რომელია შენთვის სასურველი ზოდიაქოს 2 ნიშანი - ასტროლოგია რომანტიკოსებისთვის
- 22.04.2020
„რომელია შენი ზოდიაქოს ნიშანი?“ - ეს, ალბათ ფლირტის დასაწყისში ყველაზე გავრცელებული შეკითხვაა. მიზეზი კი ისაა, რომ ზოდიაქოს ნიშანი, გაძლევს საშუალებას განსაზღვრო, როგორ შეეწყობით ერთმანეთს რომანტიკულად და სექსუალურად.
ასტროლოგია ერთი დიდი ლაბირინთია და მართალია მხოლოდ მზის ნიშანი არ კმარა პასუხების საპოვნელად, თუმცა ამით იმას მაინც გაიგებ, რომელ ნიშანს უკეთ ეწყობი და რომელს ნაკლებად.
ვერძი
შენთვის ტყუპები ყველასგან გამორჩეული ნიშანია, მათ შეუძლიათ შეეგუონ შენი ინტერესების მუდმივ ცვლილებას. ტყუპებს შეუძლიათ ისაუბრონ ახალ თემებზე, მოსდით შესანიშნავი იდეები რომანტიკული საღამოსთვის და მათთან არასოდეს მოიწყენ. ვერძებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტონომიის შეგრძნება, ტყუპებთან კი არასოდეს იქნებით მისი დაკარგვის საფრთხის წინაშე ისინი ყოველთვის შენს გვერდით იქნებიან, როდესაც დაგჭირდება.
ლომის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს გართობა და თამაშები შენზე მეტად უყვართ. ისინი ასევე გიჟდებიან ფლირტზე და კატა-თაგვობანას თამაშზე. ლომები იზიარებენ შენს საჭიროებას გაღიარონ და დაგაფასონ, შედეგად კი ამ ნიშნის წარმომადგენლებთან, ვერძები უფრო და უფრო მეტად იწყებენ ბრწყინვას.
კურო
მართალია მორიელი კუროს ოპოზიციური ნიშანია, თუმცა ამ ნიშნის წარმომადგენლებთან საერთო იმაზე მეტი გაქვს, ვიდრე შენ ფიქრობ. ისინიც ისეთივე მიწაზე მყარად მდგომი ადამიანები არიან, როგორც შენ და ისინიც შენსავით თვლიან, რომ ურთიერთობა, ეს ინვესტიციაა. მორიელები შენთვის ყველაფერს გაიღებენ და ისეთ ემოციურ კავშირს შექმნით, რომელიც მარტივად არ ტყდება!
კირჩხიბებს კომფორტული და მდიდრული ცხოვრება მოსწონთ. ნაცნობი გრნობაა, არა? ესაა ძალიან ემოციური, მგრძნობიარე ნიშანი, რომელიც დაგეხმარება შენი დაფარული, ემოციური მხარის გახსნაში და საკუთარი თავი, ახალი პერსპექტივით დაინახო.
ტყუპები
ვერძების შთამაგონებელ ენერგიას გვერდს ვერაფრით აუქცევ. ისინი გამუდმენით იცვლიან ჰობს, იდეებს და ჰქმნიან ახალ ტრენდებს. თქვენ, ორივე ყოველთვის მზად იქნებით კარგი დროის გასატარებლად და ბუნებრივად შეავსებთ ერთმანეთს.
მორიელები ემოციური, ფიქსირებული წყლის ნიშნები არიან. თითქოს მათთან საერთო არაფერი გაქვს. თუმცა სწორედ ეს შეუთავსებლობაა მთავარი მიზეზი, რის გამოც, ისინი შენთვის არიან შექმნილნი. იმის დროსაც კი არ მოგცემენ, რომ გადაწყვეტილება მიიღო. ადვილად დაგიკავშირდებიან ემოციურ დონეზე, რითაც თქვენს აღფრთოვანებას მოახერხებენ.
კირჩხიბი
მორიელები კირჩხიბებს იმ დონის ემოციურ სიღრმეს სთავაზობენ, რომელიც მატთვის სასიციხლოდ აუცილებელია. ასეთი კავშირი წყლის ნიშნებს შორის იშვიათია, თუმცა პრობლემა ისაა, რომ არც ერთი ნიშანი იხსენებით ადვილად. თუ ერთმანეთისთვის კედლების დანგრევას დაიწყებთ, ეს სამყაროში ყველაზე ძლიერი კავშირი იქნება.
კუროებს ყველაზე მეტად კომფორტი უყვართ. ისინი იმსახურებენ შენს მზრუნველ ხასიათს, რადგან კუროები აუცილებლად დააფასებენ ამას. ასეთ ურთიერთობაში შენ თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობ, პატარა დეტალებზეც კი არ მოგიწევს ფიქრი, რადგან კუროები ყველაფერს გააკეთებენ ურთიერთობაში კომფორტის მისაღწევად.
ლომი
„მხოლოდ გართობა, არანაირი მუშაობა“ ლომების ხასიათის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც სასწორები სრულყოფილად იზიარებენ. ამ ურთიერთობაში შეგიძლიათ იყოთ ის, ვინც ხართ და აკეთოთ ის, რაც გინდათ. სასწორი ყოველთვის მოგცემს შენთვის საკმარის ყურადღებას, ხოლო შენ, მისი შთაგონების წყაროდ გადაიქცევი.
ქალწულები რეალობის ჯანმრთელ დოზას შემოთავაზებენ. რომელიც ლომებისთვის, ხშირად სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია. ისინი დაგეხმარებიან უკეთ იზრონო შენ თავზე და საპასუხოდ, ყურადღებასა და მადლიერებას დაუბრუნებ.
ქალწული
კირჩხიბებს და შენ, ნამდვილად გაერთიანებთ სხვებისთვის დახმარების სიყვარული. შენ უფრო პრაქტიკული და ფიზიკურ დახმარებაზე ორიენტირებული ხარ, მაგალითად, სამსახურში ან საკლასო ოთახში. ხოლო კირჩხიბები, უფრო პერსონალურ, ფსიქოლოგიურ დახმარებას ამჯობინებენ. სხვებზე განუწყვეტელი ზრუნვა, ქალწულებში ნამდვილად იწვევს აღფრთოვანებას.
თხის რქები აფასებენ ბეჯით შრომას და ურთიერთობებს ძალიან სერიოზულად აღიქვამენ. შენთვის, საუკეთესო ურთიერთობა ისაა, რომელიც მშვიდად ვითარდება და გზად, არანაირი დაბრკოლება არ შეგხვდება. თხის რქები კი ნამდვილად მოახერხებენ ურთიერთობის ასე განვითარებას.
სასწორი
ლომები გიჟდებიან, როდესაც მათ გვერდით შენ იმყოფები. შენ შეგიძლია დააკმაყოფილო ლომის სურვილი, იყოს ყურადღების ცენტრში. ორივეს გაქვთ რომანტიზებული, ზღაპრული ხედვა ურთიერთობაზე - სასიყვარულო პოსტების მიძღვნა სოციალურ ქსელებში, ხელჩაკიდებული სიარული ყველგან და საერთო ფოტოების გაზიარება ყველასთვის. გარდა ამისა, ისინი არასოდეს შეწყვეტენ შენზე საუბარს, როდესაც მათ გვერდით არ იქნებით.
კურო, ისევე როგორც შენ, ვენერას მმართველოს ქვეშაა. ესაა სიყვარულის და სიამოვნების პლანეტა. გარა ამისა, კუროს ფემინური, ფიქსირებული ნიშანია, ხოლო შენ, მასკულინური, კარდინალური ნიშანი, რის გამოც, ასე ძალიან უხდებით ერთმანეთს. სასწორი რომანტიკული, ემოციური ბუნების ნიშანია, ხოლო კურო პრაქტიკული და მიწიერი.
მორიელი
მართალია კურო შენი საწინააღმდეგო ნიშანია, თუმცა ბევრი საერთო ღირებულება გაქვთ. შენ არ გიყვარს ფლირტი, თამაში პარტნიორთან და ტყუილები. შესაძლოა, კურო ერთდერთი ნიშანიც კია, რომელსაც ისე შეიგრძნობს სამყაროს, როგორც შენ. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ორივე ძალიან, ძალიან ნელა იღებთ გადაწყვეტილებებს და არც ერთს გსურთ პირველი ნაბიჯის გადადგმა.
კირჩხიბებს უდავოდ ესმით თქვენი შინაგანი სინაზე. თუმცა არც ერთი თქვენგანი არ დაარღვევს წლების განმავლობაში აგებულ დამცავ გარსს. შესაძლოა, საზოგადოებაში არ გამოხატავდეთ, თუმცა დახურულ კარს მიღმა, თქვენი ურთიერთობა ინტიმურობის არარეალურ დონეზეა.
მშვილდოსანი
ორი მშვილდოსანი იდეალური წყვილია. ორივე ბუნებრივად ოპტიმისტია, ეძებენ თავგადასავლებს და უყვართ კომფორტის ზომიდან გამოსვლა. სიყვარულისას, არ არსებობს ლიმიტები. პაემნები არასოდესაა დაგეგმილი და სხვა შემთხევავაშიც, გეგმას არასოდეს მიჰყვებიან. თქვენ ორნი ყოველთვის დაკავებულები ხართ და აფასებთ ერთმანეთის დამოუკიდებლობას.
