განშორება, განქორწინება მძიმე, მტკივნეული და ემოციური პროცესია და სამწუხაროდ, წყვილების საკმაოდ დიდ ნაწილს უწევს ამ გამოცდილების მიღება. ხშირად პირველი ქორწინების წარუმატებლობის შემდეგ, ადამიანებს აშინებთ ახალი ურთიერთობის დაწყება და ქორწინების გადაწყვეტილების მეორედ მიღება, თუმცა მკვლევარები ამბობენ, რომ სულ ტყუილად. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მეორე ქორწინება პირველზე გაცილებით მყარი და წარმატებულია.

ისინი გამოყოფენ 9 მიზეზს რომელთა გამოც მეორედ ქორწინების შემთხვევაში, მყარი, სტაბილური და წარმატებული ურთიერთობა გელოდებათ.

1. თქვენ არ ეძებთ პარტნიორს, რომელიც თავს სრულყოფილად გაგრძნობინებთ - უფრო ბრძენი, გამოცდილი და თავდაჯერებული ხართ და არ გჭირდებათ ადამიანი იმისთვის, რომ თავი სრულყოფილად იგრძნოთ. უკვე იცით, რომ სტაბილურ ურთიერთობას დათმობა, ურთიერთგაგება და ზოგჯერ მსხვერპლშეწირვაც კი სჭირდება. იყავით ის, ვინც სინამდვილეში ხართ და ნუ მოინდომებთ გახდეთ ისეთი ადამიანი, როგორიც საზოგადოებას მოსწონს. სწორედ ამ შემთხვევაში იპოვნით თქვენთვის შესაფერ პარტნიორს.

2. ახლა უკვე შესანიშნავად იცით, რომ საყვარელ ადამიანს ვერ შეცვლით და არ უნდა ეცადოთ, რომ მას ჩვევები, მანერები და ხასიათი შეაცვლევინოთ, ეს შეუძლებელია - მეორე ქორწინების დროს ყოველივე უკვე გაცნობირებული გაქვთ და ადამიანს იღებთ ისეთს, როგორიც სინამდვილეშია.

3. მეორე ქორწინების დროს უკვე იცით, რამდენად მნიშვნელოვანია მყარი ურთიერთობისთვის გულწრფელობა - ხშირ შემთხვევაში ურთიერთობა სწორედ საიდუმლოების გამო ინგრევა. წარსული გამოცდილების გამო კი უკვე შესანიშნავად იცით გულწრფელობის ფასი.

4. პირველმა ქორწინებამ უკეთეს ადამიანად გაქციათ - რა თქმა უნდა, განქორწინება არ არის სასიამოვნო გამოცდილება, მაგრამ ეცადეთ, ყველაფერს პოზიტიური კუთხით შეხედოთ. რეალურად ამ მძიმე გამოცდილებამ უკეთეს ადამიანად გაქციათ. ახლა უკეთ იცით ურთიერთობაში როგორი ნაბიჯების გადადგმაა სწორი, იცით, პატიების ძალა და ფასი და უფრო მიმტევებელი ხართ.

5. იცით, რას ნიშნავს ქორწინება - პირველი ქორწინების დროს ადამიანები, როგორც წესი, ქორწინებისგან სასწაულებს ელიან. საოცარი ცხოვრების დასაწყისის მოლოდინი აქვთ და ამიტომაც, იმედგაცრუებულები რჩებიან. მეორე ქორწინების დროს კი უკვე იცით, რა არის ქორწინება და არ იქმნით არარეალურ მოლოდინებს. შესაბამისად, იმედგაცრუებისგანაც დაზღვეულები ხართ.

6. მეორე ქორწინების დროს თქვე უკვე ბრძენი ადამიანი ხართ - ასაკიც უფრო დიდი გაქვთ და ცხადია, გამოცდილებაც. შესაბამისად, თქვენი გადაწყვეტილებები უფრო ბრძნული და გონივრულია და ეს ურთიერთობაზე დადებითად აისახება. ახლა უკვე არ გეშინიათ საკუთარი შეცდომების დანახვისა და აღიარების. ყოველივე კი, წარმატებული ურთიერთობის გარანტია.

7. უკვე გაცნობიერებული გაქვთ, რომ ქორწინება ეს არჩევანია, რომელსაც ყოველდღიურად სჭირდება ზრუნვა - ქორწინება ეს არჩევანია და ნიშნავს, რომ თქვენ სწორედ ეს კონკრეტული ადამიანი აირჩიეთ, რომ უნდა მიიღოთ ის ისეთი, როგორიც არის, რომ უნდა იზრუნოთ მის სიმყარეზე.

8. მეორე ქორწინების დროს უკვე იცით, თუ რა გსურთ და რას ელოდებით ქორწინებისგან - მეორე ქორწინების დროს თავდაჯერებულები ხართ. იცით, რა გსურთ და რა გჭირდებათ. უმეტეს შემთხვევაში, მეორე ქორწინების დროს ადამიანები ირჩევენ სწორ პარტნიორს. სწორედ ამიტომ, მეორე ქორწინება უფრო მყარი და წარმატებულია.

9. მეორე ქორწინების შემთხვევაში უკვე გაანალიზებული და გაცნობიერებული გაქვთ პირველი ქორწინების დროს დაშვებული შეცდომები - უკვე ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე, და იგივეს აღარ გაიმეორებთ.