თხის რქა
თხის რქები მიდიან კორპორატიულ წვეულებაზე იმ სურვილით მიდიან, რომ კარგად განიტვირთონ უმიზნოდ გატარებული წლებისგან: ბევრი დალიონ, იცეკვონ. შესანიშნავი გეგმაა, მაგრამ ასრულება არ უწერია. სანამ თხის რქა ზის და ელოდება მომენტს, როდის შეძლებს ახტეს მაგიდაზე და მოიყუდოს შამპანიურის ბოთლი, ამ დროს ვიღაც აუცილებლად შეუშლის ხელს.
მერწყული
მერყულები ცდილობენ განიცადონ შერეული გრძნობები: ერთის მხრივ, ეს ხომ დღესასწაულია, რაღაცის აღნიშვნა კი - მერწყულის ყველაზე საყვარელი საქმიანობაა. მეორეს მხრივ, ეს ძალიან მოსაწყენი დღესასწაულია: იდიოტური კონკურსები, მოჩვენებითი მთვრალი მხიარულობა. ამიტომ მერწყული იწყებს თანამოაზრის გადაბირებას მეზობელ ბარში საღამოს გასაგრძელებლად.
თევზი
თევზები კორპორატიულზე ყველაფერს საუკეთესოს იცვამენ, დაიკიდებენ ბრილიანტებს და მთელი წლის პრემიას ტოვებენ სილამაზის სალონში. იმიტომ რომ დადგა, როგორც იქნა, ის დღე, როდესაც სამყარო გახდება ისეთი, როგორიც მათ უნდათ რომ ნახონ. 15 წუთი ყოფნის თევზს ასეთი განწყობისთვის, შემდეგ კი ის მეფურად ტოვებს კრებას, იმისათვის რომ გულიანად იტიროს ტუალეტში სამყაროს არასრულყოფილებაზე.
ვერძი
ისინი მიდიან კორპორატიულ წვეულებაზე, რომ ჭამონ... რეალურად კი დიდი დოზით ალკოჰოლს მიირთმევენ. სწორედ ამით არის დაკავებული ვერძი პირველი ნახევარი საათი, რის შემდეგაც ხდება მოსიყვარულე: მადლობას უხდის ყველას პროდუქტიული წლისთვის, ჰპირდება პრემიებს და სთავაზობს კორპორატიულის განმეორებას არდადეგებზე.
კურო
კუროს კორპორატიული ასე წარმოუდგენია: ინანიებ თუ არ ინანიებ, სასჯელი საკუთარი მძიმე ცოდვების გამო მოგიწევს სრულად მოიხადო. და კურო გმირულად ადის ეშაფოტზე, ანუ მაღაზიაში, სადაც იყიდება საღამოს კაბები. მაგრამ ვერაფერს ვერ არჩევს!
ტყუპები
ტყუპები ამ დროს იხსნიან ნიღაბს და საკუთარ თავთან მარტო რჩებიან. ისინი მოდიან დიდი ტომრით და ყველას ურიგებენ ორაზროვან საჩუქრებს, ათრობენ წამყვანს, ამწყვდევენ მას საკუჭნაოში და აცხადებენ კონკურსს გახდაზე. საღამოს ბოლოს კი მათ ცოტათი სულელური და მოთენთილი შესახედაობა აქვთ, მაგრამ სრულიად ბედნიერად გამოიყურებიან.
კირჩხიბი
კირჩხიბის გამოჩენა კორპორატიულზე, როგორც წესი, ყველას შოკში აგდებს: კოლეგები შურით ჩურჩულებენ კუთხეებში, მეზობელი განყოფილებების თანამშრომლები კი ეპირფერებიან და არ აცლიან ერთმანეთს რომ შამპანიური, კანაპე და უახლოესი 10 წლის კომპანიის განვითარების გეგმა შესთავაზონ.
ლომი
ლომი, სხვებისგან განსხვავებით, კორპორატიულზე მიდის არა უფასო ჭამისთვის, არამედ კარიერული წარმატებებისთვის. სანამ ვიღაც სულელები ყურების ბარტყუნით ცეკვავენ, ლომი თავისუფლად გააბავს საუბარს ხელმძღვანელობასთან, მოხიბლავს აქციონერებს და იზრუნებს დაწინაურებაზე.
ქალწული
ქალწულები მიდიან კორპორატიულზე ვალდებულების გრძნობის გამო. ამასთან, ის მაინც უწყობს საბოტაჟს ღონისძიებას: იცვამს მუქი ფერის ტანსაცმელს და კედებს - და ამით უფუჭებს ყველას დღესასწაულს. თუმცა მესამე ბოკალის შემდეგ ქალწული, როგორც წესი, იწყებს გულიანად მხიარულებას: სუფრიდან იღებს ბოთლ წითელ ღვინოს, ჯდება ყველაზე ბნელ კუთხეში და იქედან უთვალთვალებს ყველას.
სასწორი
სასწორები კორპორატიულზე გულწრფელად და გულიანად მხიარულობენ. ამასთანავე საოცარია ის, რომ კარგად ეხერხებათ გადასდონ თავის ბავშვური სიხარული ყველა დანარჩენს.
მორიელი
მორიელს ძალიან უყვარს კორპორატიული წვეულება, ვინაიდან საკუთარი გეგმები გააჩნია. ცდილობს მოხერხებულად დაათროს თანამშრომლები და გამოსტყუოს კომერციული საიდუმლოებები, ავრცელებს ჭორებს და პროვოცირებს გრანდიოზულ სკანდალს. რის შემდეგაც ცოტა ხნით გადააქვს ყურადღება იმაზე, რომ ვიღაც შეაცდინოს.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები კორპორატიულისგან რაიმე განსაკუთრებულს არ ელიან. მის მაგიდასთან სრული შემადგენლობით ნასვამი ბუღალტერიაც რომ მიუსხდეს, წარბსაც არ გაატოკებს. მთავარია ამ მომენტში დატოვოთ მშვილდოსანი საკუთარ სიძულვილთან ერთად და არ ჰკითხოთ რით ჯობია მისი სახლში გამართული წვეულებები ამ შესანიშნავ კოლექტიურ დღესასწაულს.
თემები: ურთიერთობა, ქალები, ჰოროსკოპი, კორპორატიული წვეულება
<a href="http://www.cosmo.ru/horoscope/weekly_fun/gulyay-shalnaya-imperatrica-znaki-zodiaka-na-korporative/">http://www.cosmo.ru</a>