სილამაზე

თბილისში JO MALONE LONDON-ის ახალი მაღაზია იხსნება

თბილისში JO MALONE LONDON-ის ახალი მაღაზია იხსნება

29 ოქტომბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. N42-ში, ბრიტანული ბრენდის, JO MALONE LONDON-ის ახალი ბუტიკი გაიხსნება.


,,ლუტეცია ჯგუფი’’ წლების განმავლობაში ასოცირდება ინოვაციასა და განსაკუთრებულობასთან, სიახლეებზეა ორიენტირებული.

"ჩვენთვის დიდი სტიმული და პრიორიტეტია მომხმარებელთა ნდობა. ძალიან მიხარია, რომ გიზიარებთ ჩვენს მორიგ წარმატებას, რომელსაც საზოგადოება დიდი ხანია ელის. მომხმარებლებთან მჭიდრო ურთიერთობის, მათი სურვილების გათვალისწინების და რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში ჩვენი დაუღალავი შრომის შედეგია JO MALONE LONDON-ის ბუტიკის ჩვენი საზოგადოებისთვის წარდგენა. JO MALONE LONDON- ეს არის განსხვავებული, დახვეწილი ბრიტანული ბრენდი, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას სხვადასხვა არომატების კომბინაციით შექმნათ და აღმოაჩინოთ ინდივიდუალური სურნელი. ეს იქნება ადგილი, სადაც შეძლებთ მიიღოთ განსაკუთრებული მომსახურება და ულამაზესი შთაბეჭდილებები“- ამბობს,,ლუტეცია ჯგუფი’’-ს დამფუძნებელი, ვახტანგ ფხაკაძე.

JO MALONE LONDON-ის ცნობილი არომატები საგულდაგულოდ შექმნილია იმისთვის, რომ იმოგზაურო პირად არომატულ სამყაროში და გქონდეს შენი სურნელოვანი ხელწერა.


JO MALONE LONDON-ის სურნელოვან სამყაროში მოგზაურობისას,სათაყვანებელი და სეზონური სუნამოების გარდა, კომპანიონობას გაგიწევთ არომატები თქვენი სახლისთვის და ტანის მოვლის არომათერაპიული რიტუალიც.


JO MALONE LONDON-ში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის გამორჩეული ბრიტანული ხასიათი, ძვირფასი ტრადიციები და ამბის თხრობის განსაკუთრებული მანერა, რასაც მივყავართ მოულოდნელობის შეგძნებამდე.


JO MALONE LONDON არის სინონიმი მომსახურების ინდივიდუალური სტილის, სუნამოს შერჩევის ფასდაუდებელი კონსულტაციის, ან უბრალოდ რჩევის, რომელიც მოიცავს სარელაქსაციო მასაჟს და საცდელ სპა პროცედურას ხელსა და მხარზე, სპეციალურად შექმნილ კუთხეში.


ახალი ბუტიკი მომხმარებლებს სთავაზობს იდეალურ შესაძლებლობებს, იმოგზაურონ ბრენდთან ერთად შთამბეჭდავ სურნელოვან სამყაროში, აღმოაჩინონ განსხვავებული შეგრძნებები და იპოვონ საკუთარი არომატი, როგორც ინდივიდუალური ხელწერა. გარდა ამისა, შეიგრძნონ სუნამოების შეზავების და შერევის უნიკალური მეთოდი, რომელიც წარმოადგენს ბრენდის ექსკლუზიურ პატენტს Fragrance Combining™.


ახალი ბუტიკის დიზაინი წარმოადგენს ინგლისური კლასიციზმის, თანამედროვე განათებისა და სივრცის ნაზავს. თანამედროვე ელემენტებით გაჯერებული საგვარეულო ანტიკვარული ავეჯი ქმნის შთამაგონებელ გარემოს,სადაც თქვენი სტუმრობა მეხსიერებაში წარუშლელ კვალს ტოვებს და ხდება შთამბეჭდავი გამოცდილება.

1994 წელს JO MALONE LONDON-მა შექმნა დახვეწილი, ელეგანტური სურნელების პალიტრა, რომელიც 1999 წელს ESTEE LAUDER-ის კომპანიის მფლობელობაში შევიდა.

დღეს კი ბრენდს საერთაშორისო ცნობადობა წარმოუდგენელი არომატებითა და დახვეწილი აკადემიური ბრიტანული ხასიათის დახმარებით აქვს.