ბედნიერების პოვნა ყველას სურს, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ რეალურად არავინ იცის, როგორ იპოვოს ის, ზუსტად როგორ მოიქცეს იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს, მაგრამ მადლობა მეცნიერებს, რომლებმაც იპოვეს პასუხი კითხვაზე, თუ როგორ უნდა იპოვოთ ნამდვილი ბედნიერება.

მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქუჩაში, კაფეში, ან ნებისმიერ სხვა ადგილას შეგიძლიათ უცნობს გამოელაპარაკოთ, ეს გაგაბედნიერებთ, ხოლო თუ უცნობს თქვენი ცხოვრების პირად დეტალებსაც მოუყვებით, თავს სამყაროში ყველაზე ბედნიერ ადამიანად იგრძნობთ.

მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ყოველ დღე მიიჩქარის სამსახურში, სკოლაში, უნივერსიტეტში და გადაადგილების საშუალებად საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებენ. როგორი ინდიფერენტულებიც უნდა იყოთ უცხო ადამიანების მიმართ, გამორიცხულია, რომ მთელი ცხოვრება ისე გაატაროთ, შეუმჩნევლად დატოვოთ თქვენ გვერდი , თუ წინ მჯდომი ადამიანი.

მკვლევარებმა ნიკოლას იპლეიმ და ჯულიანა შრიოდერმა გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ კვლევა და განესაზღვრათ, თუ რა გავლენას ახდენს უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა ბედნიერების ხარისხზე. მათ გამოჰკითხეს მგზავრები და დაინტერესდნენ იმით, თუ რას იტყოდნენ სამსახურამდე, ან დანიშნულების სხვა წერტილამდე გზაში გვერდით მჯდომ უცნობთან რომ ესაუბრათ. გამოკითხულთა უმრავლესობამ თქვა, რომ ეს სასიამოვნო პროცესი იქნებოდა.

ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ადამიანებს უცნობებთან საუბარი პოზიტიურ განწყობაზე აყენებს, სასიამოვნო ვიბრაციებით ავსებს და ბედნიერებას განაპირობებს. კვლევაში ჩართულმა ადამიანებმა აღნიშნეს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უცნობთან საუბრის შემდეგ ისინი უფრო პროდუქტიულები იყვნენ.

ასევე, ამავე ექსპერიმენტის თანახმად, ადამიანი, რომელიც ტრანსპორტში გარშემომყოფებს უგულებელყოფს და ზედაც არავის უყურებს, უმეტესწილად, კარჩაკეტილი მარტოსულია და თავს ბედნიერად არ მიიჩნევს.

მკვლევარები არ შემოფარგლულან მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მათ ექსპერიმენტი სხვადასხვა რესტორნებსა და კაფეებშიც ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ თუ კაფეში უცნობ ადამიანს გამოელაპარაკებით, ეს დადებითი ემოციებით დაგმუხტავთ და ბედნიერების განცდას მოგიტანთ.