1. ცვილის საფარი ხილზე
ბევრი შიშით უყურებს ცვილის საფარს, რომლითაც ამუშავებენ ხილსა და ბოსტნეულს, რათა არ გაფუჭდეს ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს. ცვილი, რომელსაც იყენებენ, საჭმელად ვარგისია, თანაც ერთი ნაყოფისთვის საკმარისია ერთი-ორი წვეთი, ისიც ეს რაოდენობა არ ითვისება ადამიანის ორგანიზმით და ჯანმრთელობისთვის არანაირ რისკს არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ცვილით დაფარული ხილი და ბოსტნეული უნდა გაირეცხოს გამოყენების წინ, რათა მოშორდეს ჭუჭყი, ბაქტერიები და თვით ცვილის ნაწილი.
2. ბანანების გაზაცია
როდესაც გვესმის ტერმინი „ბანანის გაზი“, წარმოგვიდგება საშინელი სურათი. იმისათვის რომ დააჩქარონ დამწიფება, ბანანებს ნამდვილად ამუშავებენ სპეციალური გაზით. მათ ჯერ კიდევ მწვანეებს წყვეტენ, ატარებენ მთელ მსოფლიოში სპეციალური გემი-რეფრიჟერატორებით და შემდეგ ერთი დღე-ღამით ათავსებენ გაზის კამერებში. ე.წ. ბანანის გაზი 95 %-ით შედგება აზოტისგან და 5 %-ით - ეთილენისგან, თანაც აზოტს შეიცავს ჰაერი, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ, ეთილენს კი ჩვეულებრივი ვაშლი გამოყოფს.
3. ხილისა და ბოსტნეულის გაყინვა
ბევრი ფიქრობს, რომ გაყინვის პროცესში ხილი, ბოსტნეული და კენკრა კარგავს ვიტამინების დიდ ნაწილს და აღარ გააჩნიათ სასარგებლო თვისებები. მაგრამ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნერებმა დაამტკიცეს, რომ გაყინულ პროდუქტებში ვიტამინები C, B2, E და A არა მხოლოდ ნარჩუნდება, არამედ აღემატება ცოცხალი ნაყოფის იგივე ვიტამინების კონცენტრაციას. ერთადერთი ბოსტნეული, რომლის გაყინვაც არ არის რეკომენდებული - ეს პომიდორია. მცირე გაციებაც კი 12˚C-მდე იწვევს მათში ფერმენტების განადგურებას, რომლებიც პასუხს აგებენ დამახასიათებელი გემოსა და არომატზე.
4. რძის ულტრაპასტერიზაცია
მომხმარებლები, რომლებიც უარს ამბობენ ულტრაპასტერიზებული რძის შეძენაზე, სრულიად მართლები არიან იმაში, რომ დამუშავების ეს ხერხი ანადგურებს ვიტამინების უმეტესობას. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ რძე - ეს არა მხოლოდ ვიტამინებია. ეს კიდევ არის ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები, და ყველაფერი ეს სრულად არის შენარჩუნებული ულტრაპასტერიზებულ რძეში. თანაც ულტრაპასტერიზებულ რძეს არ გააჩნია მოწამვლის რისკი მაღაზიაში არასწორი შენახვის გამო და ის დიდხანს არ მჟავდება.
5. წიწიბურას თერმული დამუშავება
მოდას მწვანე წიწიბურაზე საკუთარი საფუძველი გააჩნია: ჩვეულებრივი (ყავისფერი) წიწიბურას წარმოების დროს მარცვლები განიცდიან თერმულ დამუშავებას, და სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა მათში ნამდვილად უფრო დაბალია, ვიდრე მწვანე წიწიბურაში. მაფრამ ეს განსხვავება ძალიან უმნიშვნელოა, რომ სერიოზულად გათვალისწინდეს. თანაც ვიტამინებისა და მიკროელემენტების უმეტესობა, რომელთა გამოც ფასდება წიწიბურა ( B ჯგუფის ვიტამინები, იოდი, რკინა, კალიუმი, მანგანუმი, ფოსფორი), ადვილად არ ნადგურდება გაცხელებისას. ამ ნივთიერებების ძირითადი ნაწილი მოხარშულ პროდუქტშიც კი შენარჩუნდება.
თემები: თავის მოვლა, ხილი, ჯანმრთელობა, რჩევები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>