ჰოროსკოპი

ყველაზე მოსიყვარულე მამაკაცების რეიტინგი ზოდიაქოს მიხედვით

ყველაზე მოსიყვარულე მამაკაცების რეიტინგი ზოდიაქოს მიხედვით

კირჩხიბი

ყველაზე მოსიყვარულე მამაკაცების რეიტინგი ზოდიაქოს მიხედვით

ყველაზე რომანტიკული ზოდიაქოს ნიშნის სტატუსი დამსახურებლად ერგოთ კირჩხიბებს. როგორც ყველგან, აქაც არსებობს თავისი პლუსები და მინუსები. უნდა გესმოდეთ, რომ ყველა ქალს არ სჭირდება იმდენი ყურადღება რასაც მის მიმართ მამაკაცი-კირჩხიბი გამოხატავს. მიუხედავად ამისა, სწორედ კირჩხიბები განასახიერებენ რომანტიკული შეყვარებულის სახეს.

ლომი

ყველაზე მოსიყვარულე მამაკაცების რეიტინგი ზოდიაქოს მიხედვით

დიახ, უამრავ ქალს სჭირდება სწორად ასეთი ცხოვრების მეგზური: თავდაჯერებული, ძლიერი. რა თქმა უნდა, ყველაფერი ოქრო არ არის, რაც ბრწყინავს, და ბევრი ჩათვლის ლომებს ეგოისტებად, მაგრამ ასეთი მამაკაცები ეგოისტურები არიან მხოლოდ იქამდე, სანამ არ შეხვდებიან იმ ქალს, რომელსაც ჩათვლიან ღირსეულად საკუთარი თავისთვის.

მერწყული

ყველაზე მოსიყვარულე მამაკაცების რეიტინგი ზოდიაქოს მიხედვით

მესამე ადგილი მერწყულებმა დაიკავეს. მამაკაცი-მერწყული შეგნებულად ეწყობა ქალს და ცდილობს შეასრულოს ყველა მისი სურვილი. ამასთან, ყველა ქალს კი არ უნდა გვერდით იხილოს მამაკაცი-შემსრულებელი, ზოგს ხომ მორჩილება მოსწონს, ამიტომ ასეთი „მორჩილი“ სიყვარული მათთვის შეიძლება უინტერესო აღმოჩნდეს.

ვერძი

ყველაზე მოსიყვარულე მამაკაცების რეიტინგი ზოდიაქოს მიხედვით

ვერძ მამაკაცს არა მხოლოდ ყველა საფუძველი აქვს აღმოჩნდეს ლიდერების ოთხეულში, არამედ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს სხვა პრეტენდენტებს პირველი ადგილისთვის. ვერძები ძალიან ყურადღებიანები არიან ქალების მიმართ. ისინი სერიოზულად ეკიდებიან მათ მოთხოვნილებებსა და სურვილებს.

სასწორი

ყველაზე მოსიყვარულე მამაკაცების რეიტინგი ზოდიაქოს მიხედვით

სასწორები ძალიან დემოკრატები არიან ურთიერთობებში. ისინი არ ითხოვენ უდავო მორჩილებას და თავადაც არ უშვებენ, რომ მართონ საყვარელი ქალი. მოსწონთ თანასწორობა ოჯახში. ბევრი ქალისთვის ეს ვარიანტი იდეალურია, ამიტომაც სამართლიანი იქნება დააყენო სასწორი ამ პირობითი რეიტინგის შუალედის ოდნავ ზევით. თუმცა სასწორები საკმაოდ ძუნწები არიან.

ტყუპები

ყველაზე მოსიყვარულე მამაკაცების რეიტინგი ზოდიაქოს მიხედვით

ამ ნიშნის მამაკაცები სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენენ ქალებზე. ტყუპებს ადვილად უყვარდებათ, და ამასთან ახასიათებთ თავქარიანობა და არამუდმივობა, რაზეც მეტყველებს მათ მიერ გატეხილი გულები. მათ პრაქტიკულად ვერ აიძულებ სერიოზულობას, მაგრამ ეს ბიჭური სიმსუბუქე ხიბლავს ქალებს. ამ ნიშნის მამაკაცის გვერდით ძალიან ადვილად განიცდი რომანტიკულ ეიფორიას.

თევზები

ყველაზე მოსიყვარულე მამაკაცების რეიტინგი ზოდიაქოს მიხედვით

თევზების ქცევა რთულია გაითვალისწინო, საქციელი კი - ახსნა. ნუ იძაბებით, თქვენ არაფერ შუაში არ ხართ, ასეთია მათი ხასიათი. ამასთანავე, ეს მამაკაცები ძალიან მიმზიდველები არიან, მათ ძლიერი ქარიზმა აქვთ. ხშირად ქალები ამბობენ, რომ მათ იზიდავთ ეს მამაკაცური თავისებურება და ხასიათის სირთულე.

თხის რქა

ყველაზე მოსიყვარულე მამაკაცების რეიტინგი ზოდიაქოს მიხედვით

ამ ნიშნის მამაკაცები თავშეკავებულები არიან ცხოვრებაში და მომთხოვნები სიყვარულში. სამართლიანი იქნება თხის რქების დადანაშაულება ეგოიზმში, რის გამოც, უძნელდებათ ძალდატანების გარეშე ვინმეს შეაყვარონ თავი. მიუხედავად ამისა, ყოფასა და ოჯახურ ცხოვრებაში ისინი სრულიად ადეკვატურები არიან და არ უქმნიან პრობლემებს პარტნიორებს.

კურო

ყველაზე მოსიყვარულე მამაკაცების რეიტინგი ზოდიაქოს მიხედვით

კუროების მთავარი იარაღია - ჟინიანობა, და თუ ბედმა ინება და თქვენ გახდით მათი ყურადღების ობიექტი, დარწმუნებული იყავით, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რომ თქვენი კეთილგანწყობა მოიპოვოს. მაგრამ ფხიზლად იყავით: ყველა ღირსებასთან ერთად, კუროები - საშინელი ეგოისტები არიან. ქალი მათთვის - მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებაა, და ეს სამომხმარებლო დამოკიდებულება ამ ნიშნის წარმომადგენლებს სისხლში აქვთ.

მორიელი

ყველაზე მოსიყვარულე მამაკაცების რეიტინგი ზოდიაქოს მიხედვით

მორიელი - შესანიშნავი მაცდუნებელია, მხოლოდ მისი ხიბლი იქნებოდა საკმარისი, რომ პირველ ადგილზე გასულიყო, მაგრამ ობიექტურობა უნდა შევინარჩუნოთ, რადგან მასთან ურთიერთობის ნამდვილი ცდუნებაა, და ისინი, ვინც მას ემორჩილება, როგორც ცნობილია, რისკავენ რათა საკუთარი ცხოვრება ტანჯვით ჩაანაცვლონ.

მშვილდოსანი

ყველაზე მოსიყვარულე მამაკაცების რეიტინგი ზოდიაქოს მიხედვით

მშვილდოსანს შეუძლია სიყვარული - სუფთად, გულწრფელად, მთელი ცხოვრებაც კი, მაგრამ იყავით მზად, რომ დადგება დღე როდესაც გაუჩნდებათ მოთხოვნილება ვინმე სხვასაც მიანიჭონ ყურადღება. ასეთი თვისება არ შეიძლება ახასიათებდეს მათ როგორც ყველაზე მოსიყვარულე მამაკაცებს. თუმცა საფრთხე რჩება მხოლოდ ალბათობად, ამ პირობითი რეიტინგის ფარგლებში მშვილდოსნებს ენიჭებათ ბოლოდან მეორე ადგილი.

ქალწული

ყველაზე მოსიყვარულე მამაკაცების რეიტინგი ზოდიაქოს მიხედვით

არასწორი იქნებოდა, რომ ქალწულებს უსიყვარულო და უემოციო ადამიანი უწოდოთ, მაგრამ მათი გრძნობადი სამყარო ჩაძირულია სადღაც ღრმად, სადაც ძალიან ძნელია მიღწევა. როცა ცდილობთ დაინახოთ ქალწულში მოსიყვარულე მამაკაცი, თქვენ რისკავთ, რომ არაფერი დაინახოთ. ბევრი დრო დაგჭირდებათ, რომ მათში მათი რომანტიკული თვისებები გააღვივოთ. მხოლოდ ძალიან ყურადღებიან ქალებს, შეუძლიათ დაიჭირონ ყველაზე მგრძნობიარე სასიყვარულო ფლუიდები და ამოიცნონ ქალწულში მიმზიდველი პარტნიორი.



<a href="http://www.cosmo.ru/horoscope/weekly_main/reyting-samyh-lyubyashchih-muzhchin-po-znakam-zodiaka/">http://www.cosmo.ru</a>