სტილი

სითი მოლ საბურთალოში ქალის თეთრეულის ბრენდ La Vie en Rose-ის ახალი მაღაზია გაიხსნა

სითი მოლ საბურთალოში ქალის თეთრეულის  ბრენდ La Vie en Rose-ის  ახალი მაღაზია გაიხსნა

 

La Vie en Rose ქალის თეთრეულის ცნობილი კანადური ბრენდია, რომელიც კოლექციას 25-45 წლის ქალბატონებისთვის ქმნის. ბრენდი, რომელიც აღიარებულია, როგორც ბიუსტჰალტერების კოლექციების ექსპერტი, მომხმარებლებს, ასევე, სთავაზობს დღისა და ღამის თეთრეულის, საცურაო კოსტიუმების, სპორტული ხაზისა და აქსესუარების დიდ არჩევანს.

ფრანსუა რობერჟმა, კომპანიის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრენდი დაარსა 1996 წელს. დღესდღეობით, la Vie en Rose კანადაში 265-ზე მეტ მაღაზიას მართავს, ხოლო ბრენდში დასაქმებულთა რიცხვი კი 3000 -ზე მეტია.

საქართველოში la Vie en Rose 2012 წელს შემოვიდა და ადვილად მოიგო ქართველი მომხმარებლების გული მრავალფეროვანი, ხარისხიანი და მუდმივად განახლებადი კოლექციებით. ქალის დღისა და ღამის თეთრეულის წამყვანი კანადური ბრენდი უკვე მეორე მაღაზიას ხსნის თბილისში - სითი მოლში, საბურთელოზე.

BO-1 unnamed_3.jpg

ახალი ბუტიკური ტიპის მაღაზია გახდება თქვენი ფავორიტი ადგილი, სადაც შეძლებთ, შეარჩიოთ ელეგანტური დღისა და ღამის თეთრეული, მაღალი ხარისხის სპორტული ხაზის ტანსაცმელი, ულამაზესი საცურაო კოსტიუმები, კომფორტული პიჟამოები და ორიგინალური საჩუქრები. ამასთანავე, ისარგებლოთ სპეციალური შეთავაზებებითა და სიურპრიზებით მთელი სეზონის განმავლობაში.

La Vie en Rose-ის მიზანია, ყველა ქალმა თავი იგრძნოს თავდაჯერებულად და კომფორტულად მთელი დღისა და ღამის მანძინლზე. ბრენდის ინპირაცია თანამედროვე ქალია, სწორედ ამიტომ, la Vie en Rose სთავაზობს მომხმარებლებს ხარისხიან კოლექციას ხელმისაწვდომ ფასად.