თანამშრომლები საუკეთესო მეგობრები არიან - 9 ფსიქოლოგიური მტკიცებულება
- 15.03.2019
უმეტეს ჩვენგანს გვყავს ბავშვობის მეგობრები, მეგობრები უნივერსიტეტიდან და ა.შ, მაგრამ ფსიქოლოგების მტკიცებით, საუკეთესო მეგობრები თანამშრომლები, ჩვენი კოლეგები არიან.
ვნახოთ 9 მთავარი ფსიქოლოგიური მიზეზი - რატომ არიან თანამშრომლები საუკეთესო მეგობრები?
1. ყველაზე მეტ დროს თანამშრომლების გვერდით ატარებთ - ერთად მიდიხართ შესვენებაზე, ბევრი საერთო ინტერესი და სასაუბრო თემა გაქვთ.
2. თანამშრომლები გხედავენ ყველა სიტუაციაში - იციან, როგორები ხართ სტრესულ გარემოში, ხედავენ თქვენს მარცხს და წარმატებებს, უმეტესი მათგანი გვერდით გიდგათ და თქვენ ერთად ცდილობთ წარმატებს მიღწევას.
3. კოლეგებმა ყველაზე უკეთ იციან თუ რა სირთულეებთან გიწევთ გამკლავება სამსახურში ყოველდღიურად - შესაძლოა, ამ სირთულეების შესახებ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს მოუყვეთ, მაგრამ კოლეგაზე უკეთ ვერავინ გაიგებს თქვენს რეალურ განცდებს. მან ზუსტად იცის თქვენი მდგომარეობის შესახებ.
4. ერთმანეთთან ისეთი ხუმრობები გაქვთ, რომელთა მნიშვნელობასაც სხვა ვერ მიხვდება - ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არიან თანამშრომლები განსაკუთრებული ადამიანები ცხოვრებაში. მათ გვერდით დროს სასიამოვნოდ და მხიარულად ატარებთ.
5. როგორც წესი, მათ იციან თქვენი ც
ხოვრების დეტალები - სამსახურის მეგობრებმა იციან ხართ თუ არა ურთიერთობაში, რა არის თქვენი ჰობი, აბსოლუტურად ყველა დეტალზე აქვთ ინფორმაცია.
6. ისინი ხედავენ, რამდენს შრომობთ - შესაბამისად, მათ ყველაზე კარგად იციან, როდის გჭირდებათ დასვენება და განტვირთვა, ან როგორი დასვენება გაგაბედნიერებთ. კვლევის თანახმად, ადამიანები სრულყოფილად მეგობარი კოლეგების გარემოცვაში ისვენებენ.
7. მათ იციან თქვენი ყოველდღიური რუტინა, ისევე, როგორც თქვენ იცით მათი - იციან, როგორი ყავა გიყვართ, რას მიირთმევთ ლანჩზე და სხვა დეტალები, რომლებსაც სხვები ყურადღებას არ აქცევენ. სასიამოვნოა, როცა ადამიანები ამდენად კარგად იცნობთ ერთმანეთს.
8. მათ უმხელთ საიდუმლოებს - თანამშრომლები (გამონაკლისების გარდა), სანდო და საიმედო ადამიანები არიან.
9. მათ იციან, როგორ გაგამხიარულონ მაშინ, როცა ყველაზე ცუდ ხასიათზე ხართ - კვლევის თანახმად, კოლეგებს ადამიანის დეპრესიიდან გამოყვანა შეუძლიათ. მათი ხუმრობები, მხიარული დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხებისადმი, კურიოზები, რომლებიც სამსახურში გადაგხდებათ ხოლმე რთული მდგომარეობის დაძლევაში გეხმარებათ.
თემები: სამსახური, მეგობრობა, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, თანამშრომელი
<a href="https://herbeauty.co">https://herbeauty.co</a>