LIFE

სხვების დახმარება ადამიანის ეგოისტური სურვილია ?

სხვების დახმარება ადამიანის ეგოისტური სურვილია ?

„თუ გულში არასოდეს გაგივლია ვინმეს დახმარების იდეა, ე.ი. გულის პრობლემები გაქვს“

სხვების დახმარება, თქვენი დროის, ფულისა და ძალისხმევის მეშვეობით, დიდსულოვნებაა. ეს არა მხოლოდ მოსაზრება, არამედ კვლევებით დადასტურებული ფაქტია. გარდა ამისა, ამ საკითხზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ისიც დასტურდება, რომ ადამიანებს სხვების დახმარება უმძაფრებს და უუმჯობესებს ჯანმრთელობისა და ემოციურ მდგომარეობას.

იმის გააზრება, რომ ადამიანებს გვაქვს საშუალება, საჭირო დროს სხვა ადამიანებს დახმარების ხელი გავუწოდოთ, გვმატებს თავდაჯერებულობასა და საკუთარი თავის რწმენას. ვგრძნობთ, რომ საჭირონი ვართ და გვაქვს ინტელექტუალური, ფინანსური თუ სხვა საჭირო რესურსი, რითიც არა მხოლოდ ჩვენი, არამედ სხვათა კეთილდღეობის უზრუნველყოფაც შეგვიძლია.

კიდევ რა უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული პიროვნებისთვის სხვების დახმარების ფაქტს?

1. სიკეთის კეთება აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას

სხვების დახმარება ადამიანის ეგოისტური სურვილია ?

2013 წელს ჩატარებული კვლევით აღმოჩნდა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი კავშირი ჯანმრთელობასა და ადამიანების დახმარებას შორის. მკვლევარები 50 წელს მიტანებულ ადამიანებს აკვირდებოდნენ, რომლებიც კვირის განმავლობაში, მინიმუმ, 4 საათს მოხალისეებად მუშაობდნენ. იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც არასოდეს ყოფილან ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, მათ, თავიანთი ასაკის მიუხედავად, ჰიპერტენზიის, ანუ არტერიული წნევის დაავადების, შედარებით დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ.

2. ნაკლები სტრესი და დაძაბულობა

სხვების დახმარება ადამიანის ეგოისტური სურვილია ?

სიკეთის კეთება სტრესის შემცირებაშიც დაგეხმარებთ. 2010 წელს ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევა ამტკიცებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ძალისხმევასა და ფინანსურ რესურსს, ძირითადად, საქველმოქმედო ხასიათის აქტივობებში იყენებენ, სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დაბალი შემცველობა აქვთ. ამ ჰორმონის დიდი რაოდენობა ორგანიზმში შფოთვას, პანიკას, მაღალ არტერიულ წნევას იწვევს. სრულიად საპირისპიროს ამტკიცებენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავიანთ რესურსსა და შესაძლებლობებს საქველმოქმედო აქტივობებისთვის არ იყენებენ.

3. ემოციური კმაყოფილება

სხვების დახმარება ადამიანის ეგოისტური სურვილია ?

კვლევები ადასტურებს, რომ სხვების დახმარება ან, უბრალოდ, ქველმოქმედება, ემოციურ ბალანსსა და კეთილდღეობასაც უზრუნველყოფს. მიზეზი მარტივია: ადამიანი, რომელიც სხვებს ეხმარება, საკუთარ პიროვნებას დადებითი ემოციებით აღავსებს. როგორც ინდივიდს, მას კმაყოფილების გრძნობა ეუფლება და ეს განცდა მეტი სიკეთის კეთებისკენ უბიძგებს.

4. ბიძგი მიზანდასახულობისკენ

სხვების დახმარება ადამიანის ეგოისტური სურვილია ?

როგორც უკვე აღვნიშნე, სხვების დასახმარებლად გაწვდილი ხელი და შედეგად აღძრული დადებითი ემოციები ადამიანს მეტი სიკეთის კეთებისკენ მოუწოდებს. ამასთანავე, ინდივიდებს, რომლებიც ხშირად ეხმარებიან სხვებს, კონკრეტული მიზნებიც უჩნდებათ. ისინი, ვინც მოხალისეებად ხშირად მუშაობენ, ფიქრობენ, რომ მათი არსებობა მნიშვნელოვანია და არა აბსურდული. აღნიშნული კი ზომიერი თვითკმაყოფილებით გამოიხატება.

5. მოჭარბებული ბედნიერება

სხვების დახმარება ადამიანის ეგოისტური სურვილია ?

ფსიქოლოგ სონია ლუბომირსკის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც კეთილი ქმედებებით გამოირჩევიან, სხვებთან შედარებით ბედნიერებასაც მოჭარბებულად განიცდიან და გრძნობენ. როგორც ამბობენ, სიკეთის კეთება, თუნდაც იშვიათად, დიდი სიხარულისა და ბედნიერების საფუძველია.

***

საბოლოო ჯამში, სხვა ადამიანების დახმარება დიდ შინაგან საჩუქარს გთავაზობთ. საქველმოქმედო თუ უბრალოდ კეთილი საქმით, თქვენ არა მხოლოდ სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც ეხმარებით. შესაბამისად, რაც უფრო მეტ კეთილ საქმეს გააკეთებთ, მით მეტ ბედნიერებას იგრძნობთ შინაგანად. მოკლედ გეტყვით: „ვინც ბედნიერია, ის სხვებსაც გააბედნიერებს“ (ანა ფრანკი).



<a href="http://bit.ly/2hqHmDb">http://bit.ly</a>