LIFE

წიგნები, რომლებიც კითხვის მოყვარულებს 23 აპრილს უნდა აჩუქოთ - Trend.ge გირჩევთ

წიგნები, რომლებიც კითხვის მოყვარულებს 23 აპრილს უნდა აჩუქოთ - Trend.ge გირჩევთ

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, გიორგი კეკელიძის ინციატივით, 23 აპრილი, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე, წიგნის ჩუქების დღედაც უნდა გამოცხადდეს. ამის თემაზე, მწერალი სოციალურ ქსელში, ოფიციალურ გვერდზე წერს:

"მსოფლიოს არაერთ ქვეყნაში არსებობს ერთი ძალიან ძვირფასი და თანაც ძალიან იაფი ტრადიცია - წიგნის ჩუქების დღე. სხვა ქვეყნებში რომც არ არსებობდეს, რატომაც არა - ჩვენ დავამკვიდრებდით. თუ დააკვირდებით, წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლსაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას.

წიგნები, რომლებიც კითხვის მოყვარულებს 23 აპრილს უნდა აჩუქოთ - Trend.ge გირჩევთ

წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, ისეთივე გამოცდილება, როგორიც მე და შენ გვაქვს. და რაღაც აზრით, წინასწარი გამოცდილებაც ჩემთვის და შენთვის. ამიტომაც ვიფიქრე, რომ ეგებ ეს დღე 23 აპრილს დაგვეწესებინა, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს. ამ იდეას მე, ეროვნული ბიბლიოთეკა და "ანაგრამა" გთავაზობთ.

მოიფიქრეთ, ვის აჩუქებთ წიგნს, რატომ და რას წაუწერდით.მოსაფიქრებლად მთელი თვე გაქვთ. მანამდე კი, ეს ამბავი მეგობრებს გაუზიარეთ, მონიშნეთ, გამოიწვიეთ, თანაც კომენტარებში თქვენი საჩუქრის ადრესატი შეგიძლიათ მონიშნოთ, თუ ამის საიდუმლოდ დატოვებას არ აპირებთ. აქამდე იყო ერთი ძალიან კარგი ინიციტიავა. მწერალ ჯაბა ზარქუასი, როცა ადამიანები ერთამენთს სხვადასხვაგან უტოვებდნენ წიგნებს. ამჯერად გვირჩევნია, ეს საჯარო მითითებით, სოციალური ქსელით გააკეთოთ, აქცია გარდამავალი რომ გახდეს", - აცხადებს გიორგი კეკელიძე. აქციის მხარდამჭერია "ბიბლუსი".

BO-4 Custom embed code
წიგნები, რომლებიც კითხვის მოყვარულებს 23 აპრილს უნდა აჩუქოთ - Trend.ge გირჩევთ

Trend.ge გთავაზობთ წიგნების სიას, რომლებიც საუკეთესო საჩუქარი იქნება ნებისმიერი ქალისთვის.

1. კურტ ვონეგუტი - „სასაკლაო N5“

2. ვლადიმერ ნაბოკოვი - „ლოლიტა“

3. მარჯან სატრაპი - „პერსეპოლისი“

4. ტონი მორისონი - „საყვარელი“

5. სიმონ დე ბოუვარი - სასოწარკვეთილი ქალი

6. ჯეინჯ ოსტინი - „ემა“

წიგნები, რომლებიც კითხვის მოყვარულებს 23 აპრილს უნდა აჩუქოთ - Trend.ge გირჩევთ

7. მარგარეტ ეტვუდი - „მხევლის წიგნი“

8. ანდრე მორუა - „წერილი უცნობ ქალს“

9. ნიკოლას სპარკსი - „დღიური“

10. ჯოჯო მოიესი - „მე შენამდე“/„შენ შემდეგ“

11. ელის მანრო - „ძვირფასი სიცოცხლე“

12. ამელი ნოტომი - „არც ევა და არც ადამი“

13. ჯინ ვებსტერი - „გრძელფეხება მამილო“

14. ლიზა ჯენოვა - „ჯერ კიდევ ელისი“

15. ელიზაბეტ ჯილბერტი - „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“