დღეს ოდრი ჰეფბერნი ლეგენდაა, მეოცე საუკუნის კინოსა და მოდის აიკონი. მისი პერსონა დღემდე აქტუალურია, ხოლო სტილი კვლავ ტრენდული. ჰოლივუდური კარიერის განმავლობაში, ოდრი ჰეპბერნი ეპოქის საუკეთესო რეჟისორებთან და სცენარისტებთან თანამშრომლობდა. ფილმებში კი პარტნიორობას ყველაზე მოთხოვნადი და ცნობილი მამაკაცი მსახიობები უწევდნენ - უილიამ ჰოლდენი, მარლონ ბრანდო, რექს ჰარისონი...
კინოეკრანებზე მსახიობი ძირითადად ჰუბერტ დე ჟივანშის ტანსაცმელს ირგებდა. სწორედ ოდრი იყო ლეგენდად ქცეული ფრანგი დიზაინერის მუზა. მათ საქმიანი ურთიერთობის გარდა, დიდი მეგობრობაც აკავშირებდათ.
„Givenchy-ის ტანსაცმელში საუკეთესოდ გამოვხატავ საკუთარ თავს. ის მხოლოდ დიზაინერი არ არის, მას შეუძლია შექმნას ხასიათი“ - აღნიშნავდა მსახიობი.
დაათვალიერეთ ოდრი ჰეფბერნის 7 ლეგენდარული Givenchy ლუქი, რომლებიც საკულტო ფილმებში მოირგო:
1. საბრინა; 1954 წელი
2. მხიარული სახე; 1957 წელი
3. სიყვარული შუადღის შემდეგ; 1957 წელი
4. საუზმე ტიფანისთან; 1961 წელი
5. შარადა; 1963 წელი
6. პარიზი, როდესაც ცხელა; 1964 წელი
7. როგორ მოვიპაროთ მილიონი; 1966 წელი
თემები: სტილი, მოდა, სილამაზე ყველა ასაკში, ტრენდი, რჩევები, ოდრი ჰეპბერნი
<a href="https://www.vogue.co.uk/">https://www.vogue.co.uk/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია