ჯანმრთელობა

ადამიანს ვარჯიში ფულზე უფრო მეტად აბედნიერებს - კვლევის შედეგი

ადამიანს ვარჯიში ფულზე უფრო მეტად აბედნიერებს - კვლევის შედეგი

ვარჯიში, ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის. ახალი კვლევის თანახმად, ვარჯიში ადამიანს აბედნიერებს და უფრო მეტიც, ბედნიერების ხარისხისთვის და ფსიქოლოგიური მდგრადობისთვის ის ფინანსურ კეთილდღეობაზე უფრო მნიშვნელოვანია.

კვლევა იელისა და ოქსფოდის უნივერსიტეტების პროფესორებმა ჩაატარეს. მკვლევარებმა 1,2 მილიონი ამერიკელის მაგალითზე შეისწავლეს თუ რა კავშირშია ადამიანის განწყობასთან, ფსიქოლოგიურ მდგრადობასთან ფიზიკური აქტივობა.

ადამიანს ვარჯიში ფულზე უფრო მეტად აბედნიერებს - კვლევის შედეგი

კვლევაში ჩართულ ადამიანებს ჩაუტარდათ გამოკითხვა, რომლითაც განსაზღვრეს მათი შემოსავალი, ცხოვრების წესი, განწყობა, ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ასევე ის, თუ რამდენად არიან დაკავებულები ვარჯიშითა და სხვადასხვა ფიზიკური აქტივობებით.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, ისეთივე ბედნიერები არიან, ან კიდევ უფრო ბედნიერები, ვიდრე ისინი, ვინც არ ვარჯიშობს და არ არის ფიზიკური აქტივობით დაკავებული, მაგრამ დიდი ფინანსური შემოსავალი აქვს.

ადამიანს ვარჯიში ფულზე უფრო მეტად აბედნიერებს - კვლევის შედეგი

შესაბამისად მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს ადამიანის პოზიტიურ განწყობას და ზრდის ბედნიერების განცდას და იმაზე უფრო მეტად გვაბედნიერებს, ვიდრე ფული. თუმცა აქვე განმარტავენ, რომ გადაჭარბებული არაფერი ვარგა და თუ ვარჯიშის დოზას გადააჭარბებთ, ამან შესაძლოა უკუშედეგიც კი გაჩვენოთ.

ძალიან ბევრი ვარჯიში ადამიანის ფსიქიკისთვის დამღუპველია - ნათქვამია ამავე კვლევის დასკვნაში.

ადამიანს ვარჯიში ფულზე უფრო მეტად აბედნიერებს - კვლევის შედეგი

“ვარჯიშსა და ადამიანის ფსიქოლოგიას შორის ძალიან დიდი კავშირია, მას შესაძლოა ჰქონდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა“, - ამბობს კვლევის ავტორი, ადამ ჩეკრუდი. მისი განმარტებით, ფიზიკურ აქტივობას ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითი გავლენა აქვს მხოლოდ მაშინ, როცა ვპოულობთ ბალანსს და ზედმეტად ბევრს არ ვვარჯიშობთ.

პროფესორი ამმბობს, რომ თუ დღის განმავლობაში 3 საათზე მეტს დავუთმობთ ვარჯიშს, ეს უარყოფით გავლენას მოახდენს ფსიქოლოგიურ მდგონარეობაზე და ბედნიერების ხარისხზე. 



<a href="https://www.businessinsider.com">https://www.businessinsider.com</a>