ყველას გვყავს მისაბაძი ადამიანი, რომლის სტილიც გავლენას ახდენს და ჩვენი სტილის ფორმირებაში გვეხმარება, შთაგონების წყარო ხდება. შესაძლოა ეს მეგან მარკლი, ან ამალ კლუნია, ან ჯესიკა ბილი, სულაც ლეიდი გაგა, მაგრამ არის ერთი ქალი, სატელევიზიო გმირი, რომლის სტილიც, ფაქტობრივად, უშეცდომოა და ის, რა თქმა უნდა, კერი ბრედშოუა სერიალიდან „სექსი დიდ ქალაქში“.

მიუხედავად იმისა, რომ სერიალი 14 წელია რაც დამთავრდა სარა ჯესიკა პარკერის მიერ შექმნილი ეს პერსონაჟი დღემდე აქტუალური და გავლენიანია.

მოდით, ვნახოთ 2019 წლის ზაფხულის 6 ტრენდი, სამოსი, რომელსაც კერი ბრედშოუ არავითარ შემთხვევაში არ ჩაიცვამდა და 6 ტრენდი, რომელსაც ის ჩაიცვამდა.

1. ის არ ჩაიცვამდა სპორტული სტილის საზაფხულო ფეხსაცმელს. ასეთი ფეხსაცმლის ნაცვლად კერი ბრედშოუ მაღალქუსლიან საზაფხულო ფეხსაცმელს აირჩევდა. გეტყვით, რომ ეს ფეხსაცმელები წელს მთავარი ტენდენციაა.

2. ის არ ატარებდა დიდ და მძიმე სამკაულს, სამაგიეროდ, უარს არ იტყოდა მარგალიტის სამკაულზე, რომელიც 2019 წლის ზაფხულში ტრენდულია.


3. კერი არ აირჩევდა დიდი ზომის ჩანთას. ის უპირატესობას პატარა ზომის ჩანთას მიანიჭებდა.

4. კერი ბრედშოუ არ ჩაიცვამდა ჯინსის შარვალს, მის ნაცვლად უპირატესობას თავისუფალი სტილის შარვალს მიანიჭებდა.

5. ის არ ჩაიცვამდა გრძელ სახელოებიან მაისურს, რომელიც ტრენდულია, მაგრამ მის ნაცვლად ტანზე კარგად მომდგარ, მოკლე სახელოებიან მაისურს აირჩევდა.


6. კერი ბრედშოუ არ ჩაიცვამდა ე.წ. მამიკოს ბოტასებს. მის ნაცვლად უპირატესობას მაღალქუსლიან ჩექმას მიანიჭებდა.