LIFE

მსოფლიოს 5 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე ლამაზი აივნები აქვთ

მსოფლიოს 5 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე ლამაზი აივნები აქვთ

აქამდე თუ არასოდეს გიფიქრიათ რამდენ რამეს კარგავთ თუ არ გაქვთ აივანი, ალბათ პანდემიამ მიგახვედრათ თუ რა საჭიროყოფილა. მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში ვირუსის გავრცელების საშიშროებაა და ქვეყანაში კარანტინია გამოცხადებული, მათ ვისაც ლამაზი აივანი აქვთ, ნაკლებად შეაწუხებთ უჰაერობა.

მოდით, გადავავლოთ თვალი, იმ ქვეყნებს, რომელთაც ყველაზე გამორჩეული აივნები აქვთ.

1. ესპანეთი

ამ ფოტოზე ნაჩვენებია არქიტექტურული გენიის შედევრი. აივნებს ფერადი კედლები აქვთ, რომლებზეც საინტერესო ფერწერაა გამოსახული. რაც მთავარია აივნებზე საინტერესოდ არის შერწყმული ძველი და ახალი დეტალები. 

მსოფლიოს 5 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე ლამაზი აივნები აქვთ

2. იტალია

აქაურ აივნებს განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის ის ნივთები, რომლებიც განლაგებულია სილამაზისთვის. ვაზები და ქოთნები, რომლებშიც მცენარეები ხარობენ, უცნაურად ჰგავს თანამედროვე სტილის ქალებსა და მამაკაცებს.

მსოფლიოს 5 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე ლამაზი აივნები აქვთ

3. საბერძნეთი

ელინური აივნების ისტორია სრულიად განსხვავებულია სხვა ქვეყნებისგან. საბერძნეთში კიბეებსა და ვერანდებს აწყობენ და ალამაზებენ ყვავილებით. ერთიანი სცენა, რომელშიც ჩართულია სახლის კედლებიც, საოცარ სილამაზეს ქმნის. 

მსოფლიოს 5 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე ლამაზი აივნები აქვთ

4. ბრაზილია

აქ ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ კედლების ექსტერიერს. შენობები ფერების მიხედვით არის გაშენებული და რაც მთავარია თითოეულ მათგანს სტილთან შეხამებით ამშვენებს წარმოუდგენლად მასშტაბური ფიგურები. 

მსოფლიოს 5 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე ლამაზი აივნები აქვთ

5. ამერიკა

არქიტექტურული სტილის ეს სახეობა ძირითადად გავრცელებულია ნიუ ორლეანში. მასიურ აივნებს სიგრძეზე მიყვება ქოთნები, რომლებშიც თქვენ წარმოიდგინეთ და ხანდახან მწვანილებსაც რგავენ. 

მსოფლიოს 5 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე ლამაზი აივნები აქვთ



<a href="https://in.musafir.com/">https://in.musafir.com/</a>