ჯანმრთელობა

არიან თუ არა მელოტი მამაკაცები COVID-19 ვირუსით დაავადების რისკ ჯგუფში?

არიან თუ არა მელოტი მამაკაცები COVID-19 ვირუსით დაავადების რისკ ჯგუფში?

ახალი კვლევების თანახმად, მელოტი მამაკაცები კორონავირუსის რთული ფორმით დაავადების რისკში არიან.

ესპანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, საავადმყოფოში COVID-19-ის რთული ფორმით მოხვედრილი 41 მამაკაციდან 71% მელოტი იყო. გასათვალისწინებელია, რომ ესპანეთში ამ ასაკის მამაკაცებში, თმის დაკარგვის მაჩვენებელი დაახლოებით 31-53%-ში მერყეობს.

მეორე კვლევის მიხედვით, მადრიდის ჰოსპიტალში მოხვედრილი 122 მამაკაციდან, 79% მელოტი იყო. მათ კორონავირუსის საშუალო და მძიმე ფორმა აღენიშნებოდათ.

არიან თუ არა მელოტი მამაკაცები COVID-19 ვირუსით დაავადების რისკ ჯგუფში?

მეცნიერები კამათობენ, რომ ანდროგენები - მამრობითი სქესის ჰორმონები, რომლებიც თმის ცვენას განაპირობებენ, შესაძლებელია ეხმარებიან კორონავირუსს, რომ შეაღწიოს უჯრედში.

ეს ნიშნავს, რომ ჰორმონის დამთრგუნველი მედიკამენტებით შესაძლებელი იქნება COVID-19 პროგრესის შეჩერება და დაავადების მკურნალობა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ანდროგენები, მამაკაცური ჰორმონები ხელს უწყობენ ვირუსის უჯრედში მოხვედრას“ - აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი.

თუმცა სხვა მეცნიერები განაგრძობენ კამათს და მიიჩნევენ, რომ ასეთი მკურნალობის მეთოდის დასანერგად მეტი კვლევა და მეტი მტკიცებულებაა საჭირო.