მზად ხართ აფრენისთვის? ამიერიდან, Wizz Air-ზე შესაძლებელია Amex-ით გადახდა
- 27.06.2025

Wizz Air აფართოებს გადახდის შესაძლებლობებს - ამიერიდან American Express-ის (Amex) გამოყენებით შესაძლებელია როგორც ავიაბილეთების დაჯავშნა, ასევე ბორტზე გადახდა;
გადახდის ახალი მეთოდი აძლიერებს Wizz Air-ის პოზიციებს ისევე როგორც კორპორატიულ მგზავრებს, ასევე დამსვენებლებს შორის მთელ ევროპაში;
Amex-ის გამოყენება შესაძლებელია დღესვე - www.wizzair.com-სა და WIZZ მობილური აპლიკაციაში.
Wizz Air-ი, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია, ფრენების დაჯავშნისას და ბორტზე გადახდისთვის, მიიღებს American Express-ს (Amex) გადახდის მეთოდს, რაც უფრო მეტ მოქნილობასა და კომფორტს სთავაზობს მომხმარებლებს.
Customer First Compass ინიციატივის ფარგლებში, Wizz Air აგრძელებს გადახდის ეკოსისტემის გაფართოებას, რათა დააკმაყოფილოს მომხმარებლების მზარდი და მრავალფეროვანი საჭიროებები. Amex-ის ინტეგრაცია ნიშნავს, რომ მოგზაურებს საქართველოდან და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ბინზეს მოგზაურებს, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ American Express ბარათებით გადახდას, შეუძლიათ სასურველი მეთოდით შეუფერხებლად მიიღონ სერვისები.
Amex-ის მომხმარებლების დამატება სრულად ერგება Wizz Air-ის ფართო ციფრულ ინოვაციურ სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს დაჯავშნისა და ფრენის გამოცდილების მაქსიმალურად გამარტივებას კომპანიის 70 მილიონზე მეტი მგზავრისთვის წლის განმავლობაში.
American Express-ისთვის Wizz Air-თან გაფორმებული შეთანხმება კიდევ უფრო აძლიერებს მისი გადახდების მიღების მასშტაბს და ნიშნავს, რომ Amex უკვე მიიღება ყველა წამყვან ავიაკომპანიაში ევროპის მასშტაბით. Wizz Air-ის ყველა სერვისით სარგებლობა, ავიაბილეთების დაჯავშნიდან დაწყებული ბორტზე არსებული სერვისებით დამთავრებული, ახლა უკვე ხელმისაწვდომია Wizz Air-ის ვებსაიტსა და მობილურ აპლიკაციაში. American Express ბარათის მფლობელებისთვის უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი იქნება ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები Amex Offers პლატფორმის მეშვეობით.
იან მალინი, Wizz Air-ის ფინანსური დირექტორი: „ჩვენ სიხარულით ვთავაზობთ American Express-ით გადახდის შესაძლებლობას ჩვენს მგზავრებს მთელი ევროპის მასშტაბით. ბევრი კორპორატიული მგზავრი უპირატესობას ანიჭებს Amex-ს, ამიტომ ეს ცვლილება მათ საშუალებას მისცემს ისარგებლონ ჩვენი სუპერ-დაბალი ფასებით და ფართო მარშრუტების ქსელით მარტივად და მოქნილად. American Express არის გლობალურად სანდო გადახდის ბრენდი, და მისი ინტეგრაცია ასახავს ჩვენს მუდმივ მზადყოფნას, რომ ვუპასუხოთ მომხმარებელთა ცვალებად მოთხოვნებს და უზრუნველვყოთ კომფორტული და შეუფერხებელი გადახდები Wizz Air-თან ურთიერთობის ყველა ეტაპზე.“
დენ ედელმანმა, American Express-ის სავაჭრო მომსახურების გენერალურმა მენეჯერმა დიდი ბრიტანეთში, დასძინა: „ჩვენი ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი ბარათის მფლობელებს შეეძლოთ ბარათის გამოყენება ყველგან, სადაც მათ სურთ, განსაკუთრებით კი, მოგზაურობისას. ამიტომ, ჩვენ გვიხარია, American Express-ის თანამშრომლობა Wizz Air-თან, ევროპის ერთ-ერთი წამყვან დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიასთან. ეს თანამშრომლობა ჩვენი ბარათის მფლობელებს უფრო მეტ მოქნილობასა და ბენეფიტს სთავაზობს როგორც ფრენების დაჯავშნისას, ასევე, ბორტზე გადახდისას და აძლიერებს ჩვენს კავშირს ევროპულ ავიაკომპანიებთან.”
ავიაკომპანია Wizz Air, რომელიც 2003 წელს დაარსდა, დღეს თითქმის 800 მარშრუტს ფარავს როგორც ევროპაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და აგრძელებს სტაბილურ ზრდას როგორც დამკვიდრებულ, ასევე განვითარებად ბაზრებზე.
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air-ი ოპერირებს 237 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-ი დასახელდა „წლის ავიაკომპანიად“ ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი 2021-2025 წლებში აღიარეს, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“, ხოლო 2024 წელს მიენიჭა ჯილდო „საუკეთესო ავიაკომპანია ნახშირბადის ემისიების შემცირების მიმართულებით“. ამავე წელს CAPA – Centre for Aviation Awards for Excellence-მა კომპანია დაასახელა „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფად“ ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონში.
AMEX-ის შესახებ:
American Express (NYSE: AXP) არის გლობალური, პრემიუმ გადახდებისა და ცხოვრების სტილის ბრენდი, რომელიც ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული. ჩვენი კოლეგები მთელი მსოფლიოდან ჩვენს მომხმარებლებს დიფერენცირებული პროდუქტებით, მომსახურებითა და გამოცდილებით უჭერენ მხარს, რაც ამდიდრებს მათ ცხოვრებას და ზრდის ბიზნესის წარმატებას.
1850 წელს დაარსებული და ნიუ-იორკში მდებარე American Express-ის ბრენდი ნდობაზე, უსაფრთხოებასა და მომსახურებაზეა აგებული, ასევე ჩვენი მომხმარებლებისთვის ინოვაციებისა და წევრობის ღირებულების მიწოდების მდიდარ ისტორიაზე. ჩვენ ვცდილობთ ყოველდღიურად შევთავაზოთ მსოფლიოში საუკეთესო მომხმარებლის გამოცდილება მომხმარებელთა ფართო სპექტრს, მცირე და საშუალო ბიზნესს და მსხვილ კორპორაციებს, ასი მილიონი სავაჭრო ლოკაციით 200-ზე მეტ ქვეყანაში
American Express-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ americanexpress.com-ს, americanexpress.com/en-us/newsroom/-ს და ir.americanexpress.com-ს.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია