LIFE

ცხოვრება გაცილებით მარტივია, როდესაც რაღაცეების „დაკიდება“ შეგიძლია!

ცხოვრება გაცილებით მარტივია, როდესაც რაღაცეების „დაკიდება“ შეგიძლია!

სურვილი – მიღებული და დაფასებული იყოს საზოგადოებაში, ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა. თუმცა აბსოლუტურად შესაძლებელია, გამოიმუშაო უნარი, რომელიც თავისუფლებით დატკბობასა და სხვების აზრის „დაკიდებაში“ დაგეხმარება. თუ ამ საკითხზე იმუშავებ, გპირდებით, ცხოვრებას სულ სხვა თვალით შეხედავ!

ადამიანის ცხოვრებაში მუდმივადაა მოვლენები, რომლებიც ბედნიერების განცდაში ხელს უშლის. გამონაკლისი არც შენ იქნები. მაგალითად, როდესაც ვიღაცას შენზე კარგი მანქანა ან უფრო დიდი სახლი აქვს, გული გწყდება და ხანდახან კომპლექსდები კიდეც. საქმე ისაა, რომ ცხოვრებისეული შესაძლებლობების ბოლომდე გააზრება და პარალელის გავლება „არარეალური“ ოპონენტების ცხოვრებასთან – ჰოლივუდის ვარსკვლავებთან და ა.შ. კიდევ უფრო დაგაკომპლექსებს და ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ მხოლოდ იმაზე ფიქრობ, რაც შენთვის მიუწვდომელია.

TREND გირჩევს, ფოკუსირება მხოლოდ იმ „პრაქტიკულ“ მოვლენებსა და კონკრეტულ მოქმედებებზე მოახდინო, რომლებიც კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში გეხმარება. მოკლედ, როდესაც შეძლებ, „დაიკიდო“, რას ფიქრობენ შენზე ადამიანები, შენიშნავ, რომ საკუთარ თავში ბევრად უფრო დაჯერებული გამხდარხად და სხვები შენს გადაწყვეტილებებზე გავლენს ვეღარ ახდენენ.

დაივიწყე სუსტი მხარეები, აქცენტი ძლიერ მხარეებზე გააკეთე

ცხოვრება გაცილებით მარტივია, როდესაც რაღაცეების „დაკიდება“ შეგიძლია!

სხვების „იდეალურ“ ცხოვრებაზე ფიქრში დიდი დროის დაკარგვას ადამიანი საბოლოოდ იმ მდგომარეობამდე მიჰყავს, როდესაც მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციას ამუშავებს, რაც საბოლოოდ წინსვლაში ხელს უშლის. საქმე ისაა, რომ საკუთარ თავს ვერ შეცვლი, შენ მხოლოდ საუკეთესო თვისებების გაძლიერება შეგიძლია. სწორედ ესაა მილიონობით ადამიანის წარუმატებლობის მიზეზიც: ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, სუსტი მხარეები როგორ დაამარცხონ. ჰარვარდის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ კი დაამტკიცა, რომ საქმის კეთებისას სხვების კრიტიკის ან შენიშვნების გახსენება უკეთესი შედეგის მიღწევაში სულაც არ გვეხმარება. შედეგის გაუმჯობესება მხოლოდ საკუთარ ძლიერ მხარეებზე ფოკუსირებას შეუძლია.

ბოლოს და ბოლოს, გახსოვდეს, რომ ადამიანი ხარ და ყველაფერი ერთნაირად იდეალურად არ გამოგივა. სამაგიეროდ ნამდვილად შეგიძლია, ერთ კონკრეტულ საკითხში დიდ წარმატებას მიაღწიო!

ნუ დაკომპლექსდები იმით, რომ სხვებს არ ჰგავხარ

ცხოვრება გაცილებით მარტივია, როდესაც რაღაცეების „დაკიდება“ შეგიძლია!

საკუთარი თავის გამომჟღავნების ნუ შეგეშინდება: თუ ამას შეძლებ, მეტად ინოვაციური გახდები და ნებისმიერი საქმის კეთებისას ახალი გზების მოძებნას შეეცდები. რაკი უმრავლესობა არ გეთანხმება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მართლები სწორედ ისინი არიან.

გაიცანი საკუთარი თავი, მოიპოვე მასზე კონტროლი და იყავი ის, ვინც სინამდვილეში ხარ

ცხოვრება გაცილებით მარტივია, როდესაც რაღაცეების „დაკიდება“ შეგიძლია!

ოსკარ უაილდს აქვს ნათქვამი: საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია, რომ ერთხელ ინდივიდუალიზმის ძიებაზე ხელი ავიღეო. ნუ დაელოდები შექებას და არ არის საჭირო ყოველთვის ნებართვის აღება, როდესაც რამის გაკეთება გინდა. გახსოვდეს: ყველაზე დიდი ბარიერი, რომელიც გენიალური იდეის განხორციელებაში ხელს გიშლის, საკუთარი თავია. ამიტომაც, როდესაც საინტერესო იდეა მოგივა, მასზე ლაპარაკს შეეშვი და, უბრალოდ, განახორციელე.

საბოლოოდ კი ისიც დაიმახსოვრე, რომ საკუთარ ცხოვრებას მხოლოდ და მხოლოდ შენ განაგებ, ამიტომ, თუ რამე არ მოგწონს, ცვლილებისკენ სვლა დღესვე დაიწყე: როდესაც საკუთარ თავთან კომფორტულ მდგომარეობაში აღმოჩნდები, ყველა მიზნის მიღწევას შეძლებ. ასე რომ, „დაიკიდე“ ყველაფერი, რაც არ გაქვს და საქმეს მიხედე!



<a href="http://www.huffingtonpost.com/entry/life-gets-a-lot-better-when-you-stop-giving-a-fck_us_58407cace4b0cf3f64558801">http://www.huffingtonpost.com</a>