მერწყული დაუსრულებლად ახერხებს შენს აღფრთოვანებას. შენ საკუთარი გამოცდილებით აღიქვამ სამყაროს, ხოლო მერწყული მუდამ ცდილობს უდრო დიდი სურათის დანახვას და ჯიუტად უარყოფს შენი ჭეშმარიტების მიღებას. ამან შესაძლოა, კონფლიქტური ურთიერთიბა გამოიწვიოს, თუმცა ორივეს გიყვართ დებატები და ეს ენერგიაც, მხოლოდ სიყვარულის გამოხატულებაა.
თხის რქა
თხის რქები ძალიან მკაცრად აფასებენ როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებს. იყო თხის რქის პარტნიორი, ადვილი სულაც არ არის, ამას კი მხოლოდ ისევ თხის რქა თუ გაუმკლავდება. თქვენ ერთმანეთისგან მოელით საუკეთესოს, თუმცა ერთმანეთის მხარდასაჭერად, ყველაფერს აკეთებთ. ურთიერთობა ნელა ვითარდება, არანაირი მოულოდნელი ქმედებები ან გადაწყვეტილებები.
ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებს, ისევე როგორ შენ, სხვა არაფერი უნდათ, გარდა მყარი ურთიერთობისა. შენი მაღალი მოლოდინები იშვიათად მართლდება, თუმცა ქალწული ყველანაირად ეცდება, რომ გაამართლონ. ქალწული მთლიანად მოგიძღვნის საკუთარ თავს და შენც, სიყვარულის გარდა, სხვა არჩევანი არ გექნება.
მერწყული
ვერძების ხალისი და ბედნიერება ისე შემოაქვთ შენს ცხოვრებაში, როგორც არავის სხვას. შენზე უკეთ არავინ იცის, როგორ დაიხიოს ურთიერთობიდან მცირე დროით, თუმცა ამას ვერძებთან ვერ მოახერხებ. ვერძი ყველაირად გამოარჩევს შენს უნიკალურ თვისებებს და ისე აღფრთოვანდება, აუცილებლად მოგხიბლავს. ორივე დამოუკიდებელი ადამიანი ხართ, რომლებიც უარყოფენ სხვების მიერ დაწესებულ წესებს. ეს საერთო მეამბოხე სული კი ურთიერთობის იდეალური საფუძველია.
სასწორი ჰაერის ნიშანია. ორივე ინტელექტუალური ნიშანი ხართ და ემოციებს ნაკლებად ჰყვებით. ორივეს გიყვართ საუბარი და ადვილად ცვლით თემებს, ამიტომ თქვენი კომუნიკაცია თავისთავად განვითარდება. მალე აღმოაჩენ, რომ სასწორის სახით საუკეთესო მეგობარი და პარტნიორი იპოვე, რომელიც მზად იქნება შენთან ერთად ახალი რომანტიკული ურთიერთობა აღმოაჩინოს.
თევზები
თუ ცხოვრებაში მშვილდოსანს გადაეყრები, მაშინ მის მომხიბვლელობას დიდხანს ვერ გაუძლებ. ესაა ყველაზე ემოციური ნიშანი და თევზის ნიშნის წარმომადგენლებს, ბუნებრივად ესმით მათი ხასიათის ცვლილებები. მშვილდოსნებს და თევზებს იუპიტერი, იღბლის პლანეტა მართავთ და ორივეს თან დაგყვებათ ოპტიმიზმი. ორივე საკუთარი წესების მიხედვით ცხოვრობთ, რაც ერთი შეხედვით პრობლემაა, თუმცა ორივე ახერხებთ ერთმანეთისთვის ამ წესებზე უარის თქმას. თევზებს აუცილებლად შეუყვარდებათ მშვილდოსნის გულისგამათბობები, ცეცხლოვანი ენერგია.
მოულოდნელია, თუმცა თხის რქა შესანიშნავი პარტნიორია შენთვის. შენ ემოციურად ძალიან ღია ადამიანი ხარ, რომელიც მიისწრაფვის უარი თქვას რეალური სამყაროს გამოწვევებზე. თხის რქები კი მკაცრი, სერიოზული და პრაგმატული ადამიანები არიან. სწორედ ამიტომ, სიყვარული მოულოდნელად არ დაგატყდებათ თავს, თხის რქები აუცილებლად ჩათვლიან, რომ შენი მეოცნებებობა დროის კარგვაა. თუმცა როდესაც დამეგობრდებით და ერთმანეთს გაიცნობთ, აღმოაჩენთ, რომ ერთმანეთი გჭრდებათ.
თემები: სიყვარული, ბედნიერება, წყვილი, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="https://www.cosmopolitan.com/">https://www.cosmopolitan.com/</a>