დედებს 31 საათით მეტი შრომა უწევთ ახლა, ვიდრე კორონავირუსამდე
- 27.05.2020
კვლევებს თუ დავუჯერებთ, ბრიტანეთში დედების უმრავლესობა, კვირის განმავლობაში, 31 საათით მეტ დროს უთმობს სახლის საქმეების კეთებას, ვიდრე ამას კორონავირუსამდე აკეთებდა.
რეპორტში, რომელიც ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფმა წარმოადგინა, ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ის დამატებითი სამუშაო, რომლის გაწევაც ქალებს პანდემიის პერიოდში მოუწია, მეორე სამუშაო ადგილის ეკვივალენტურად შეიძლება ჩავთვალოთ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ეს უკანასკნელი გაცილებით უფრო მეტ სტრესთანთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, ვიდრე ჩვეულებრივ ოფისში ჯდომა და რაიმე კონკრეტული საქმის კეთება.
კვლევების მიხედვით, ქალები 12 საათით მეტ დროს უთმობენ სახლის საქმეებს, ვიდრე მამაკაცები.
მასიური ჩაკეტვისა და სახლში ყოფნის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ მშობლების ცხოვრება ერთ დიდ „საგიჟეთს დაემსგავსა“: ბაღების, სკოლების, გასართობი ცენტრებისა, თუ სხვა ლოკაციების დახურვის გამო, რადგან თითქმის აუცილებელი გახდა, რომ აღნიშნული სივრცეების პროტოტიპები სახლებში მოეწყოთ.
ამ ყველაფერმა კი მოვალეობებსა და შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალს კიდევ რამდენიმე პუნქტი შესძინა: ბავშვების მოვლა, სახლში მეცადინეობა და დავალებების გულისყურით შვილებთან ერთად შესრულება.
კვლევაში მონაწილე ქალების 60 პროცენტი ამბობს, რომ მათი სამსახურეობრივი სამუშაოების შესრულების წილი შემცრიდა Covid19-ის პირობებში სახლში ყოფნის გამო, რადგან სხვა შინაურმა საქმეებმა იჩინა თავი და ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა იგივე რეჟიმში მუშაობა, მაშინ როცა მამაკაცების მხოლოდ 49% ამბობს იგივეს.
კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ ქალებს თითქმის არ აქვს რაიმე სახის გარე მხარდაჭერა შვილების მოვლისა და განათლების უზრუნველყოფის, ამ მეტად საპასუხისმგებლო და რთულ, პროცესში.
კვლევებმა, რომლებში 3055 დასაქამებული მშობელი იღებდა მონაწილეობას, ბრიტანეთის, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის მასშტაბით, აჩვენა რომ გენდერული გადანაწილება სხვადასხვა ქვეყნების, მათი კულტურის, ფასეულობებისა თუ აღქმების მიუხედავად, არ იცვლება.
ქალები, რომლებსაც შვილები ჰყავს და ზემოაღნიშნულ ქვეყნებში ცხოვრობენ, დაახლოებით 65 საათის, სრულიად აუნაზღაურებელ და ხანდახან დაუფასებელ, შრომას წევენ სახლის ფარგლებში. ეს მაჩვენებელი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა პანდემიის პერიოდში. მამაკაცებში საშუალო შრომის მაჩვენებელი კი, ამ კუთხით, 50 საათს უტოლდება კვირის განმავლობაში და ქალებთან მიმართებაში იგი 3-ჯერ უფრო ნაკლებია.
ლონდონის ეკონომიკის სკოლის მიხედვით, კორონავირუსმა კიდევ უფრო გაამძაფრა გენდერული უფსკრული, რომელიც ქალებს და მამაკაცებს შორის არსებობს, რადგან თითქმის მხოლოდ ქალებს დაეკისრა ბავშვების მოვლის პასუხისმგებლობა, სახლიდან გაუსვლელობის და სახლში სკოლის მოწყობის პერიოდშიც კი, მიუხედავად იმისა, ისინი დასაქმებულნი არიან თუ არა.
კველებში ასევე იმაზეც არის საუბარი, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მოსალოდნელი რეცესიების ფარგლებში მეტი შანსია, რომ ქალების უმრავლესობა უმუშევარი დარჩება, რადგან მათი დასაქმების წილი მაღალია ისეთ სექტორებში, რომლებსაც ახლა რთული პერიოდი უდგას: სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია, ტურიზმის სექტორი, ხელოვნება, მოდა და ა.შ.
თემები: დედები და შვილები, მშობლები და შვილები, რჩევები, ბავშვები, კორონავირუსი, პანდემია
<a href="https://www.independent.co.uk/">https://www.independent.co.uk/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია