დაშორება უსიამოვნო ფაქტია, თუნდაც წყვილს შორის ურთიერთობა არ იყოს იდეალური. და არავინ იცის, რამდენი დრო დაგჭირდებათ, რომ დაივიწყოთ ეს კოშმარი. სპეციალისტები გვირჩევენ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არ გავაჭიანუროთ პროცესი.
1. შექმენით განრიგი
რა თქმა უნდა, არ უნდა დაწეროთ „განვიცდი ოთხშაბათამდე, ხუთშაბათს კი ვრეგისტრირდები გაცნობის საიტზე“. მაგრამ დაახლოებით იმის გაგება, თუ რამდენი დრო შეგიძლია დახარჯოთ ამაზე, ძალიან სასარგებლოა. შეიძლება თვეები გავიდეს, მაგრამ თქვენ მაინც იგრძნობთ პროგრესს.
2. შეხვდით სიყვარულისთვის
ხანდახან ადამიანები ეძებენ ახალ ურთიერთობებს მხოლოდ იმისათვის, რომ დათრგუნონ ტკივილი ან აღარ შეეშინდეთ მარტოობის. ამ შემთხვევაში, უკეთესია დაიცადოთ, ვინაიდან ურთიერთობები სასიამოვნო ემოციებისთვის არის აუცილებელი.
3. გააკეთეთ დასკვნები
თითოეული ურთიერთობა რაღაცას გვასწავლის, ამიტომ, თუნდაც ცუდ ნოტაზე დაშორება, დაგაფიქრებთ თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ მომავალში.
4. საკუთარ თავს მეტის ნება მიეცით
დაშორების შემდეგ ძალების აღდგენის დრო გამოიყენეთ თავგადასავლებისთვის -მგზავრობიდან-სექსამდე.
5. იპოვე ახალი გატაცება
ყველაფერი, რასაც შეუძლია ყურადღება გადაგატანინოთ სევდიანი აზრებიდან. იქნება ეს ახალი რეცეპტი, ხატვის კურსები თუ დაივინგი. ახალი უნარები ყოველთვის გამოგადგებათ.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, პრობლემები, თავდაჯერებულობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია