რა შეიძლება იყოს მეგობრებთან ერთად დასასვენებლად, სამოგზაუროდ წასვლაზე უკეთესი? - გოგონების ერთად მოგზაურობას არაფერი შეედრება. მხიარულება, თავგადასავლები, განტვირთვა გარანტირებულია, რაც დადებითად მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე.

ახლა, შესაძლოა, საუკეთესო დროა იმისთვის, რომ საუკეთესო მეგიბრებთან ერთად მოგზაურობა დაგეგმოთ. თანამედროვე კვლევებმა გამოავლინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროის გატარება მათთან ერთად. კონკრეტულად კი, კვლევის თანახმად, დაქალებთან ერთად სამოგზაუროდ წასვლა ჯანმრთელობას აუმჯობესებს.

მეგობარი საუკეთესო წამალია

იუტას უნივერსიტეტის მკვლევარებმა 308 000 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც არ ჰყავთ ახლო მეგობრები, ნაადრევი სიკვდილის რისკის ქვეშ არიან. კვლევის თანახმად, ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი ცხოვრებისთვის ძლიერი და მყარი სოციალური კავშირები აუცილებელია. ამ კავშირების არქონა კი ჯანმრთელობისთვის ისეთივე საზიანოა, როგორც დღის განმავლობაში 15 ღერი თამბაქოს მოწევა.

მკვლევარები განმარტავენ, თუ რატომ არის მეგობრული კავშირები ასეთი მნიშვნელოვანი კეთილდღეობისთვის. პასუხი მარტივია - მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა ამცირებს სტრესს. ჩვენმა მკითხველმა კი იცის, რომ სტრესი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების წინაპირობაა და ის გვიქმნის როგორს ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებს.

კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, დაქალებთან ერთად მოგზაურობისას განსაკუთრებით აქტიურდება ბედნიერების ჰორმონები.შედეგად კი, აბსოლუტურად ქრება სტრესი და დეპრესია.

სწორედ ამიტომ, გოგონების ერთად მოგზაურობა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე გართობა. ის დადებითად აისახება ჯანმრთელობაზეც. ასე რომ, დაურეკეთ საუკეთესო მეგობრებს და დეგეგმეთ მოგზაურობა მათთან ერთად. დარწმუნებულები იყავით, რომ სტრესი, ფსიქიკური აშლილობა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები არ შეგაწუხებთ.