რა არის ლუკიზმი

ერთ-ერთი გამოკითხვის დროს შეერთებულ შტატებში გაირკვა, რომ დისკრიმინაცია გარეგნობის გამო უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ეთნიკური ან ნაციონალური ნიშნით.

არსებობს ცალკე ტერმინი ასეთი მოვლენისთვის - „ლუკიზმი“. ეს არის წინასწარშექმნილი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, რომლებიც ითვლებიან ფიზიკურად არამიმზიდველებად.

როგორ რეაგირებს ტვინი სილამაზეზე

ჩვენ ვრეაგირებთ სილამაზეზე ისევე, როგორც მშიერი - საკვებზე. მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ლამაზი სახის დანახვისას ადამიანს უაქტიურდება ტვინის იგივე უბნები, რაც მშიერს - საკვების დანახვისას, მოთამაშეს კი - ფულის დანახვისას. ამიტომ სილამაზის გავლენა ნაწილობრივ ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

მეცნიერები თვლიან, რომ სილამაზისკენ მიდრეკილება ბიოლოგიურად არის განპირობებული, და არა სოციალურად.

პირველი შთაბეჭდილება - არის ტვინის ავტომატური რეაქცია. მეცნიერებაში არსებობს ცნება „შარავანდის ეფექტი“: ეს როცა ჩვენ ვმსჯელობთ მოვლენაზე მთლიანობაში მხოლოდ ერთი ნიშნის მიხედვით. მაგალითად, ვთვლით ლამაზ ადამიანს ავტომატურად ჭკვიანად, კეთილად და ნიჭიერად.

აი, როგორ გავლენას ახდენს „შარავანდის ეფექტი“ სილამაზის გარშემო ჩვენს გადაწყვეტილებებზე:

· ქალებს ზომიერი მაკიაჟით გარშემომყოფები თვლიან უფრო მიმზიდველებად და კომპეტენტურებად და მზად არიან მათთან თანაშრომლობისთვის.

· ადამიანი სიმეტრიული სახით გვეჩვენება უფრო ჯანმრთელად.

· ლამაზი უცნობები იწვევენ უფრო მეტ ნდობას.

· ნაფიცი მსაჯულები სასამართლოში მიდრეკილები არიან აირჩიონ უფრო რბილი სასჯელი ლამაზი ადამიანებისთვის.

· მიმზიდველი პედაგოგები მოტივაციას იწვევენ სტუდენტებში ეფექტური სწავლისთვის.

· კრედიტის აღებაც კი უფრო მარტივია ადამიანებისთვის ზედმეტი წონის გარეშე და მიმზიდველი გარეგნობით.

როგორ ახდენს სოციუმი სილამაზის კულტის წაქეზებას

სილამაზის კულტი გუშინ არ გაჩნდა. ძველ ეგვიპტელებს გააჩნდათ თანამედროვე კოსმეტოლოგიური საშუალებების ანალოგები. ფოტოგრაფიის გაჩენასთან ერთად მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა კოსმეტიკის გამოყენება. ცვლილებებთან ერთად მსოფლიოში იზრდება მოთხოვნილებებიც გარეგნობისადმი. სამხრეთ კორეა - თავისებური მსოფლიო ცენტრია პლასტიკური ქირურგიის საკითხში. აქ დისკრიმინაციები გარეგნობის ნიშნების მიხედვით უფრო ხშირია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. და ეს აისახება თვითშეფასებაზე, ჯანმრთელობაზე და ადგილობრივი მოსახლეობის სხეულის მასის ინდექსზეც კი.

რა ფასს ვიხდით სილამაზის კულტისთვის:

ლამაზ ადამიანებს უფრო სიამოვნებით იწვევენ გასაუბრებაზე.

გარეგნობა ამახინჯებს პროფესიონალიზმის აღქმას.

ლამაზი დეპუტატობის კანდიდატები იღებენ 20 %-ით მეტ ხმებს.

სილამაზე კორელირებს ბონუსებსა და ჯარიმებთან.

სავაჭრო სფეროში მიმზიდველი ადამიანები უფრო მეტს ყიდიან.