„ინტერვალური მარხვა“- წონაში კლების, ფორმაში ყოფნისა და ჯანმრთელობის საიდუმლო
- 27.05.2020
„ინტერვალური მარხვა“ მოიცავს პერიოდს კვებასა და შიმშილს შორის. კვების მსგავსი რეჟიმის მომხრეებს თუ დავუჯერეთ „ინტერვალური მარხვა“ წონაში კლების, ფორმაში ყოფნისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების უსაფრთხო და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. „ინტერვალური მარხვა“ მოიცავს კვებისა და შიმშილის, ანუ საერთოდ არაფრის მიღების პერიოდებს.
მარხვის ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია დროისმიერი კვების შეზღუდვებია. მაგალითად, თუ გადაწყვეტილი გაქვს, რომ 16 საათიანი მარხვის შუალედი დაიცვა, ეს ნიშნავს იმას, რომ დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 8 საათის განმავლობაში იკვებები, ხოლო დარჩენილი 16 საათი პირს არაფერს აკარებ, გარდა წყლისა და უშაქრო ყავა- ჩაისა და უბრალოდ „შიმშილობ“.
მსგავსი ტიპის კვების რაციონი ბევრნაირად შეიძლება გავიგოთ, ზოგისთვის ის უბრალოდ მისაღები კალორიების შემცირების საუკეთესო საშუალებაა, ზოგისთვის კი გზაა იმისთვის, რომ „შიმშილის“ პერიოდში ჩვენს სხეულსა მისცეს საშუალება, რომ დაისვენოს.
მეორე, ასევე, გავრცელებული მეთოდია 5:2 გეგმა, რომლის მიხედვითაც კვირაში 5 დღის განმავლობაში, ჩვეულებრივი, ნორმალური, ჯანსაღი კვების რიტმს მივყვებით, ხოლო დარჩენილი 2 დღის განმავლობაში, დღეში ვიღებთ მხოლოდ 1 თავ საჭმელს, დაახლოებით 500-700 კალორიის ენერგეტიკული ღირებულების. მსგავსი ტიპის კვება ეხმარება ჩვენს ორგანიზმს, რომ კვირაში 2 დღის განმავლობაში მაინც მეტ-ნაკლებად დაისვენოს და შეამციროს კალორიების რაოდენობა, რომელსაც მთელი კვირის განმავლობაში ვიღებდით.
ინტერვალური შიმშილის რომელ მეთოდსაც არ უნდა მივანიჭოთ უპირატესობა მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ და მივყვეთ კვების იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელსაც ჟანსაღი ცხოვრების წესი და ჯანსაღად კვება მოიცავს.
დღეს რამდენიმე პრინციპს გაგაცნობთ, რომელიც უნდა დავიცვათ, თუ „ინტერვალური მარხვის“ რეჟიმით კვებას გადავწყვეტთ. მაშ, ასე:
- უმეტესი დროის განმავლობაში მივიღოთ და მოვიხმაროთ მინიმალურად დამუშავებული საკვები, ანუ უარი ვთქვათ და იშვიათად მივირთვათ ნახევარფაბრიკატები.
- ვიკვებოთ ბალანსირებულად: ცილებით, ბოსტნეულით, ხილით, ნახშირწყლებითა და ჯანსაღი ცხიმებით შემცველი საკვებით.
- შევქმნათ არომატური, გემრიელი და მადისაღმძვრელი კერძები, რომლის ყურებაც კი სიამოვნებას მოგვანიჭებს, ჭამაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი.
- ულუფები მივირთვათ ნელა და გონივრულად, რათა დროულად მოვიდეს დანაყრების გრძნობა და შემთხვევით იმაზე გაცილებით მეტი საკვების მიღება არ მოგვიწიოს, ვიდრე სინამდვილეში გვსურდა.
მართალია „ინტერვალური მარხვა“ არ მოიაზრებს მკაცრად შეზღუდულ და წინასწარ განსაზღვრულ კვების მენიუს, მაგრამ არსებობს საკვების გარკვეული კატეგორიები, რომლებიც სასურველია, რომ მივიღოთ ან პირიქით - თავი ავარიდოთ.
მაგალითად, ეს 3 სახის საკვები აუცილებელია, რომ ინტერვალური მარხვის დროს მივიღოთ:
- მჭლე ხორცი (ცილებისთვის)
- ხილი
- ბოსტნეული
ხოლო ყოველთვის გვახსოვდეს და ვეცადოთ, რომ ისეთი საკვებს, რომელიც კალორიების, შაქრის, ცხიმებისა თუ მარილის უფსკერო რეზერვუარს წააგავს, თავი ავარიდოთ. „მარხვის პერიოდის“ დასრულების შემდეგ, როცა ჭამის დრო გვიდგას მსგავსი ტიპის საკვების მიღება სავსედ და დანაყრებულად კი არ გვაგრძნობინებს თავს, არამედ ,პირიქით, კიდევ უფრო გვაშიებს და მეტი და მეტის ჭამის სურვილს გვიჩენს.
მაშ ასე, საკვები, რომლებსაც თავი უნდ ავარიდოთ:
- სნექები და ჩიფსები
- მიკლოტალღურილებული პოპკორნი
- ენერგეტიკული სასმელები
- წვენები
- ტკბილეულობა, კრემიანი ნამცხვრები, ფუნთუშები თუ ტორტები
თემები: დიეტა, ჯანსაღი კვება, სწორი კვება, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი
<a href="https://health.usnews.com/">https://health.usnews.com/</a>