1. მათთვის, ცუდი დღე არ ნიშნავს ცუდ ცხოვრებას
როდესაც ემოციურად მომწიფებული ხარ, ნებისმიერი გრძნობის ამოცნობა შეგიძლია. თანაც ძალიან კარგად იცი, რომ ცუდი შეგრძნებები დიდხანს სულაც არ გრძელდება. იმის გამო, რომ დღეს მოწყენილი ხარ, არ ნიშნავს, რომ მოსაწყენი ცხოვრება გაქვს. მიეცი თავს ცუდად ყოფნის უფლება, მიეცი თავს ადამიანად ყოფნის უფლება.
2. მათ არ სჭირდებათ, მუდამ ბედნიერად იგრძნონ თავი
ცხოვრება სულაც არ არის მზის სხივებისა და ცისარტყელის კომბინაცია. ცხოვრება სულაც არ არის მშვიდი მოგზაურობა. სირთულეები და დაბრკოლებები ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების თანმდევი ნაწილია. როდესაც იცი, რომ ბედნიერება არჩევანია და არა მდგომარეობა, სულაც არ გჭირდება მუდამ ბედნიერად იგრძნო თავი.
3. ისინი არ მალავენ ემოციებს
როდესაც ემოციურად ზრდასრული ხარ, არ გჭირდება იგრძნო ის, რასაც სინამდვილეში არ გრძნობ. თავს ყოველთვის აძლევ უფლებას, არ დამალო ემოცია, რადგან იცი, რომ ეს ცუდად იმოქმედებს ზოგად ემოციურ მდგომარეობაზე. გამოხატე შენი გრძნობები, აირჩიე სწორი დრო საკუთარ თავთან კომუნიკაციისთვის და გაანალიზე შენი რეალური ემოციები.
4. მათ არ ჰგონიათ, რომ ინდიფერენტულობა სიძლიერის ნიშანია
თუ ემოციურად მომწიფებული ხარ, კარგად იცი, რომ ინდიფერენტულობა თავდაცვის მექანიზმია და სინამდვილეში, ზედმეტად ბევრს განიცდი. მიეცი საკუთარ თავს შესაძლებლობა იგრძნო ყველა ემოცია. ბედნიერებისთვის სულაც არაა აუცილებელი, რომ სამყაროსთვის უჩინარი გახდე.
5. მათ არ ეშინიათ შეცდომების
როდესაც ემოციურად ზრდასრული ხარ, შეგიძლია შესანიშნავად გაუმკლავდე დაშვებულ შეცდომებს. უფრო მეტიც, შენ იცი, რომ შეცდომის დაშვება სულაც არაა ცუდი ამბავი. ესაა შესაძლებლობა გაიზარდო, განვითარდე და საკუთარი შეცდომებისგან უფრო მეტი ისწავლო.
თემები: ურთიერთობა, პრობლემები, ცხოვრება, ქალები, წარმატება
<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია