როცა ცხიმიან კანს ეხება საქმე, ზაფხული, შესაძლოა, რთულ გამოწვევად იქცეს. მნიშვნელოვანია იცოდეთ კანის მოვლის ეფექტური მეთოდები, რომლებიც პრობლემას დაგაძლევინებთ და კანს ხავერდოვან ელფერს მისცემს.
ვნახოთ ზაფხულში ცხიმიანი კანის მოვლის 7 მეთოდი.
1. შეცვალეთ კანის გამწმენდი პროდუქტი - გამოიყენეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ლიმონს. ის ხელს შეუშლის ჭარბი ცხიმის წარმოქმნას და ამავდროულად, კანს ექნება უფრო თეთრი, სუფთა და პრიალა ელფერი.
2. აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი - მის გარეშე სახლიდან არავითარ შემთხვევაში არ გახვიდეთ. გარდა იმისა, რომ კანს დაიცავთ მზით გამოწვეული დაზიანებისგან, ნაადრევი ნაოჭების წარმოქმნისგან, ამავდროულად, ის ხელს შეუშლის კანზე ჭარბცხიმიანობას.
3. კვირაში ერთხელ გამოიყენეთ სკრაბი - თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, ზაფხულში განსაკუთრებით სწრაფად კვდება უჯრედები და იმისთვის, რომ კანი არ გაგიღიზიანდეთ, გამონაყარი და სიწითლე არ გაგიჩნდეთ, აუცილებელია სახის კვირაში ერთხელ მაინც სკრაბით დაბანა. შედეგად, მოიშორებთ მკვდარ უჯრედებს და კანს უფრო ჯანსაღი იერი ექნება.
4. ექსფოლიაცია - ექსფოლიაციასაც დაახლოებით ისეთი ეფექტი აქვს, როგორც სკრაბის გამოყენებას. მისი საშუალებით მარტივად მოიშორებთ მკვდარ უჯრედებს. ექსფოლიაციით ფორები გაგეწმინდებათ და კანს ჯანსაღი ელფერი ექნება. კანის ექსფოლიაცია კვირაში ორჯერაა რეკომენდებული.
5. უარი თქვით ტონალურსა და ფუძეზე - მძიმე მაკიაჟის ტარება ზაფხულში არ არის რეკომენდებული, რადგანაც განსაკუთრებით საზიანოა კანისთვის. როცა ჰაერის მაღალი ტემპერატურა და მზის სხივები მძიმე მაკიაჟზე ზემოქმედებს, ამან შეიძლება განსაკუთრებით მძიმე შედეგამდე მიგიყვანოთ.
6. გირჩევთ, ზაფხულში არ გამოიყენოთ ფერუმარილი - ცხიმიან კანზე ფერუმარილის წასმა საზიანოა და შესაძლოა, ყოველივემ კანის ქავილი, გამონაყარი, სიწითლე და გაღიზიანება გამოიწვიოს. ამიტომ, ფერუმარილის წასმით ნუ შეეცდებით მშრალი კანის ეფექტის მიღებას. ასეთ დროს სახეს არაბუნებრივი ელფერი აქვს და როგორც აღვნიშნეთ, ყოველივე კანს აზიანებს.
7. გამოიყენეთ თიხის ნიღბები - კანის იდეალური ელფერისთვის თიხის ნიღაბი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. განსაკუთრებით კი, ცხიმიანი კანისთვის. დღის ბოლოს წაისვით სახეზე თიხის ნიღაბი, დაიტოვეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ. ის ასუფთავებს, ავიწროებს ფორებს და კანს ჯანსაღ ელფერს სძენს.
თემები: კანის მოვლა, ქალი, თავდაჯერებულობა
<a href="https://skincare.allwomenstalk.com">https://skincare.allwomenstalk.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია