სილამაზე

4 სასწაულმოქმედი ნიღაბი ხავერდოვანი კანისთვის - კარანტინში მყოფი ყველაზე ზარმაცი ქალებისთვის

4 სასწაულმოქმედი ნიღაბი ხავერდოვანი კანისთვის - კარანტინში მყოფი ყველაზე ზარმაცი ქალებისთვის

იმისთვის, რომ ჯანსაღი და ხავერდოვანი კანი შეინარჩუნოთ, გთავაზობთ 4 მარტივად მოსამზადებელ, თუმცა ეფექტურ ნიღაბს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ოთხივე ნიღაბი კანს ხავერდოვანს ხდის, აშორებს სიწითლეს და ამცირებს ფორებს.

1. ბანანის ნიღაბი

4 სასწაულმოქმედი ნიღაბი ხავერდოვანი კანისთვის - კარანტინში მყოფი ყველაზე ზარმაცი ქალებისთვის

საჭიროა მხოლოდ ის, რომ დააბლენდეროთ ბანანი და მიღებული მასა წაისვათ სუფთა სახეზე. გაიჩერეთ ის 20 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ბანანის ნიღაბი ატენიანებს კანს, მას ხავერდოვანს და პრიალას ხდის. ამასთან, კანიდან აქრობს სიწითლეს და სიჭრელეს.

2. რძის ფხვნილის ნიღაბი

4 სასწაულმოქმედი ნიღაბი ხავერდოვანი კანისთვის - კარანტინში მყოფი ყველაზე ზარმაცი ქალებისთვის

კიდევ ერთი მარტივი და ეფექტური ნიღაბი - დაგჭირდებათ ¼ ჭიქა რძის ფხვნილი. დაამატეთ მას ცოტაოდენი წყალი. კარგად აურიეთ და ამის შემდეგ წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 15 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი იდეალურია მშრალი კანისთვის.

3. შვრიის ნიღაბი

4 სასწაულმოქმედი ნიღაბი ხავერდოვანი კანისთვის - კარანტინში მყოფი ყველაზე ზარმაცი ქალებისთვის

დაასხით შვრიის ფანტელებს ცხელი წყალი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი სოდა, კარგად აურიეთ ერთმანეთს. დაელოდეთ გაგრილებას და სახეზე წაისვით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით ათ წუთში. ეს ნიღაბი იდეალურია იმ შემთხვევისთვის თუ გამონაყარი გაწუხებთ.

4. ვაშლის ძმრის ნიღაბი

4 სასწაულმოქმედი ნიღაბი ხავერდოვანი კანისთვის - კარანტინში მყოფი ყველაზე ზარმაცი ქალებისთვის

ეს ნიღაბი კანისთვის იდეალური, ბუნებრივი ე.წ. ტონერია, რომელიც ამცირებს ფორებს. სახლში მომზადებულ ¼ ჭიქა ვაშლის ძმარს დაამატეთ ამავე რაოდენობის წყალი. წაისვით სახეზე და შეიშრეთ.



<a href="https://www.abouther.com/">https://www.abouther.com/</a>