20 მარტიდან ვერძის პერიოდი იწყება - რა გელოდებათ სიყვარულში მომდევნო ერთი თვის განმავლობაში?
- 20.03.2019
20 მარტიდან მზე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ასტროლოგიური თვალსაზრისით, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ყველაფერს ვერძი განაგებს.
ვერძის პერიოდის დაწყებით ადამიანების ცხოვრებაში განახლების ეტაპი დაიწყება და პოზიტიური ცვლილებების შანსი მოგეცემათ. ცხოვრების ყველა ასპექტი დადებითი კუთხით შეიცვლება, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ვერძებს შრომისმოყვარე ადამიანები უყვართ და განსაკუთრებით წარმატებულები და ბედნიერი ისინი იქნებიან, ვინც ბევრს იმუშავებს. ვერძს არ უყვარს მონოტონური ადამიანები, ამიტომაც იყავით უფრო აქტიურები, გაერთეთ, წადით საინტერესო ადგილების სანახავად. ამ შემთხვევაში, ბედნიერების მომტანი შესაძლებლობები მოგეცემათ.
თითოეული თქვენგანი სწორედ ვერძის გავლენით ენერგიის მოზღვავებას იგრძნობს. ეს პერიოდი კარგია ახალი ურთიერთობების დაწყებისთვის, თუმცა საკუთარ თავში მიმტევებლობის უნარსაც აღმოაჩენთ და ძველი წყენების დავიწყებას შეძლებთ. ამიტომაც, შესაძლოა, რომ ძველი სასიყვარულო ურთიერთობა განაახლოთ და ეს დიდ წარმატებას მოგიტანთ. მიხვდებით, რომ პატიების შემდეგ ცხოვრება უფრო სასიამოვნო გახდება. მთელი თვის განმავლობაში პოზიტიური ენერგიით იქნებით დატვირთულები. განსაკუთრებულ წარმატებას ცეცხლის ნიშნები - ვერძები, მშვილდოსნები და ლომები უნდა ელოდონ.
მომდევნო დღეებში სტაბილურობის მოყვარული და გეგმის მიხედვით მცხოვრები ადამიანებიც კი ხანდახან სპონტანურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. სპონტანურობა განსაკუთრებით წარმატებას მოგიტანთ სასიყვარულო ურთიერთობებში. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ეს ის პერიოდია, როცა არ უნდა იფიქროთ ბევრი და სწრაფად, მარტივად უნდა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რადგანაც ვერძს უყვარს მოულოდნელობები. მომდევნო ერთ თვეში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალოს და თან ისე სწრაფად, რომ ვერც გააცნობიეროთ რა მოხდა. უბრალოდ მიჰყევით ცხოვრების დინებას და ის აუცილებლად მიგიყვანთ ბედნიერებასთან.
თუ საყვარელი ადამიანი არ გყავთ, გამოიჩინეთ უფრო მეტი აქტიურობა და გამბედაობა. იარეთ ისეთ ადგილებში, სადაც შეიძლება რომ პოტენციურ პარტნიორს შეხვდეთ, ნუ მოგერიდებათ, გადადგით პირველი ნაბიჯი, რადგანაც ვერძი თამამ და გამბედავ ადამიანებს ყველაზე დიდ შესაძლებლობებს მისცემს. თუ ახლო წარსულში სიყვარულში იმედგაცრუება გამოსცადეთ, კარგი იქნება მოგზაურობა დაგეგმოთ, ან უბრალოდ, ახლომდებარე ქალაქს ეწვიოთ. ეს თქვენზე დადებითად იმოქმედებს და ახალი ადამიანების გაცნობის შანსს მოგცემთ.
იყავით გულწრფელები, თამამები, აქტიურები და მოემზადეთ საინტერესო თავგადასავლებისთვის, რომელსაც ვერძის პერიოდი მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გპირდებათ.
თემები: ზოდიაქო, ჰოროსკოპი, ვერძი, 2019წლისზოდიაქო
<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>