რატომაა ზღვის სანაპირო საუკეთესო ადგილი დასვენებისთვის? - 5 მიზეზი
- 05.06.2020
ადამიანების უმრავლესობა გიჟდება ზღვის სანაპიროზე - მზის სხივები, კამკამა წყალი, ზღვის ტალღების ხმა და სურნელი... რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა ზღვის სანაპიროზე ყოფნა, მაგრამ იცოდით, რომ ის საუკეთესო ადგილია დასვენებისთვის და განტვირთვისთვის?
არსებობს უამრავი კოგნიტური და ემოციური ბენეფიტი, რომელსაც წყალთან გატარებული თითოეული წუთიდან მიიღებთ. საკმარისია უბრალოდ სანაპიროზე გასეირნება და წყლის ქიმიურ, ბიოლოგიურ და ფიზიოლოგიურ ძალებს შეიგრძნობთ.
ეს ძალიან პერსონალური ამბავია, თუმცა პირდაპირაა დაკავშირებული მეცნიერებასთან.
1. ზღვის სანაპიროზე ყოფნა ამშვიდებს
ეს სანაპიროს მაგიური თვისებაა. ხმები, რომელებიც გვესმის - წყლისა თუ ქარის, გონებრივ განტვირთვას უწყობს ხელს. ტალღების რიტმი კი ჩვენს ტვინს ფიზიკურად ამშვიდებს და პარასიმპატიკურ ნერვულ სისტემას ააქტიურებს. ამიტომაცაა რომ ზღვის ხმა ხშირად გვხვდება დამამშვიდებელ აპლიკაციებსა თუ ვიდეოებში.
თუმცა ხმის გარდა საქმე მის ფერშიც იმალება. ფერების ფსიქოლოგიაში ლურჯი სიმშვიდისა და სიწყნარის ფერია.
2. ფეხშიშველა სიარული ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა
სანაპიროზე ფეხშიშველა სიარულისას სტიმულირდება ფეხის გულზე არსებული ნერვული დაბოლოებები და აკუპუნქტურის წერტილები. რაც საბოლოოდ ენერგიით გავსებთ და განახლების შეგრძნებას გიჩენთ.
გარდა ამისა, ქვიშა ბუნებრივი ამქერცლავია და სხეულზე მათი მოხვედრისას, კანი ძველ, დაბერებულ უჯრედებს იშორებს.
3. იდეალური საშუალება D ვიტამინის დღიური დოზის მისაღებად
დილით 10 წუთიც კი საკმარისია, რომ D ვიტამინის დღიური დოზა მიიღოთ. დილის საათებში შეგიძლიათ არ გამოიყენოთ მზისგან დამცავი. შედეგად კი იმუნურ, ნერვულ და კარდიოვასკულარულ სისტემას გაიმუჯობესებთ.
4. ზღვის სანაპირო ხსნისს სტრესს
ზღვის სანაპიროზე ყოფნისას ჩვენი სხეული გამოიმუშავებს სეროტონინს - ბედნიერების ჰორმონს. უმჯობესდება განწყობა, ძილი და რაც ყველაზე მთავარია, სხეული თავისუფლდება სტრესისგან.
5. მარილიანი წყალი კარგია ჭრილობებისა და ინფექციებისთვის
ზღვის წყალი დიდი რაოდენობით მაგნიუმსა და იოდს შეიცავს. ეს ელემენტები საუკეთესოდ მკურნალობენ ჭრილობებსა და ინფექციებს. ასევე, ეს მინერალები აძლიერებენ იმუნურ სისტემას.
ზღვის სანაპიროს სასარგებლო თვისებების სრულად მისაღებად:
- იყავით მოცემულ მომენტში. გამორთეთ მობილური ტელეფონები და პლანშეტები. უბრალოდ დატკბით ბუნებით;
- გააკეთეთ ის, რაც გაბედნიერებთ: იცურავეთ, იკითხეთ, მიიღეთ მზის აბაზანები, ითამაშეთ ქვიშაში და აკეთეთ ყველაფერი ის, რაც კარგ ხასიათზე გაყენებთ;
- დილის 10 საათის შემდეგ აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება. ასე სრულიად უსაფრთხოდ გაატარებთ დღეს ზღვის სანაპიროზე.
თემები: მოგზაურობა, ბედნიერება, დასვენება, ზაფხული, მზე, ზღვა, სანაპირო
<a href="https://www.healthyfoodhouse.com/">https://www.healthyfoodhouse.com/</a>