პედრო ალმოდოვარის 7 ფილმი, რომლებიც ყველა ქალს ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს ნანახი
- 08.04.2019
ოსკაროსანი რეჟისორი, პედრო ალმოდოვარი, ათობით უნიკალური და გამორჩეული ფილმის ავტორია. ის არის რეჟისორი, რომლის ფილმებიც მთელ მსოფლიოში განსაკუთრებით უყვართ.
ვნახოთ ალმოდოვარის საუკეთესო ნამუშევრები, რომლებიც ერთხელ მაინც უნდა გქონდეთ ნანახი.
1. „ქალები ნერვიული აშლილობის ზღვარზე“/Women on the Verge of a Nervous Breakdown - ფილმში მოთხრობილია პეპას ამბავი, რომელიც შეყვარებულმა, ივანმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიატოვა. შემდეგ ის გაიცნობს ივანის ვაჟს, რომელიც წინა ურთიერთობიდან ჰყავს, მის ადვოკატს და ტერორისტს, რომელსაც ფილმში ბევრი კითხვა და ახალი ინტრიგები შემოაქვს.
ეს რომანტიკული კომედია დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე. ის სავსეა ემოციური პასაჟებით და გვიყვება ქალების ამბებს, რომლებსაც უამრავ პრობლემასთან უწევთ გამკლავება.
2. „ესაუბრე მას“/Talk to Her - ფილმი გვიყვება ორი ქალისა და მათი საყვარელი მამაკაცების შესახებ. ამ სურათით ალმოდოვარი ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა ღალატი, მარტოობა, საიდუმლოები. რეჟისორი გვიჩვენებს თუ რა სხვადასხვაგვარად უმკლავდებიან ადამიანები ერთსა და იმავე ტრაგედიებს, როგორი განსხვავებულია ადამიანების ქმედებები ერთსა და იმავეა სიტუაციაში, ასევე გვაჩვენებს, რომ სიყვარულიც სულ სხვადასხვგვარად გვესმის. ეს არის ფილმი, რომელიც უდიდეს გავლენას მოახდენს თქვენზე და შესაძლოა, გარკვეული საკითხებისადმი დამოკიდებულებაც კი შეგაცვლევინოთ.
3. „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“/All About My Mother - ეს ალმოდოვარის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმია. სურათი მოგვითხრობს მანუელას ამბავს. ის მადრიდში, ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობს. მისი 18 წლის ვაჟი ტრაგიკულად დაიღუპება. შვილის გარდაცვალების შემდეგ კი ის მიდის მისი (შვილის) მამის მოსაძებნად.
ფილმი გაჩვენებთ, თუ რა ძალა აქვს ქალების მხარდაჭერას ერთმანეთისადმი რთულ მომენტში. როგორ უნდა გაუმკლავდეთ ადამიანების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს. ის ძალიან ღრმაა და ბევრ ცხოვრებისეულ საკითხზე დაგაფიქრებთ და თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს.
4. „ცოცხალი სხეული“/Live Flesh - ეს ფსიქოლოგიური ფილმია. ის ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ნარკოტიკები, ძალადობა და სექსი და გვიჩვენებს, რომ ყოველთვის არის თავიდან დაბადების შანსი.
5. „შეწყვეტილი ამბორი“/Broken Embraces - ფილმი ესპანელი რეჟისორის შესახებ გვიყვება, რომელიც კარგავს მხედველობას და ამის შემდეგ კარგავს ყველაფერს, მათ შორის, სიყვარულს. ყველაფერს კი 14 წლის შემდეგ, მისი ახალგაზრდა, დამხმარე ქალი ცვლის. დანაშაულის განცდა, სიყვარული, ვნება, ეჭკვიანობა, სიმდიდრე, შემოქმედება - ამ ფილმში ყველაფერია, რაც ეკრანს მიგაჯაჭვავთ.
6. „კანი, რომელშიც ვცხოვრობ“/The Skin I Live In - ეს არის ფსიქოლოგიური ტრილერი, რომელიც პლასტიკურ ქირურგზე მოგვითხრობს, რომელსაც შურისძიების წყურვილი ბევრ საშინელებას ჩაადენინებს. ის ცდილობს იპოვნოს ადამიანი, რომელმაც მისი ქალიშვილი გააუპატიურა.
7. I’m So Excited - ფილმი გვიყვება თვითმფრინავის მგზავრებზე, რომლებიც მეხიკოში მიფრინავენ და საფრთხე ემუქრებათ. მთლიანი ფილმი მხოლოდ ერთ ლოკაციაზე, თვითმფრინავშია გადაღებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, საოცარი მსახიობების, სცენარის, იუმორის და რეჟისორის ოსტატობის წყალობით, შთამბეჭდავი და დაუვიწყარია.
თემები: კინო, ფილმები, მსახიობები, პედრო ალმოდოვარი
<a href="https://theculturetrip.com">https://theculturetrip.com</a>