ქალების უმეტესობა დაქორწინებულია მამაკაცზე, რომლებიც მათზე 1-3 წლამდე უფროსები არიან. მათ დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს საუკეთესო ასაკობრივი სხვაობაა.

თუმცა როგორც გამოკვლევებმა აჩვენა ყველაფერი პირიქითაა. გამოკითხული 200 ქალიდან, ნაწილი მასზე უმცროს მამაკაცებს ხვდებოდნენ, მეორე ნაწილი კი უფროსებს.

როგორც აღმოჩნდა 10 წლიანი ასაკობრივი სხვაობა ამ დროს იდეალურია.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქალები, რომლებიც ურთიერთობაში იყვნენ 10 წლით უმცროს მამაკაცებთან ყველაზე ბედნიერები იყვნენ. ისინი უფრო ერთგულნი იყვნენ თავიანთი პარტნიორების, ვიდრე ის ქალები, რომლებიც ასაკოვან მამაკაცებთან ან მათ ასაკთან ახლოს მყოფი კაცებს ხვდებოდნენ.

მკვლევარებმა წარმოადგინეს შესაძლო მიზეზები, რის გამოც ქალები შეიძლება უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს ახალგაზრდა მამაკაცებთან. როგორც აღმოჩნდა, ასეთ ურთიერთობებში ქალები უპირატესობას იღებენ და თანასწორობისთვის მეტი ადგილი რჩებათ.

კვლევამ აგრეთვე აჩვენა, რომ მასზე უფროს ქალთან მცხოვრები კაცებიც უფრო ბედნიერები არიან. გარდა ამისა, კვლევის მიხედვით ასეთი წყვილები საუკეთესო მშობლები არიან.