტუაციაშიც უნდა იყოთ, ღიმილი დაგეხმარებათ სირთულეებთან გამკლავებაში და დაგამშვიდებთ.

ღიმილი ადამიანს აახალგაზრდავებს - 6 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გაიღიმოთ უფრო ხშირად?


3. ღიმილი იმუნურ სისტემას აუმჯობესებს - ადამიანს, რომელიც ხშირად იღიმის აქვს სხვებთან შედარებით უკეთესი იმუნური სისტემა. როგორც უკვე ვთქვით, ღიმილს ბედნიერების განცდა მოაქვს და ბედნიერების განცდა კი ორგანიზმს უკეთესად ფუნქციონირებაში ეხმარება.

ღიმილი ადამიანს აახალგაზრდავებს - 6 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გაიღიმოთ უფრო ხშირად?

4. მოღუშვას უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე გაღიმებას - მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მოღუშვას, გაბრაზებული გამომეტყველების მიღებას, უფრო მეტი ძალისხმევა და კუნთების უფრო მეტად ჩართულობა სჭირდება, ვიდრე გაღიმებას. თუ ხშირად მოღუშული სახე გაქვთ, ეს ნაოჭების ნაადრევად გაჩენას განაპირობებს. ასე რომ, ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის უკეთესია თუ უფრო ხშირად გაიღიმებთ.

ღიმილი ადამიანს აახალგაზრდავებს - 6 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გაიღიმოთ უფრო ხშირად?


5. ღიმილი ადამიანს უფრო მიმზიდველს ხდის - ადამიანი გაცილებით მომხიბვლელი და მიმზიდველია, როცა იღიმის. უფრო მეტიც, საზოგადოებაში ხშირად მომღიმარ ხალხს ყველაზე სანდო ადამიანებად აღიქვამენ. ღიმილი პოზიტიურ ენერგიასთანაა დაკავშირებული. კვლევის თანახმად, ღიმილი ადამიანს უფრო ჯანსაღს ხდის და უფრო ახალგაზრდულ იერს აძლევს.

ღიმილი ადამიანს აახალგაზრდავებს - 6 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გაიღიმოთ უფრო ხშირად?


6. ღიმილი უფასო თერაპიაა - ღიმილი სულის საუკეთესო მკურნალია. ის უზრუნველყოფს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგრადობას და ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობას.

ღიმილი ადამიანს აახალგაზრდავებს - 6 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გაიღიმოთ უფრო ხშირად?



<a href="https://herbeauty.co">https://herbeauty.co</a>